კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: მაქვს კომბინირებულად ცხიმიანი სახის კანი. როგორ მოვუარო მას ზაფხულში და რა გამოვიყენო?
პასუხი: გამოიყენეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლიმონს. ის ხელს შეუშლის ჭარბი ცხიმის წარმოქმნას და იმავდროულად, კანს უფრო სუფთა ელფერიც ექნება. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. ამით თავიდან აიცილებთ მზით გამოწვეულ დაზიანებებს და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას. იმავდროულად, ის ხელს შეუშლის კანზე ჭარბცხიმიანობას. ზაფხულში განსაკუთრებით სწრაფად კვდება უჯრედები ცხიმიან კანზე და იმისთვის, რომ კანი არ გაგიღიზიანდეთ, გამონაყარი და სიწითლე არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია, სახე კვირაში ერთხელ სკრაბით დაიბანოთ. შედეგად მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს და კანს უფრო ჯანსაღი იერი ექნება.
კითხვა: მაქვს წვრილი თვალები. ზოგადად, მაკიაჟის გაკეთებისა და თვალის ქვედა ქუთუთოს შეღებვის დროს, ვხვდები, თვალი ფორმას კარგავს და უსიცოცხლო იერს იღებს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თვალის მაკიაჟის დროს ძირითადი აკრძალვა ქვედა ქუთუთოს შეღებვას ეხება.  ეს აპატარავებს თვალებს, მათ დაღლილ და უსიცოცხლო იერს აძლევს. ზედმეტი წლები რომ არ დაიმატოთ, უნდა ეცადოთ, მზერა უფრო გახსნილი გახდეს. მაგრამ, თუ შეუღებავი ქვედა ქუთუთოთი არაკომფორტულად გრძნობთ თავს, უკეთესია, გამოიყენოთ ჩრდილები და კარგად დაიტუშოთ.
კითხვა: ზაფხულში ძალიან მიყვარს და ხშირად მივირთმევ შემწვარ კვერცხსა და პომიდორს. ვამჩნევ, რომ ადვილად ვიკლებ, თან, ყოველგვარი ძალისხმების გარეშე და ეს ამ პროდუქტების დამსახურებაა?
პასუხი: მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით მიირთმევთ კვერცხს, ის მაინც მდიდარი იქნება საკვები ქოლინით, რაც ცხიმის წვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კვერცხი პროტეინებითაა მდიდარი და საუზმედ მისი მირთმევა დღის განმავლობაში ცხიმის დაწვისკენ იქნება მომართული. პომიდორი კი, ანტიოქსიდანტ ბეტა კაროტინითაა მდიდარი. ეს ხელს უწყობს, ცხიმის მარაგის შემცირებას, განსაკუთრებით, წელის არეში.


скачать dle 11.3