კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№37 რატომ არ უშვებდა ხალხი ბექა ჩხაიძეს ბათუმიდან და რის გამო ჰქონდათ მას და მის მეუღლეს უძილო ღამეები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბექა ჩხაიძემ პატარა ბიჭის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მისი წამოწყებული კამპანიის წყალობით, ნიკოლოზს, რომელსაც საკვების პრობლემა ჰქონდა, დღეს ამაზე დარდი აღარ მოუწევს.
ბექა ჩხაიძე: გურიაში ვიყავი ცოტა ხნის წინ, ბიძაშვილმა მანახვა „სიკეთის ქალაქის“ ვიდეო პატარა ნიკოლოზის შესახებ და გული დამეწვა, კინაღამ მოვკვდი. იმიტომ არ მომინდომებია ამ ბავშვის დახმარება, რომ გურულია. ყოველთვის ყველას ვეხმარები, რისი საშუალებაც მაქვს – არ აქვს მნიშვნელობა სადაურია, უბრალოდ, იქ ვიყავი, როცა ამ ბავშვის შესახებ გავიგე. შემეძლო, ჩემი სამეგობროსთვის ჩამომერეკა – ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ბევრს აქვს შესაძლებლობა, ღმერთმა მისცეთ, მაგრამ არ მინდოდა, უხერხული მდგომარეობა შემექმნა. ვიცოდი, რომ ჩემს ფეისბუქ-გვერდზე რასაც დავდებდი, ნახავდნენ და ამიტომ გამოვაქვეყნე ნიკოლოზის შესახებ ვიდეო, დავეხმაროთ-მეთქი და ჩემი ანგარიშის ნომერი მივუთითე. სრულიად უცხო ადამიანებისგანაც მერიცხებოდა თანხა. ჩემმა მეგობარმა, უმაგრესმა ბიჭმა, რომელიც საბერძნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, სოლიდური თანხა ჩარიცხა. ჩემმა ძმაკაცმა და ნათლიმირონმა, მირიან ქათამაძემ ნიკოლოზს რამდენიმეწლიანი ხელფასი დაუნიშნა და ამ ბავშვის ცხოვრებაში სიტყვა „შიმშილი“ აღარ იარსებებს. დიდი მადლობა თავად „სიკეთის ქალაქს“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ნიკოლოზს ოჯახის მარჩენალი მამა გარდაეცვალა. პატარა ძმასთან და უმუშევარ დედასთან ერთად დარჩა და ყველაფერთან ერთად, ახლობლის სახლში ცხოვრობდნენ. სახლის პატრონი საზღვარგარეთაა და ახლა ეს სახლი იყიდება. ამიტომ დაცლა მოუწიათ. სახლიდან არ აგდებენ, მაგრამ დიდი ხანია, ამ ოჯახში ვცხოვრობთ და მეპატრონეებთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმისო. რის შემდეგაც ნიკოლოზი ბიძამ შეიფარა, სამოსახლო აჩუქა და ხალხის და სახელმწიფოს დახმარებითაც ალბათ, მათი სახლიც აშენდება.
– ოჯახურ ამბებზე გადავიდეთ. შენს პატარაზე მოვუყვეთ მკითხველს.
– მადლობა ღმერთს, პატარამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ისეთი ადამიანის სახელი და გვარი აქვს, ღმერთს ვთხოვ, იმ ადამიანის გული და კაცობა მისცეს. ჩემი გამზრდელი ბიძის – ერეკლე ჩხაიძის, რომელიც 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან კარგი კაცი იყო, ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა, შვილიც არ ჰყავდა, ისე წავიდა ამქვეყნიდან და ერეკლე მის პატივსაცემად დავარქვი. ნათლობის დროს კი წმიდა ირაკლის სახელი დაერქვა.
– ბიჭის მამობა როგორი ყოფილა?
– ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ჩემი უფროსი შვილი დაიბადა. ძალიან კარგი გოგო, რომელიც ძალიან მიყვარს. ნიჭიერი და წარმატებული პიანისტია. ყოველდღე რვა საათი მეცადინეობს როიალზე. საფრანგეთსა და ბულგარეთში სულ პირველი ადგილების მფლობელია. ხელოვნების ამ დარგით ცხოვრობს. 15 წლისაა, ბარბარე ჰქვია. საქართველოში არ გაზრდილა, მაგრამ სამი წელია, აქ გადმოვიდნენ საცხოვრებლად. გადასარევი ოჯახი აქვს დედის მხრიდან, მათთან იზრდება. მამობა ოცი და ოცდათხუთმეტი წლის ასაკში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
– არ ეჭვიანობ მასთან მიმართებაში?
– ძალიან ბავშვურია, „გოგუშკური“ ამბების დრო ჯერ არ დამდგარა. მის თაყვანისმცემლებსა და სიყვარულზე რომ დავიწყებ ფიქრს, უკვე ცოტას ვნერვიულობ (იცინის). თუმცა, თვითონ არაა ისეთი ტიპაჟი, რომ სანერვიულო მოგვცეს. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა, ღმერთმა იცის, რა და როგორ იქნება. მაგრამ ბოლო-ბოლო პოლკოვნიკი ბებია და გენერალი ბაბუა ჰყავს, ისინი ზრდიან და როგორი გაწვრთნილი იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ? (იცინის).
– პატარამ აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრებაო. რას გულისხმობდი?
