კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 დავამარცხოთ გასტრიტი სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გასტრიტის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია ბაქტერია – ჰელიკობაქტერ პილორი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელები, თამბაქო, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირი სტუმრობა, მედიკამენტები, სტრესი, მოგზაურობა და ასე შემდეგ.
  ჟელატინი – ჟელატინი არის პროდუქტი, რომელიც ჩვენი სხეულისთვის აუცილებელ დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. მასში შემავალი ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის აღდგენას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს. როგორც კი წვის შეგრძნებას ან გასტრიტის რომელიმე სიმპტომს იგრძნობთ, ერთი ულუფა ცივი ჟელე შვებას მოგგვრით.
  ბანანი – ეს ხილი უჯრედისის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ბანანი გასტრიტის სამკურნალო ტრადიციულ პროდუქტად ითვლება. მისი რბილობი კუჭზე დადებითად მოქმედებს, არეგულირებს მის ბუნებრივ PH ბალანსს და აღმოფხვრის ჭარბ მჟავიანობას. როგორც ცნობილია, ეს ფაქტორი წყლულების გაჩენისა და ლორწოვანის გაღიზიანების რისკს ზრდის. გირჩევთ, რეგულარულად მიირთვათ დღეში თითო ბანანი. შეგიძლიათ, ეს ხილი საუზმეზე მიიღოთ ან მისგან კოქტეილები მოამზადოთ.
  ბრინჯის წყალი – ბრინჯის წყალი შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ბრინჯის წყლის ნუტრიენტები ბუნებრივი გზით ამშვიდებენ კუჭს, ხელს უწყობენ ქსოვილების რეგენერაციას. მოხარშეთ ბრინჯი წყალში, არაფერი დაუმატოთ და მიიღეთ ნახარში  დღეში 2-3-ჯერ.
ბევრი პროდუქტი კუჭის გაღიზიანებასა და გასტრიტის სიმპტომების გართულებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება მწვავე ფაზაშია. ამ შემთხვევაში შეზღუდეთ რძის პროდუქტების, ასევე, შემწვარი და ცხარე საკვების მოხმარება
  კუჭის პრობლემების მქონე პაციენტებს ბევრი წყლის დალევა სჭირდებათ, რომ მონელების პროცესი არ გაურთულდეთ. სითხის ნაკლებობა PH ბალანსის დარღვევას იწვევს, რის გამო კუჭის წვენი კუჭს აზიანებს. აუცილებლად დალიეთ ყოველდღიურად 6-8 ჭიქა წყალი. თუ სუფთა წყლის გემო არ მოგწონთ, ცოტა ლიმონი დაამატეთ ან მოამზადეთ მცენარეული ნაყენები.
  კუჭის გამაღიზიანებელი საკვები ინდივიდუალურია, ამიტომ დღეს სპეციალისტები თავს არიდებენ საყოველთაო დიეტაზე საუბარს და გვირჩევენ, ვერიდოთ პირადად ჩვენთვის სარისკო საკვებს. უმრავლესობისთვის ასეთია ცხარე სანელებლები, მჟავე სოუსები, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები.
  პროფილაქტიკა – გასტრიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ, ვერიდოთ პომიდორს, ტომატს, ციტრუსს – ეს საკვები ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას. თუ ფიქრობთ, რომ მწვავე გასტრიტი გაქვთ, ჯობს, დროულად მიმართოთ ექიმს.
скачать dle 11.3