კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 ბიბილოვის „პრ.“-ული გასაჭირი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მოუწიათ რიგმა
  მართალია, უკვე გვყავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ახალი სახმინისტრი (საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი და იმედი ვიქონიოთ, რომ სეპარატისტებიც მოიხიბლებიან), მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ ხედავს ის აღიარებულ რეგიონებთან ურთიერთობას, არადა წუთისოფელი სცენარის საჩვენო ვარიანტებს გვიყრის (რომელთა გამოყენება, თუ მათკენ სავალ ია-ვარდით ფენილ გზებს არ გაგვიკვალავს, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის შესაძლებლობას მაინც იძლევა).
მოგეხსენებათ, ცხინვალელ ძალოვნებს დაკითხვაზე საკუთარი მოქალაქე შემოაკვდათ (ცნობისთვის: ის ნახევრად, ანუ დედით ქართველია), რამაც ოკუპირებულ რეგიონში მღელვარება გამოიწვია, რის გამოც „პრ.“-ი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, გადაეყენებინა მთავრობა, თუმცა მოსახლეობა თავად ბიბილოვსაც აუბუნტდა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბიბილოვის მოწინააღმდეგე აქტივისტიც სცემეს დაუდგენელმა პირებმა.
  თავის მხრივ, ბიბილოვიც ისე იქცევა, როგორც ასეთ დროს იქცევიან ხოლმე, ანუ იგეგმება მისი მომხრე პარტიის –  „ერთიანი ოსეთის“ – მიტინგი. ოღონდ საპროტესტოდ განწყობილი ცხინვალელების მოთხოვნები იგივე რჩება: ეგრეთ წოდებული გენპროკურორისა და შს მინისტრის დაუყონებლივი გადაყენება (ისინი დროებით არიან ჩამოცილებულები თანამდებობებს).
  ცხადია, რომ ბიბილოვის ბედი ამჟამად ბეწვზე, ანუ მოსკოვზე კიდია, რომლისთვისაც სულერთია, ერთი გვარი რომელი მეორე გვარით შეიცვლება, პრინციპში, ჩვენთვისაც – იმიტომ რომ თბილისისკენ მობრუნების პირი ჯერ არც ერთს არ ეტყობა. მეორე მხრივ, როდესაც ცხინვალის მოსახლეობა გუნდრუკს უკმევდა საკუთარ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს, ანუ როდესაც მათი ძალისხმევით არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს და არაერთი ქართველი დაასახიჩრეს, რომლებმაც, თურმე, თავად მიიყენეს სხეულის დაზიანებები, უნდა სცოდნოდათ, რომ მათი დახოცვისა და დასახიჩრების დროც მოვიდოდა!


скачать dle 11.3