კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№36 როგორ უნდა გაატაროთ დაბადების დღის შემდგომი 12 დღე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  დაბადების დღე - ყველაზე მნიშვნელოვანი და უმეტესობისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაული ცხოვრებაში - მილოცვებითა და საჩუქრებით სავსე. რა შეიძლება გააკეთო ამ დღეს და რა - არა, რომ მთელი წელი წარმატებული და სასარგებლო იყოს, ამას შეიტყობთ დღევანდელი რუბრიკიდან - გაიგებთ, რომ აუცილებელია არა მხოლოდ პირადი დღესასწაულის სწორად აღნიშვნა, არამედ მისი მომდევნო 12 დღის შესაბამისი წესების დაცვით გატარება. დაბადების დღის მინიშნებებს შეუძლია, გიკარნახოთ რა მოხდება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, თუ გსურთ, საკუთარი იუბილე დადგენილი ტრადიციების გათვალისწინებით ჩაატაროთ, ყურადღებით გაეცანით ამ ინტერვიუს, რომელიც ეზოთერიკოს, ბატონ იოსებთან გ-სთან ჩავწერეთ.
– არსებობს უამრავი მინიშნება, რა უნდა გააკეთო დაბადების დღეს, რომ შემდეგი 12 თვე იღბლიანი იყოს, გქონდეს შემოსავალი და სახლშიც ჰარმონია სუფევდეს, უსიამოვნება და უბედურება კი თავიდან აიცილო. მაშ ასე, სტუმრების რაოდენობა წყვილი უნდა იყოს, მაგრამ თუ წვეულების გამართვის საშუალება არ გაქვთ, მარტოც კი უნდა აღნიშნოთ საკუთარი იუბილე. სახლში რომ კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა იყოს, არ შეიძლება ამ დღეს სესხება-გასესხება და მოწყალების გაცემაც კი. ტანსაცმელიც საგანგებოდ უნდა შეარჩიოთ, მაგრამ თუ დაგესვარათ ან გაგეხათ, გამოიცვალეთ, ოღონდ აუცილებლად დააყოლეთ: „უკეთესის სანაცვლოდ“. კატეგორიულად აკრძალულია დაბადების დღის წინასწარ აღნიშვნა, რასაც შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს, თვით ლეტალურ გამოსავლამდეც კი. ჭურჭელი თუ გატყდა, შეაგროვეთ ნამტვრევები და სახლიდან მეორე დღეს გაიტანეთ. ალაგება-დასუფთავებასაც წვეულების შემდეგ ან მეორე დღეს შეუდექით. გამონაკლია მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვა და ისიც ყველა სტუმრის წასვლის შემდეგ. თუ დაბადების დღის წინ ავად გახდით – ცუდის ნიშანია, მთელი წელი გაგყვებათ ჯანმრთელობის პრობლემები.
– საჩუქრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებ საიუბილეო საჩუქარს, ანდა რის ჩუქება შეიძლება ან არ შეიძლება. უპირველესად, საჩუქრი ხელიდან ხელში უნდა გამოართვათ სტუმარს; ნაჩუქარ ნივთს ნუ გააჩუქებთ, თორემ კეთილდღეობა და ბედნიერებაც თან გაჰყვება; ზოგიერთი საჩუქარი, მაგალითად: დანა, ჭურჭელი, ყვავილის ქოთანი, საფულე და ჩანთა, თუ რამდენიმე მონეტით არ „გამოისყიდეთ“, გაღარიბება და მტრობა გემუქრებათ. კატეგორიულად აკრძალულია დაბადების დღის საჩუქრად: ჰალსტუხი, მარგალიტი, ცხვირსახოცი, სავარცხელი, სარკე, სუვენირი ან სურათი ფრინველის გამოსახულებით, თაიგულში კი ყვავილთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს, თუ ლუწი აღმოჩნდა - ერთი ღერი ამოაცალეთ და გადააგდეთ.
– მილოცვებსა და საიუბილეო ტორტს რა ტრადიციები უკავშირდება?
– სადღეგრძელოებში გამოთქმული საუკეთესო სურვილები, მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუხტება დადებითი ენერგიით, თუ გულწრფელადაა ნათქვამი. საყოველთაოდ ცნობილი საიუბილეო ტორტი კი, მინიშნების მიხედვით, რაც უფრო დიდია, მით მეტი შემოსავალი და წარმატება გელოდებათ მთელი წელი. ტორტზე სანთლების ჩაქრობისას მოიკრიბეთ ძალა, ჩაიფიქრეთ სურვილი და ერთი შებერვით ჩააქრეთ ყველა სანთელი, თორემ სურვილი არ შეგისრულდებათ. თუმცა თუ მეგობრებს სთხოვთ დარჩენილი სანთლების ჩაქრობას, სურვილი მაინც ახდება. თუმცა არის კონკრეტული ასაკი, როცა საიუბილეო ტორტზე სანთლების ანთება არ შეიძლება: 9, 13, 18, 21, 51, 99 და 100 წლის შესრულებისას. გადმოცემების მიხედვით, საერთოდ არ შეიძლება დაბადების დღის აღნიშვნა 9 და 40 წლის შესრულებისას, რადგან ეს თარიღები დაკრძალვის რიტუალებთან  ასოცირდება.
