კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ „გაასაღა“ გია ფერაძემ „არტური“ უჭკვიანეს ძაღლად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  გია ფერაძის ერთ გურულ მეგობარს, რომელიც თავგადაკლული მონადირე იყო, უცხოეთიდან რაღაც სუპერძაღლის ლეკვი გამოუგზავნეს, რომელსაც მეფური გარეგნობა ჰქონდა და პატრონიც შვილივით ზრდიდა. საიდან აღარ მოდიოდნენ ბობოლა, ფულიანი მონადირეები და ამ ლეკვში დიდ ფულს იძლეოდნენ, მაგრამ გურულმა ძაღლი არ გაყიდა. რომ გაიზარდა და იხვებზე სანადიროდ წავიდნენ, რა თქმა უნდა, „არტურიც“ (ძაღლს ასე ერქვა) წაიყვანეს. იხვი რომ ჩამოაგდეს „არტური“ მასთან მიიჭრა და ის იყო, პირი უნდა ეტაცა, რომ დაჭრილმა იხვმა ძაღლს თავად ჩაავლო ნისკარტი ცხვირზე და ისე შეაშინა, რომ „არტური“ უკან გამოიქცა, ამის მერე, როგორც კი ნადირობისას იხვს ჩამოაგდებდნენ, „არტური“ ფრინველთან მიიჭრებოდა, მაგრამ პირს არ აკარებდა, გარშემო შემოურბენდა და შეშინებული უკან გამორბოდა. ერთი სიტყვით, ძაღლი გაფუჭდა. გადაწყვიტეს, გაეყიდათ და მონადირეებს დაუკავშირდნენ. ისინიც მოვიდნენ.  ერთ-ერთმა ყველაზე მეტი გადაიხადა და ძაღლი მიჰყავს. თუმცა უცბად წამოიძახა: მოდი, გავსინჯოთო. წავიდნენ იხვებზე სანადიროდ და ერთ-ერთმა იხვს ესროლა. მოკლედ, სადაცაა უნდა გამჟღავნდეს აფერა, „არტური“ ფრინველისკენ გაქანდა და სანამ გარშემო შემოუვლიდა და გამოიქცეოდა, გია ფერაძემ დაუყვირა. „არტურ“, არ მიეკარო, ეს იხვი ჩვენი მოკლული არააო.
„არტური“ უკან გამოიქცა. ძაღლის „ჭკუით“ აღფრთოვანებულმა მონადირემ კი ის დიდი პატივით წაიყვანა.

скачать dle 11.3