კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№38 როგორ უნდა გადავარჩინოთ სიყვარული და ურთიერთობა ღალატის შემდეგ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  წლების შემდეგ გაცივებული გრძნობა, ახალგაზრდა საყვარელი, ღალატი, დანგრეული ოჯახი და ახალი სიყვარულის ძიება. არაფერი ორიგინალური – ჩვენს რეალობაში ასეთი ისტორიები ძალიან ხშირია. თუმცა ამ ყველაფერში ძალიან დიდი გრძნობა, ემოცია, ტკივილი და ადამიანური ტრაგედიაც კი არის ჩადებული.  რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს მხოლოდ სიყვარული არ აკავშირებს. ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები ხდებიან ემოციურად და ფიზიკურადაც კი. ამიტომ ამ დამოკიდებულების გაწყვეტა ძალიან რთული ხდება.
  ფსიქოლოგები  განიხილავენ სიტუაციას, როცა  მიტოვებული ცოლი ქმრის ღალატის მეორე მხრიდან ყურებას იწყებს. ეს რეალურად არის შანსი, იხსნა ურთიერთობა სრული განადგურებისგან. 
თიკა (44 წლის):  არ ვიქნები განსაკუთრებული, თუ ვიტყვი, რომ ერთ დღეს ქმარმა მეც მიღალატა. დიახ, ეს მოხდა და ჩემი ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა. პირველი, რაც თავში მომივიდა, მისი სახლიდან გაგდება იყო და ამას აუცილებლად გავაკეთებდი, ჩემი ქმრისთვის თვალებში რომ არ ჩამეხედა და არ მივმხვდარიყავი, რას გრძნობდა ის იმ წუთებში.
  ანუ, გადაწყვიტეთ ქმრისთვის გაგეგოთ? შესულიყავით მის მდგომარეობაში?
– ასე ვერ ვიტყვი, რომ გამიზნულად ვეცადე, მის მდგომარეობაში შევსულიყავი. ეს ხომ აბსურდია. ქმარმა გიღალატა, შენ კი ცდილობ, მას გაუგო. აბსოლუტურად უნებლიეთ  დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა ძნელი იყო ჩემი ქმრისთვის საყვარელთან ყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნება, ჩემ  წინ ჯდომა  და ლაპარაკი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, რომ თითქოს სამსახურში შეაგვიანდა. რა რთული იყო, როდესაც საყვარელთან გატარებული საათების შემდეგ ღამით ჩემთან მაინც უწევდა მოვალეობის შესრულება. რა რთული უნდა ყოფილიყო მისთვის სექსი ერთ ქალთან, როდესაც მეორეზე ფიქრობდა და რამდენად მტკივნეული იყო თავისი შვილების დედისთვის დამალვა იმისა, რომ აღარ უყვარს, რომ აღარ უნდა მასთან ყოფნა. ალბათ,  ბედნიერი იქნებოდა, რომ შეეძლოს ამ ორმაგი ცხოვრების დასრულება.
– ალბათ, წარმოდგენაც კი რთულია, რას გრძნობს ქალი, როდესაც იგებს, რომ ქმარს საყვარელი ჰყავს, რომ სხვა უყვარს, რომ მათი ურთიერთობა, უბრალოდ, მოვალეობის შესრულებაა და მეტი არაფერი.
– გეთანხმებით, ძალიან რთულია. დამანგრეველია. ვისაც  ეს არ გამოუცდია, ის ვერც მიხვდება სიტუაციის მთელ სიმძიმეს, როდესაც კაცი მაინც იღებს გადაწყვეტლებას და მიდის, რადგან ტყუილში ცხოვრება ძალიან ძნელია.
– ჩემთვის ის უფრო წარმოუდგენელია, როდესაც ამ  სიტყვებს ვისმენ. როგორ გეცოდებათ ქმარი, როგორ ფიქრობთ მის განცდებზე და ცდილობთ, სიტუაცია სხვა მხირდან დაინახოთ.
– ანუ, რა არის ეს? მე გეტყვით. ესაა რეალურად გააზრება იმისა, რომ მოღალატეებიც არ გრძნობენ ხშირად თავს კარგად და განციდიან.  შესაბამისად, ფიქრობ, მათ მდგომარეობაში შესვლა არის ერთგვარი მცდელობა თავის დაცვისა, რომ საკუთარი თავი არ შეიცოდო და უარეს დეპრესიაში არ ჩავარდე.
– ნუთუ რეალურია, მიტოვებულმა ქალმა კაცის თვალით დანახული სამყარო აღიქვას და მისი ლანძღვის მაგივრად, თანაგრძნობით აივსოს და იფიქროს იმაზე, რომ შეიძლება, ახლა ქმარი უფრო უბედურიც კია, ვიდრე თვითონ?
– დიახ. მესმის, თქვენ ახლა ფიქრობთ, რამდენად ძლიერი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი  შეძლოს. ალბათ, ამას საოცრად დიდი ძალისხმევა სჭირდება. სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი არასდროს მეგონა ძლიერი. უბრალოდ, დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს მივხვდი და  ვიგრძენი, რომ მიუხედავად ღალატისა, ჩემს ქმარსაც უმძიმდა და არ უნდოდა, ეწყენინებინა ჩემთვის.  მიუხედავად განცდილი ტკივილისა, გავიგე და შემეცოდა  კიდეც. ნორმალურია თუ არა ეს ყველაფერი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. საერთოდ, რა არის ნორმალური და არანორმალური, ვინ საზღვრავს ამ ყველაფერს? ვინ დააწესა ნორმები? ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, ისაა, რომ თურმე, შესაძლებელია, ნებისმიერი სიტუაცია სხვა მხირადან დავინახოთ, რომ ტკივილის მიუხედავად, ღირს ცხოვრების გაგრძელება და რომ როცა ურთიერთობა ბედნიერებას ვერ გვანიჭებს, უნდა დამთავრდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ურთიერთობა ცოლს უკავშირდება, ქმარს, შეყვარებულს თუ საყვარელს. ერთხელაც თუ მივხვდებით, რომ ქმართან ერთად ყოველ დღე უფრო და უფრო გვტკივა, უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და გავუშვათ. ერთი ისაა, რომ ასეთი ძლიერები იშვიათად ვართ ხოლმე. მაგრამ ერთიცაა, თუ ოდნავ მაინც გვაქვს სიყვარულის გადარჩენის შანსი, უნდა ვიბრძოლოთ! მე ვიბრძოლე და დღეს ბედნიერი ვარ. შეიძლება, სწორედ იმან, რომ კრიტიკულ მომენტში გავუგე, დაანახვა ჩემს ქმარს ვინ იყო მისი ნამდვილი გულშემატკივარი და პარტნიორი.

скачать dle 11.3