კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სად ბრუნდება ბელა ალანია შალვა ნათელაშვილის თვალებში ჩახედვისას და როგორ შეჩერდა დრო მათი სიყვარულისთვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

პოლიტიკოსი მამაკაცის გვერდით ძლიერი, ფსიქიკურად გაწონასწორებული ქალი, უბრალოდ, აუცილებელია, რომ ის „შემოტევები“ აიტანოს, რაც პოლიტიკური ოპონენტებისგან ხშირად მოდის. შალვა ნათელაშვილი, თავისი რადიკალური გამოსვლებითა და მწარე იუმორით, ხშირად ხდება პოლიტოპონენტების სამიზნე და, როგორც მისი მეუღლე, ქალბატონი ბელა ალანია ამბობს, ყველა მუქარა და ლანძღვა, რასაც მისი ქმრის მიმართ უკვე 28 წლის თანაცხოვრებისას ისმენს, მის გულზე გადის. ახლა პოლიტიკაში მისი ვაჟი, ბექაც წავიდა და ამბობს, რომ მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა, მაინც მამის რთული გზა აირჩია.
  ბელა ალანია: ჩემი და შალვას თანაცხოვრების 28 წელი ჩვენთვის 28 ბედნიერი გაზაფხული იყო და მადლობა უფალს, ამ ერთობისთვის. იყო დაუღალავი ბრძოლებიც, ბევრი წყენა, ტკივილი... 28 წლის განმავლობაში, ყოველდღე ვფიქრობდით და ვიბრძოდით, ვცხოვრობდით სიკეთის აღმოსაჩენად თუ დასათესად. ღმერთის დიდი წყალობაა, რომ გვყავს ორი შვილი – ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი. მართლა ბედნიერი ვარ ამ 28 წლის, რადგან ეს იყო 28-წლიანი სიყვარული.
– ამბობენ, ქალის გვერდით აუცილებელია, ძლიერი მამაკაცი იდგეს, რომ მას თვალები უბრწყინავდეს, იყოს წარმატებული კარიერაში, ოჯახში. ამ მხრივ, რამდენად ძლიერი აღმოჩნდა ბატონი შალვა?
– გეთანხმებით, ქალი მაშინაა ბედნიერი, როცა მის გვერდით მყოფ მამაკაცს მისი დანახვა შეუძლია. მე დანახვაში ვგულისხმობ სილამაზეს, ქალურობას, მზრუნველობას, როცა ეს ყველაფერი არ იკარგება და ერთ ლამაზ კალათაში გროვდება, რომელსაც შენი ცხოვრების მამაკაცი ხედავს, გრძნობს და აფასებს. მე, მანამდე ვიქნები „ბელა გოგო“, სანამ ჩემი ქმრის თვალებში დავინახავ სიყვარულს და იმის მზაობას, რომ მე მისთვის, წლების გაღმა დავრჩი... მის თვალებში მუდმივად ვკითხულობ, რომ მე მისთვის პირველი შეხვედრის წუთში, ქორწინების პირველი თვეებისა თუ წლების განცდილ რეალობაში დავრჩი. მის თვალებში ჩახედვისას თითქოს წარსულში ვბრუნდები. და, სანამ შემიძლია, მის თვალებში წავიკითხო, რომ ჩვენთვის დრო გაჩერდა და დარჩა ზუსტად იმ 28 წლის წინანდელ ჩვენი შეხვედრის წამში, მანამდე შემიძლია, ვთქვა, რომ მე მისთვის ვარ „ბელა გოგო“. და, მინდა, ასეთად კიდევ ბევრი წელი დავრჩე.
- ბატონი შალვა ტრიბუნასთან კრიტიკული, მწვავე იუმორით გამოირჩევა. როგორია, როდესაც სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებს?
– შალვა ბუნებით იმდენად კეთილშობილია, სიძულვილი არ შეუძლია. დამიჯერეთ, მაშინაც კი, როცა სარკაზმად იყენებს თავის იუმორს და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავედ საუბრობს, ისინიც კი არ სძულს. ეს სიძულვილის ენა არ არის, უბრალოდ, ეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულითაა გამოწვეული. არ არის მისი ცხოვრების თვითმიზანი, იყოს მწვავე და რადიკალურად აკრიტიკოს პოლიტიკოსები. ეს გამოწვეულია იმ რეალობით, სადაც ვცხოვრობთ. სახლში კარდინალურად განსხვავებულია. ოჯახში ის ეძებს სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, იდილიას. სახლი მისთვის თავშესაფარია, სადაც მწვავე ვერ იქნება. თუმცა, მისგან ოჯახის წევრებიც ვიღებთ შენიშვნებს, თუმცა, დაუმსახურებელს – არა (იცინის).
– დამეთანხმებით, რთულია პოლიტიკოსის ცოლობა, როცა გიწევთ ნეგატიური კომენტარებისა და პირადი შეურაცხყოფის მოსმენა. ამაზე როგორ რეაგირებთ?