– იმის იქით რომ აღარაფერი გინდა. ეგ მაცოცხლებს და მასუნთქებს. მისით თენდება და ღამდება. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. მთელი ჩემი ცხოვრება „ჰარი-ჰარალეში“ მაქვს გატარებული, სადაც ღამდებოდა, იქ თენდებოდა. 36 წლის ასაკში, ალბათ 50 კაცის სიცოცხლით ვიცხოვრე. ყველა ამას მეუბნება, იმდენი რამ გამოვიარე. ყველაფერი საკმარისად გამოვცადე და ახლა ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახი და მეგობრებია. ვტკბები ამ ყველაფრით. ახლაც პროდუქტებზე ვიყავი გამოსული, ბავშვის ფაფები ვიყიდე, ყველაფერი ზეპირად ვიცი. მივალ და მოვეფერები ჩემს ოჯახს.
– სულ რამდენიმე წლის წინ, წარმოგედგინა, რომ შეიძლებოდა, ასეთი მეოჯახე ყოფილიყავი?
– არა, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ უკვე მინდოდა ჩემი ბუდე მქონოდა. ცხოვრებისგან დაღლილი ვიყავი. რესტორნები, სუფრები, კლუბები, გართობა – ეს ყველაფერი ყელს ზემოთ იყო. ძალიან ვიყავი დაღლილი და სერიოზულად ვფიქრობდი, ჩემი ბუდის შექმნაზე. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ძალიან კარგი მეორე ნახევარი შემხვდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი და როგორიც მე მჭირდებოდა.
– როგორი?
– ძალიან კარგი ადამიანია, კარგი გოგო. ჟარგონულად ვიტყვი, გადასარევი „პაძელნიცაა“ – ამით ყველაფერი ნათქვამია. ვიცი ოჯახები, ხალხს რომ სამაგალითო ჰგონია. ამ დროს, შიგნით ისეთი ამბები ხდება, რომ ვერ წარმოიდგენ. ჩვენ, რაც გარეთ ვართ, შიგნითაც იგივეს დაინახავთ.
– მეუღლეს არ ჰქონდა ან არ აქვს ეჭვიანობის მომენტი, შენი თავგადასავლებით სავსე ცხოვრებიდან გამომდინარე?
– რა თქმა უნდა, ეს მისთვის დასაფიქრებელი იყო. ზოგი რას ეუბნებოდა, ზოგი – რას. ჩემდა გასაკვირად, ახლობლებისგანაც ძალიან არეულ-დარეული ხმები მიუვიდა და სანერვიულო ჰქონდა. რატომაც არ იქნებოდა ჩემი წარსულის მქონე ადამიანთან ურთიერთობა სანერვიულო?! თუკი რამე „გულაობას“ შეეფერება, არაფერი დამიკლია. ვიცი, რომ ზუსტადაც სანერვიულო იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სასაცილოდაც კი არ გვყოფნის. მე და ანი ყველგან ერთად ვართ. თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, განცალკევებით არსად დავდივარ, არც საქეიფოდ და არც დასასვენებლად. ძალიან ოჯახური მიჭირავს. ალბათ, ყველაფერი ასაკს მოაქვს. ჩემი აზრით, გამოცდილებაცაა საჭირო. ჩემს ძმაკაცებს ვეუბნები ხოლმე მეუღლესთან კონფლიქტის დროს, რაც არ უნდა გამწარდეთ, პირველი-ორი წუთი მოითმინეთ, ბოლო-ბოლო ტუჩზე იკბინეთ და ნახავთ, როგორ გადაგივლით ბრაზი და მერე სულ მე გაგახსენდებით-მეთქი. მთავარია, არ შეჰყვე კონფლიქტს და ძალიან ბევრ არასასიამოვნო მომენტს აირიდებ თავიდან.  დღეს ძალიან ბევრი მეუბნება, ბიჭო, სულ შენი სიტყვები მახსენდება და შენ გაიხარე, იმდენჯერ გამომადგაო (იცინის). არავინ თქვას, რომ კამათი არ ჰქონიათ. ალბათ, გიჟები არიან, თუ ამტკიცებენ, რომ უკონფლიქტოთ, სულ ბედნიერებით ტკბებიან, მაგრამ კარგია, თუ კონფლიქტს არ ჩავყვებით.
– წარსული გამოცდილებიდან რამე გინანია?
– ძალიან ბევრი რამ მინანია და ბევრჯერ მითქვამს, ნეტავ, ამ გამოცდილებით უკან დამაბრუნა-მეთქი. მაგრამ, რაც არის, არის. წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს ვეღარავინ შეცვლის. თუმცა, ისეთი არაფერი გამიკეთებია, სამუდამო ლაქად რომ დამჩნეოდა ჩემს ცხოვრებას, უკან მოხედვის არ მრცხვენია. პირადულ ამბებში როგორ არა, შეცდომაც არაერთხელ დამიშვია და მინანია კიდეც. შეუცდომელი ვინ არის ამქვეყნად?! მაგრამ ძალიან გამიმართლა, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ოჯახი მაქვს.
– ორი წლის იუბილე როგორ აღნიშნეთ?
– ბათუმი არის ჩვენი დაოჯახების ქალაქი, ანის დაბადების დღე ივლისშია და ამ დროს ბათუმში ვართ ხოლმე. მეგობრებთან ერთად შევხვდით. იყო უძილო ღამეები და კონცერტები. აჩი ფურცელაძე იყო ჩვენთან ერთად და სასტუმროში კონცერტები გავმართეთ, მთელი სასტუმრო ვაგუგუნეთ ჩვენთან ერთად. რომ მოვდიოდით და ხალხი გვაცილებდა, გვეუბნებოდნენ, არ წახვიდეთო (იცინის).

скачать dle 11.3