კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№37 კაბუ: ვერ გავიგე, რომელი სჯობია, მარტო რომ ხარ თუ „ტვინის ბურღვა“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კაბუ (კახა აბუაშვილი) ხუთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. რეპერი წლების წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და როგორც ამბობს, ყველაფერი მოგვარდა. თუმცა საფრანგეთი ძალიან რთულ პერიოდად ექცა, გამომდინარე იქიდან, რომ კაბუ, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად, ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და რეპერი რამდენიმე თვის წინ სამშობლოში დაბრუნდა.
  კაბუ: ძალიან კარგია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და მიხარია, რომ ისევ ჩემს ხალხთან, მშობლებთან, შვილებთან, ძმაკაცებთან და მსმენელთან ერთად ვარ.  ბევრი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ქუჩაში და ძალიან ბედნიერი ვარ. რომ დავბრუნდი, ორი კვირა ვიკარანტინე, ჯიგრულად დავისვენე და გამოვედი. ღმერთისა და ჩემი ხალხის ძალიან მადლობელი ვარ. მეგონა, რომ ხალხს აღარ ვემახსოვრებოდი. ათი წელი რომ დაიკარგები, რანაირად უნდა ახსოვდე ვინმეს, მაგრამ თურმე, ვახსოვარ და ვუყვარვარ. ძალიან მიხარია ეს ამბავი. ხუთი წელია, წასული ვარ, მაგრამ მანამდეც არ ვიყავი აქტიური.
– დიდი ხანი არ გყავდათ ნანახი შვილები და ალბათ, განსაკუთრებით ელოდით მათთან შეხვედრას.
– რა თქმა უნდა, ძალიან მენატრებოდნენ. ხუთი წელი არ მყავდნენ ნანახი. უფროსი – გიორგი 18 წლისაა, კესუნა – 16-ის. პაწაწუნები იყვნენ, რომ გამაცილეს და უცებ დიდი გოგო და დიდი ბიჭი დამხვდა. ნელ-ნელა ვეწყობით და ვეჩვევით ერთმანეთს. ურთიერთობა გვქონდა ამ წლების განმავლობაში, ვსაუბრობდით, მაგრამ მაინც. თუმცა, ყველაფერი კარგადაა.
– ახლა რა გეგმები გაქვთ?
– ვაპირებდით, მაგრამ ახლა კიდევ პანდემია და რაღაც საშინელებები გვიტევენ და გვაჩერებენ. მე კიდევ ისეთი პროფესია მაქვს, პირდაპირ რომ ეხება მაგ ამბავს. გეგმები გვაქვს და თუ არ ჩაგვკეტეს, რაღაცებს გავაკეთებ. მინდა, ბევრი ვიმღერო და ბევრ სპექტაკლში ვითამაშო. ან თეატრი დაბრუნდეს, ან მე დავბრუნდე (იცინის). ბათუმში კი გავაკეთე ჯიგრული ქამბექი, თბილისშიც გვინდოდა, მაგრამ ვატყობ, რომ ვერ გამოდის, ისევ გვკეტავენ.
– საფრანგეთის პერიოდიც გავიხსენოთ.
– არაფერია გასახსენებელი. ჩავედი, ვიმკურნალე, ჩამოვედი. დამიჭირეს, ერთ წელიწადში გამომიშვეს. გაუგებრობა იყო.
– კარგი მოხდება თუ ცუდი, როცა გიცნობენ, ყველა განიხილავს. ამ ფაქტს მოჰყვა მტკივნეული და არასასიამოვნო კომენტარები?
