კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 სოდა, მარილი და იოდი – ლამაზი და ჯანსაღი ფრჩილებისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს შილაკის გელით ფრჩხილების დაფერვა. ეს ერთგვარად უადვილებს ქალბატონებს საქმეს, რადგან ორი კვირის განმავლობაში, ფრჩხილიდან ლაქი არ შორდება. თუმცა, შილაკის გელი და ზოგადად, მანიკური ფრჩხილებს აზიანებს. ლაქის ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ფრჩხილები ყვითლდება, მასზე ჩნდება შავი ზოლი, ხდება მტვრევადი და სუსტდება. თუ გსურთ, რომ ლაქიც გამოიყენოთ, მაგრამ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილებიც შეინარჩუნოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
* საკვები სოდა ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს – ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ეს აბაზანა, ხელის კანსაც უხდება – მას ნაზსა და გლუვს ხდის.
* იოდი –  გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თვეში ერთხელ მაინც დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად კი ღამით იოდის თხელი ფენა გადაისვით. გაიმეორეთ თვეში ორჯერ და ფრჩხილებს სიმაგრესა და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებთ.
* სოდის, იოდისა და მარილის აბაზანა – შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა, 1 სადილის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. ჩაალბეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში. ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება – გათეთრდება, გაქრება არა მარტო სიყვითლე, არამედ ლაქები და შავი ზოლებიც. ამ აბაზანის დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს.
მოვლილი ფრჩხილი, მხოლოდ ფერად-ფერადი ლაქის წასმას არ გულისხმობს. ფრჩხილებს სჭირდება სწორი მოვლა, რაც მათ სილამაზესა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ლაქის ნარჩენები მოიშორეთ ისეთი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრჩხილი გამოშრება. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები, რათა ფრჩხილის გარშემო კანი გაათავისუფლოთ მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან. ფრჩხილის გასასუფთავებლად, არასოდეს იხმაროთ მეტალის იარაღი. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ ნუნები უკან. შემდეგ კი დაიმასაჟეთ ხელის კრემით ან ნუნების ლოსიონით. გახსოვდეთ, რომ ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც აუცილებელია. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით. ლაქის წასმამადე გამოიყენეთ გამჭვირვალე, დამცავი ბაზა, რომელიც იცავს ფრჩხილს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს ხდის. ფრჩხილის ლაქის შეძენისას კი აუცილებლად დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბზინვარებას, იწვევენ დაყოფას და მტვრევას. არ არის სასურველი, ლაქი მუდმივად გესვათ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს, აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.
скачать dle 11.3