კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№37 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ტუჩზე პომადა არ მაქვს წასმული, რომ რამდენიმე წუთში ქრება. მითხრეს, ტუჩის სკრაბი შეიძინე, ტუჩები იმით დაიმუშავე და ეს შედეგს მოგცემს – ტუჩსაცხი დიდხანს გაგყვებაო. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: იმისთვის, რომ პომადა იდეალურად გამოიყურებოდეს და ტუჩებზე დიდხანს გაძლოს, მის წასმამდე ტუჩებს უნდა მოუაროთ. ამისთვის, არ არის აუცილებელი ტუჩის სკრაბის შეძენა. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციებით: ყავისფერი შაქარი, ზეითუნის ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. ნაზად წაისვით და თითებით მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცით გაიწმინდეთ და გადაისვით ტუჩსაცხი.
კითხვა: ყოველდღიურად ვისვამ „რუმიანას“. ყველა მეუბნება, მის გარეშე უფრო ლამაზად გიჩანს სახის ნაკვთებიო. არადა, ფერმკრთალი ვარ და როგორ წავისვა ის სწორად, რომ სახეზე ლამაზად დაჯდეს?
პასუხი: საფეთქლამდე „გაწელილი“ ღაწვის ჩრდილი, ანუ „რუმიანა“, სახეზე არაჯანსაღ სიწითლეს ქმნის. უმჯობესია, თუ ყვრიმალების ამ ნაწილში ჰაილატერს დაუმატებთ. ჩრდილები უნდა წაისვათ მხოლოდ და მხოლოდ ღაწვების ჩაღრმავებებში და თხლად, ასე სახის ფერს გამოაცოცხლებთ.
კითხვა: ბუნებრივად მუქი ფერის თმა და თაფლისფერი თვალები მაქვს. რომელი ფერის კოსმეტიკური თვალის ჩრდილი გამოვიყენო, რომ სახეზე არ „იყვიროს“ და ლამაზი მაკიაჟი გამომივიდეს?
პასუხი: თუ ბუნებრივად მუქი ფერის თმა გაქვთ, თქვენს კოსმეტიკურ არსენალში აუცილებლად უნდა იყოს ეს 5 ფერი: თაფლისფერი – ეს არც ყავისფერია და არც ნარინჯისფერი, ეს ფერი მათი ოპტიმალური მიქსია. ქლიავისფერი – ამ ფერის ნოტები, ყავისფერ თვალებს უფრო ღრმად წარმოაჩენს. ბრონზა – იდეალური ვარიანტია ყოველდღიური მაკიაჟისთვის, ბუნებრივი ფერის თვალებისთვის ცოტა ბზინვარება საჭიროა. მწვანე მეტალიკი – საუკეთესო კონტრასტი, რომელიც თვალის ფერს უფრო მკაფიოს აჩენს. ოქროსფერი – რაც მეტია ბზინვარება, მით უფრო მეტად ციმციმებს მუქი ყავისფერი თვალები. გამოიყენეთ ეს მეთოდი, საღამოს წვეულებისთვის.


скачать dle 11.3