– მაგრამ, ამბობენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია იუბილეს შემდგომი 12 დღე...
– იუბილარს შეუძლია თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს: წარმატება, იღბალი, სიმდიდრე და ბედნიერება მიიზიდოს, თუ სწორად გაატარებს საიუბილეო თარიღის შემდგომ 12 დღეს - სიმბოლოდ 12 თვისა, მომდევნო დაბადების დღემდე. მათგან ყოველი დღე ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს განაგებს. პირველი დღე პირადად თქვენია და მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ: ეს იქნება თვითანალიზი, წარსულ ქმედებათა შეჯამება, დაშვებულ შეცდომებში გარკვევა თუ მომავლის დაგეგმვა. მეორე დღე მატერიალური კეთილდღეობისაა: მთელი წლის ფინანსური წარმატება სწორედ ამ დღეს დაგეგმილ ბიუჯეტზე, დამატებითი შემოსავლების მოძიებასა და აუცილებელი ხარჯების სიის შედგენაზეა დამოკიდებული. მესამე დღე საქმიან და მეგობრულ კავშირებს დაუთმეთ, შეაფასეთ თქვენი გარემოცვა და დაემშვიდობეთ მათ, ვინც შემდგომ განვითარებაში გიშლით ხელს, დაიწყეთ ახალი პროექტი, გახსენით საკუთარი საქმე ან შეუდექით რაიმეს შესწავლას. მეოთხე დღე - ოჯახსა და სახლს ეკუთვნის: გაატარეთ ის ნათესავებთან, გადით სასაფლაოზე და პატივი მიაგეთ გარდაცვლილ ახლობელთა სულებს. ეს პერიოდი სარგებლიანია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებისა და მაგიური რიტუალებისთვის. მეხუთე დღე - გართობასა და დასვენებას მიუძღვენით: სასიამოვნო კომპანიაში გაატარეთ და ნუ იფიქრებთ სამუშაოსა და ოჯახურ პრობლემებზე. მეექვსე დღე ჯანმრთელობას დაუთმეთ: შეგიძლიათ დაიწყოთ დიეტა, დაკავდეთ სპორტით. ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებს ცხოველებთან ურთიერთობა - ეწვიეთ ზოოპარკს. მეშვიდე დღე ქორწინებასა და ურთიერთობებს ეხება: არ ეჩხუბოთ შეყვარებულს, სახლში ჰარმონია და სიმშვიდე უნდა სუფევდეს, თუ სასამართლო პროცესი გაქვთ, გადადეთ, თორემ არასასურველი შედეგი მთელ წელს ჩაგაშხამებთ. მერვე დღე მაგიასა და სამყაროს საიდუმლოებებს უკავშირდება: ამ დროს შეგიძლიათ ჩაატაროთ სხვადასხვა რიტუალი, დაკავდეთ მედიტაციით, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს - აუცილებლად ახდება, სიმშვიდეს მოიპოვებთ მარტოობაში. მეცხრე დღე სულიერ და მორალურ განვითარებას დაუთმეთ: შეისწავლეთ რაიმე ახალი და მხოლოდ პოზიტივზე იფიქრეთ, ნეგატიურ ასპექტებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მეათე დღე წარმატებისაა, ამიტომ მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, დადებითად რომ იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, ჯანმრთელობაზე... მოაგვარეთ კონფლიქტები და დაალაგეთ ურთიერთობები. მეთერთმეტე დღე ეძღვნება ახალ, სასარგებლო გატაცებას, კარგად ჩაივლის ყველანაირი ცვლილება: საცხოვრებლის შეცვლა, ქორწინება, ბიზნესის წამოწყება, იმიჯის შეცვლა, სასწავლებელში ჩარიცხვა. ამ დღეს უნდა დაემშვიდობოთ ყოველგვარ უარყოფითს: მავნე ჩვევებს, არაკეთილისმსურველებს, საქმეს, რომელიც არ გიყვართ, ძველ ნივთებს... და ბოლოს, მეთორმეტე დღე - პასუხისმგებელია შეზღუდვებსა და მტრებზე: ამიტომ პოზიტიური განწყობით უნდა გაატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რაც არ გსიამოვნებთ. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ამ დღეს გაერკვევით დაგროვილ პრობლემებსა და ანგარიშებში, მოახერხებთ მტერთან შერიგებას.

скачать dle 11.3