კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№36 რას ებრძვის მთელი ცხოვრება მაკა ზამბახიძე და რის გაკონტროლებას ცდილობს ის

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მომღერალმა მაკა ზამბახიძემ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერაზე – „მე ახლა მინდა გიყვარდე“, მზესუმზირების მდელოში ულამაზესი ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპის გადაღებები მისი მეუღლის, მიხეილ ჩოხელის სოფელში, ზემო ქედაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ კარანტინის პერიოდში მზესუმზირების დათესვაში თავად წყვილი იღებდა მონაწილეობას. მაკა გვიყვება, რომ მზესუმზირების ყვავილობის პერიოდს მოუთმენლად ელოდა, რათა მსმენელი გაეხარებინა. ახალმა სიმღერამ და კლიპმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
  მაკა ზამბახიძე: კარანტინის დროს ერთ-ერთ გადაცემაში გავაკეთეთ სიუჟეტი, სადაც ჩანდა, რომ მე და მიხეილი მზესუმზირას ვთესავდით. მაშინ მაყურებელს ფოტოსესიას შევპირდი მზესუმზირებიდან. იმდენად მიყვარს მზესუმზირის ყვავილები, ხუმრობითაც ვთქვი, მინდა, დათესვიდან ორ კვირაში ამოსულები დამხვდეს-მეთქი და აგვისტომდე ლოდინი რომ მიჭირდა, ესეც აღვნიშნე. მოკლედ, დადგა ეს ნანატრი ყვავილობის პერიოდი და ზემო ქედაში, მიხეილის სოფელში წავედით გადასაღებად. რაც შეეხება სიმღერას, შარშან, 30 ნოემბერს მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებით საღამოზე, ვახტანგ კახიძის ორკესტრთთან ერთად ვიმღერე. მერე ჩაიწერა აუდიო ვერსიაც. უკვე გაკეთებული იმდენად მომწონდა და კონცერტზე ისე კარგად გაჟღერდა, ვიფიქრე, მასზე კლიპი გადამეღო.  მახსოვს, როცა პირველად  ეს სიმღერა ვიმღერე, ვნერვიულობდი, რადგან მაცაცოს გენიალური შემოქმედებიდან მსმენელისთვის ცოტა უცნობი იყო. საბედნიეროდ, სიმღერის პირველად აჟღერებამ წარმატებით ჩაიარა და უამრავი დადებითი შეფასება მივიღე. მერე, ფოტოსესიის დროს  გადავწყვიტე, თუ ამინდის მხრივ შესაძლებელი იქნებოდა, ვიდეორგოლი გაგვეკეთებინა. გადაღების პროცესი მარტივიც არ იყო – მზესუმზირებში სიარული პრობლემას წარმოადგენდა, გვეშინოდა, ქვეწარმავალი არ გამომძვრალიყო და სულ დაბლა ვიყურებოდით (იცინის). ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ფოტოგრაფს და ვიდეორგოლის ავტორს, რომლებიც მართლა დაუღალავად შრომობდნენ. ეს ყველაფერი მთლიანად დისკომფორტში გადავიღეთ. ვიდეოში არის როგორც მზის ჩასვლა, ასევე ამოსვლაც. მზის ამოსვლა გამთენიისას 6-დან 7 საათამდე გადავიღეთ, რაც სწორედ, მათი დამსახურებაა, ხელიდან არ გაუშვეს ეს ულამაზესი კადრი, არ დაიზარეს და დილით ადრე ადგნენ. მეც ვუჯერებდი (იცინის). კლიპს, ამ ყველაფერთან ერთად, რაღაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან მზის ამოსვლისას საქართველოში, თურმე, პირველი სხივი ამ სოფელში, ზემო ქედაში ეცემა.
– კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ელოდებოდი?
– სხვათა შორის, არა. მეტი წილი აღნიშნავს: „რა ლამაზი სიმღერაა“,  „ვაიმე, რა ლამაზი მდელოა“, „სიმღერაც და ვიდეოც რა ლამაზია“... ეს ძალიან
სასიამოვნოა. ჩვენ, სწორედ, ამისთვის ვმუშაობთ, რომ მერე შრომა დაგვიფასონ. ბევრი გაზიარება მოჰყვა კლიპს, ნახვა – მეტ-ნაკლებად, ეს იმიტომ, რომ ახალი იუთუბ-გვერდი მაქვს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცოტა გამომწერი მყავს, კლიპს ბევრი ნახვა აქვს. საბოლოო ჯამში, მთავარია ის, რომ  მსმენელს მოეწონა და მეც გულწრფელად კმაყოფილი ვარ.
– როგორ ჩაიარა ზაფხულის დღეებმა?