– დიახ, მიწევს ნეგატიური კომენტარების წაკითხვა. ამ დროს ზოგი კორექტულია, ზოგიც – არა. რთულია, წაიკითხო, გადაამუშავო გონებაში და არ წამოეგო პროვოკაციებს. მე ჩემი ემოციების მართვა შემიძლია, თან ჰუმანური ადამიანიც ვარ. შემიძლია, ეს ყველაფერი წავიკითხო, ამ ტექსტის ავტორი შემხვდეს მეორე დღეს და არც კი შევიმჩნიო, რომ წავიკითხე და ვიცი. ვერ მოვთხოვთ ყველას, იყოს ჩვენი მომხრე, თუმცა, სასურველია, პოლიტიკური კულტურა დაიხვეწოს და ერთმანეთს პირადი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. განსხვავებული აზროვნების ადამიანებმა თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. კომენტარებში ათას რამეს წერენ, თავად ვნახე შეურაცხმყოფელი კომენტარები, თუმცა, მისი ავტორები, ეგრეთ წოდებული, ტროლები და ბოტები, დაქირავებული ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც გარკვეული თანხის ფასად ცდილობენ, „სამუშაო“ შეასრულონ. როცა აცნობიერებ, რომ მას აქვს ერთი მისია – გაგინოს იმისთვის, რომ უხდიან, რა უნდა უპასუხო მის ნეგატიურ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს? მათ მიმართ აგრესია კი არ მიჩნდება, უბრალოდ, მეცოდებიან. თურმე, ფულს რამდენი რამ შესძლებია. ახლა ჩემი ვაჟიც, ბექაც, შემოვიდა პოლიტიკაში და ბუნებრივია, მის მიმართც წამოვიდა აგრესია.
– როგორია ქართველი პოლიტიკოსის ცოლობა და დედობა ერთობლივად? ადვილი არ უნდა იყოს სახლში ორი პოლიტიკოსი?
– ნუღარ მკითხავთ (იცინის). სიმართლე გითხრათ, ბექა მენანება პოლიტიკისთვის, რადგან შალვასთან, როგორც პოლიტიკოსთან, თანაცხოვრების წლები, ბევრ სიხარულთან ერთად, ტკივილიანიც იყო. იყო ბევრი უსამრთლობა, ცრუ ბრალდებები, ტკივილი და ეს ყველაფერი უკვალოდ არ დარჩა, მის ჯანმრთელობაზეც აისახა – გულის ოპერაციამდე მივიდა.  არ მინდოდა, იგივე გულისტკივილი, ბექასაც განეცადა და სულ ვეუბნებოდი, არ არის ეს გზა ადვილი გასავლელი-მეთქი, მაგრამ, იმდენად უყვარს მამამისი, ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა მის გვერდით დგომა. როცა პოლიტიკაში მიდიხარ, შინაგანადაც ძლიერი უნდა იყო და ამტანი. ამ მხრივ, ბექაც შალვას ჰგავს.
– ამბობენ, მთის ხალხი განსაკუთრებულად რომანტიკოსები არიანო. ბატონი შალვაც ასეთია?
– შალვა ფშაველია და მისი შემხედვრე სულ ვამბობ, რომ რომანტიზმი ფშავლების მოგონილია (იცინის). პირად ურთიერთობებში უხეში არ არის, თუმცა, ხანდახან ყურს მჭრის ხოლმე მისი რადიკალიზმი და ვეუბნები: ასე მწარედ არ გინდა-მეთქი (იცინის). ყველაფერს განვიცდი, ყველა მისი სიტყვა და მთლიანად პოლიტიკური ცხოვრება, მისი ყველა დღე, ქმედება, სიტყვა, ლანძღვა, გინება, ქებაც და დიდებაც ჩემს გულზე გადადის, სხვანაირად ვერც იქნება. გამოხატვის ფორმები ზოგჯერ რადიკალური აქვს, მაგრამ ესეც მესმის – როცა ხედავ, ქვეყანაში რაც ხდება, სოციალურად როგორი რთული ფონია, ემოციების მართვა რთულია.
– სოციალურ ქსელში გააზიარეთ, როგორ ემუქება მამაკაცი თქვენს მეუღლეს მაყუჩიანი იარაღით შუბლის გახვრეტით.
– შალვამ ისეთი თემები წამოწია წინ, ასეთი მუქარა არ გამკვირვებია. რთულია, იმის მშვიდად წაკითხვა და გაანალიზება, როცა მას შუბლის გახვრეტით ემუქრებიან. თუმცა, როცა ადამიანი პოლიტიკაშია, შიში მუდმივად არის და არც მე ვარ გამონაკლისი. კიდევ ვამბობ, 28 წლის განმავლობაში ბევრი მუქარა მომისმენია, თუმცა, ამის შეჩვევა შეუძლებელია. ითრგუნები, იწყებ საკუთარ თავთან ბრძოლას, რომ შიშმა არ აგიტანოს და იყო ძლიერი და იმედიანი. მე მეშინია, მაგრამ შალვა შეჩვეულია ამ ყველაფერს, მსგავსი მუქარები არ არის ახალი მისთვის. თავად მიმალავს, არ უნდა, რომ მუქარა და ლანღვა წავიკითხო. მაგრამ რა დაიმალება? უბრალოდ, ვიღაცა რომ ემუქრება შენი ქვეყნის მოქალაქეს, ამაზე რეაგირება სახელმწიფომ ხომ უნდა მოახდინოს?

скачать dle 11.3