– ადრე მხვდებოდა ხოლმე გულზე, ახლა – აღარ. გაბოროტებულ ადამიანს რატომ უნდა უსმინო?! ილაპარაკონ. მაგათ უყვართ ლაპარაკი და ხომ არ დავუშლი?! რაც არიან, იმას ლაპარაკობენ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე ვიცი, ვინ ვარ, რას ვაკეთებ და ვინ რას მოიგონებს, არ მაინტერესებს, არ მანაღვლებს. საერთოდ აღარ ვაქცევ ყურადღებას, არც ვკითხულობ. დადგნენ და მოიფხანონ ენა და გული. ვისაც ის სჯერა, რომ მე შემიძლია, წავიდე და ისეთი რამე გავაკეთო, რასაც მაბრალებდნენ, სჯეროდეთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ პატარა ტვინუკებში. ღმერთმა ქნას, აზრზე მოვიდნენ და გაიზარდონ. ვიღაცებს ისიც სჯერათ, აივნიდან რომ გადახტებიან, არ მოკვდებიან და მე სად ვდიო მაგათ. ვისაც ჩემი სჯეროდა, უნდა სჯეროდეთ, იმიტომ, რომ მიცნობენ. ძალიან მიხარია, რომ არიან და ყოველთვის იქნებიან ასეთი ადამიანები.
– არაა სასიამოვნო, მაგრამ ყველაფერი რაღაცას გვასწავლის. კაბუსთვის რისი მასწავლებელი იყო ეს გამოცდილება?
– ცუდი რაღაცები, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, კარგსაც გაძლევს. ვამბობ ხოლმე, რაც უნდა ცუდი პერიოდი დაგვიდგეს, ადამიანმა საშენოდ უნდა გამოიყენო, ამაშიც პლუსები უნდა ეძებო. ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც დადებითი უნდა მოძებნო, სხვანაირად შანსი არ გაქვს. ციხესაც და თავისუფლებასაც თავისი პლუსები უნდა მოუძებნო, რაც შენთვის იქნება სასარგებლო.
– განსაკუთრებით რთული ოჯახისთვის იქნებოდა, შორს იყვნენ, დახმარებაც არ შეეძლოთ.
– დალაგდა, ჩაწყნარდა და ყველაფერი კარგადაა. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ დახმარება უნდოდათ, მეხმარებოდნენ, მეხმიანებოდნენ, აქვე ვიყავი, საფრანგეთში და კონტაქტი გვქონდა. ციხის ამბავს, რა თქმა უნდა, განიცდიდნენ, რად უნდა ამას ლაპარაკი.
– ბევრისთვის ასეთი პერიოდები შეიძლება, მუზის წყარო გახდეს, იყო ეგეთი მომენტები?
– ვისთვის – როგორ, მე თუ ჩაკეტილი და შეზღუდული ვარ, ვერა რა. ციხეში ერთი რაღაც დავწერე, მაგრამ რომ ჩავმჯდარიყავი და მეწერა, ასეთი რამ არ ყოფილა. ამხელა პერიოდში სამი სიმღერა მქონდა ხოლმე გაკეთებული, მაგრამ ახლა სხვა მდგომარეობა იყო. ბევრი იყო სანერვიულო და საერთოდ არ მეცალა არაფრისთვის. ის ერთი ძალიან უცებ, თავისით გამოვიდა. დავწერე, ჩავწერე და მასტერს გამოვუგზავნე. ერთი  ფრანგთან ერთად მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ვთვლი, რომ ამ პერიოდში არაფერი გამიკეთებია. მუშაობას გარემო უნდა და გავაკეთებდი, მაგრამ თავში რეებიც მომდიოდა, ეგ რომ დამეწერა, ვის რაში აინტერესებს. რაღაცებს რომ ლაპარაკობ, სხვაზეც ხომ უნდა იფიქრო?!
– რატომ? ეგეც ხომ ცხოვრებისეული გამოცდილებაა?!
– ჰო, მაგრამ რამდენი ვაგინოთ ცუდებს. იციან, რომ ვაგინებთ. ახლა მინდა, რომ ცოტა სხვანაირად მოვეფერო ადამიანებს. ისეთებიც იქნება, მაგრამ მთლად არა. არ გამოვიდა, რა. ახლა უკვე შექმნილია ისეთი გარემო, სადაც საქმის გაკეთება შეიძლება და გავაკეთებთ კიდეც.
– პირად ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?