– მთელი აგვისტო, ჩემს ჯგუფთან – „ნონ სტოპთან“, ერთად ბათუმში ვიყავი, ბევრი კონცერტი გვქონდა. აგვისტოს სეზონიც კონცერტით დავამთავრეთ. ალბათ, სექტემბერში ისევ ჩავალთ ბათუმში. ეს სეზონი
უქმად არ გამიტარებია, დავისვენე კიდეც. კმაყოფილი ვარ, ამ კარანტინის და შეზღუდვების ფონზე, უსაქმოდ რომ არ მომიწია ყოფნა. რაც შეეხება ახალ გეგმებს, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ახალ სიმღერაზე ვმუშაობ. კლიპზეც ვფიქრობ, მაგრამ მთავარია, ჯერ ჩაიწეროს სიმღერა. საინტერესო თემატიკისაა და ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
– როგორც ჩანს, მიხეილი აქტიურად იყო კლიპის გადაღების პროცესში ჩართული.
– კი, მიხეილი ყველაფერში იყო ჩართული, რადგან გადაღებები მის სოფელში მიმდინარეობდა. გადაღების დროს ხელში შუქის ამრეკლი ეჭირა, ხან – მზესუმზირები და გზას გვიკვალავდა, მოკლედ, ყველანაირად გვეხმარებოდა. ისეთი სასაცილო იყო ხოლმე... მილიონი დუბლი გადავიღეთ მისი სულელობების გამო (იცინის). მერე სპონტანურად გადავიღეთ პატარა ვიდეო, რომელიც არ გვქონია გათვლილი. შესვენების დროს უცებ გვითხრეს: მოდი, გაიარეთ, გადაგიღებთ, დრო არ დავკარგოთო და ამ რაღაც ერთწუთიან ჩანაწერს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ავტვირთე თუ არა, ტელეფონი არ გაჩერებულა. „ინსტაგრამზე“ ჩემს კლიპს არ აქვს იმდენი ნახვა, რამდენიც ჩვენს საერთო ვიდეოს (იცინის).
– ვიდეოგადაღებაზე როგორ დაითანხმე?
– საერთოდ არ უყვარს ვიდეოში ჩართულობა, მაგრამ ეს იმდენად ორგანული იყო დიდად არც შეგვწინააღმდეგებია. იმდენად არ უყვარს ინტერვიუები,
ტელევიზიები, გადაღებები და ასე შემდეგ,  რომ მგონი, ჩვენი უკანასკნელი ვიდეორგოლი იქნება (იცინის).
– კარანტინის პერიოდი ქალაქგარეთ იყავი და შედარებით მარტივად გადააგორე? თავად რამდენად იყავი ჩართული მზესუმზირების დათესვის პროცესში?
– ჩვენ სოფელში ვიყავით და ძალიან კარგი საქმეც გავაკეთეთ - საფუძველი ჩავუყარეთ სამეურნეო გეგმებს, დავთესეთ მზესუმზირები, საშემოდგომოდ ხორბლის აღება  გვიწევს, შემდეგ კი – რთველი. მთავარია ჯანმრთელობა და მშვიდობა იყოს. მე არ ვთესავ და არ ვბარავ, მაგრამ ყველაფერს შეთანხმებით, ოჯახურად განვიხილავთ. მომწონს ამ ამბებში ჩართულობა. მსიამოვნებს, როცა ადამიანები სამეურნეო საქმეებში იღებენ მონაწილეობას.
– ყოველთვის ლამაზად გამოიყურები, როგორ ახერხებ?
– შინაგანი მდგომარეობა და ხასიათი არის ყველაზე მთავარი. თუ ხარ ლაღი, პოზიტიური და გიყვარს ის, რაც შენ ირგვლივ ტრიალებს, ალბათ, ეს განაპირობებს შენს გარეგნულ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც. ამ მხრივ, ჩემი გენეტიკაც მიწყობს ხელს, მამიდაჩემი, ლალი ზამბახიძე, რომელიც მხატვარი და ხელოვანი გახლავთ, ყოველთვის საოცრად გამოიყურება. ასაკს არ დავასახელებ, მაგრამ, რომ შეხედოთ, მის რეალურ წლოვანებას ვერავინ მიხვდება, საერთოდ არ ეტყობა წლების მატება. თავს ვუვლი, ვცდილობ, წონა გავაკონტროლო და ისე არ გავუშვა, მერე სანანებლად გამიხდეს, თუმცა მაინც მთელი ცხოვრება 4-5 კილოგრამს ვებრძვი ხოლმე. პერიოდულად ვვარჯიშობ და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს ჩაცმა და სულ ვცდილობ, ჩემში სიახლე შევიტანო. 2-3 ჯერ არ ვიცვამ იმას, რაშიც მაყურებელმა უკვე მნახა. ამით, თითქოს, მრავალფეროვანს ვხდი ჩემს პატარა კარიერას.
P.S. გამოყენებულია მარიამ მამულაშვილის ფოტოები.



скачать dle 11.3