– არაფერიც არ ხდება. ჯერჯერობით არ მცალია მაგ ურთიერთობებისთვის. ჯერ არ მობრძანებულან გრძნობები და რომ მობრძანდებიან, მერე შეიტყობთ, დედას გეფიცებით. ახლა – არაფერი სერიოზული.
– ბიჭი გგავთ?
– კი, ყველაფრით – ხასიათით, ნიჭით (იცინის). კაი ბიჭია, ჩემიანია. ძალიან თბილი და პოზიტიური ადამიანია. ძალიან უნდა, რომ მსახიობი გახდეს. მეც ხელს შევუწყობ ყველაფერში. წელს არ აბარებს, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ვერ. მომავალ წელს – აუცილებლად. ძალიან საამაყოა ამხელა ბიჭისა და გოგოს მამობა. ზოგადად, მამობაა ძალიან მაგარი. თურმე, სულ ფრთხილად უნდა იყო, ფრთხილად უნდა უთხრა, შეიძლება, შენი ნათქვამი სხვანაირად გაიგონ. ბევრი ნიუანსია, მაგრამ საბოლოო ჯამში, არ გვაქვს პრობლემა. პირიქით, დიდი სითბო და ბედნიერებაა.
– ამ ასაკში ბევრი ცდუნებაა, ქუჩა თუ სხვა, სახიფათო პერიოდია. როგორი ტიპაჟია?
– არა, რა ქუჩა! სწავლობს ბავშვი, მუსიკითა და სცენითაა დაინტერესებული. რა უნდა ქუჩაში?! თბილი, კეთილი და ნიჭიერი ადამიანია. თუ საჭირო იქნება, არც ქუჩა შეეშლება და თუ შეეშლება, არა უშავს, გამოვუსწორებ. ვცდილობ, ძმაკაცური ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ მამაშვილურ დამოკიდებულებას ვერ ამოაგდებ. გოგოსთანაც და ბიჭთანაც ასე ვარ. გოგო მეუბნება, არანაირი სიყვარული, მამი, არავინ მიყვარსო. მე კიდევ ის ტიპი არ ვარ, დავაშინო და ვერ მეუბნებოდეს. შანსი არაა. მერე კიდევ, რა დროს მაგის სიყვარულია, ჯერ რაღაცები ისწავლოს. მე არ ვიცი და თუ მიმალავს... არა, არ დამიმალავს, შეიძლება, ერიდება და რაღაცებს ვერ ამბობს.
– ეჭვიანი თუ ხართ – ცოტა ეგოისტური მომენტები რომ აქვთ მამებს?
– როგორ გგონიათ, მივუშვებ, მიდი, შვილო, როგორც გინდა-მეთქი? ვერ ვიზამ მაგას (იცინის). ჯერ ეგ ერთი, ისეთ ასაკშია, რომ რაღაცები სხვანაირად ხდება. რომ გახდება დიდი გოგო, მე დავჯდები, ვუყურებ და დავტკბები. ახლა – ვერა, ვერ მივუშვებ, შანსი არაა. თუმცა, არც დამჭირებია, ჯვარი მწერია.
– კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობთ?
– რა ვიცი, მეორე ოჯახის შექმნაზე ნაღდად არ მიფიქრია. ალბათ, კარგია ეგ ამბავი, მარტო რომ არ ხარ, მაგრამ მარტო რომ არ ხარ, მერე უფრო ტვინის ბურღვაა (იცინის). ვერ გავიგე, რომელი სჯობია, მარტო რომ ხარ თუ ტვინის ბურღვა (იცინის). ყველაფერს თავის პლუსები და მინუსები აქვს და ამ ერთად ყოფნას, იმდენი მინუსი აქვს, რომ „მბრიდავს“ (იცინის). არა, ვხუმრობ. ძალიან მაგარია, როცა ადამიანი გყავს გვერდით, რომელსაც უყვარხარ, გიგებს და გიყვარს. ჯერ არა, რა ოჯახი, მერე, თუ ძალიან მოუნდება გულს,  რაღაცას მოვიფიქრებ.

скачать dle 11.3