კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 კოსმეტიკა, სახის გამწმენდი საშუალებები და ნიღბები რუჯის მტერია

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მართალია, ზაფხულის სეზონი იწურება, თუმცა, გოგონები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ რაც შეიძლება, მუქი ფერის რუჯი მიიღონ, კვლავ განაგრძობენ მზეზე დიდხანს ყოფნას. არადა, გარუჯვასაც ცოდნა სჭირდება, რადგან შესაძლოა, მზემ თქვენს სხეულს ზიანი მიაყენოს. იმისთვის, რომ კანმა შოკოლადის ფერი მიიღოს და ამავე დროს, არ დაიწვათ და თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
* რუჯის მიღება არ არის მიზანშეწონილი, თუ თქვენ გაქვთ  ძალიან ღია ფერის კანი და თმა. ასევე, თუ ტანზე გაქვთ თანდაყოლილი პიგმენტური ლაქები, მსხვილი, ან დიდი რაოდენობით ხალი. ამ დროს, დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას დიდი პრობლემები შეუქმნას. ამასთან, ულტრაიისფერი სხივები კანის სწრაფ დაბერებასა და კანის კიბოს წარმოქმნასაც კი უწყობს ხელს.
* თუ გსურთ, რუჯი იყოს თანაბარი და დიდხანს შეუნარჩუნდეს სასურველი ფერი, რუჯის მიღებამდე სკრაბით კანის პილინგი უნდა გაიკეთოთ. პირველ ეტაპზე, პროცედურებს შორის არ უნდა იყოს დიდი შუალედები;
* რუჯს ბევრი დადებითი მხარე აქვს. ის ეფექტურად აქრობს გამონაყარს. ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინისა და სიხარულის ჰორმონის, სეროტონინის გამომუშავებას;
* მზე ყველაზე აქტიური და მცხუნვარე დილის 10 საათიდან შუადღის ოთხ საათამდეა. პირველ დღეებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ – თავდაპირველად ეცადეთ, მოერიდოთ შუადღის მზეს. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დაუცველი ადგილებია ცხვირი, მკერდი და მხრები. მზეზე ყოფნის დროს, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, წაისვით მზისგან დამცავი საცხი. მზეზე ყოფნის დრო კი თანდათან გაზარდეთ;
* ულტრაიისფერი სხივები წყალში 1,5 მეტრამდე აღწევს, ამიტომ წყალში ჩასვლამდე აუცილებლად წაისვით რუჯის საცხი. წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი კარგად შეიმშრალეთ კანი, ისე, რომ სხეულზე წყლის წვეთები არ დარჩეს, რადგან მათ ლინზის ეფექტი აქვთ და მზის სხივების მავნე ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებენ.
* მზე კანს ძალიან აშრობს, ამიტომ სანაპიროზე ყოფნისას მიიღეთ ბევრი სითხე – ყოველთვის იქონიეთ სასმელი წყალი;
* სანაპიროდან დაბრუნებისთანავე ნუ იჩქარებთ აბაზანაში შესვლას და შხაპის მიღებას. სანაპიროს დატოვების შემდეგ, მზის სხივები თქვენს კანზე მუშაობას, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში აგრძელებენ;
* თუ გინდათ, სასურველი რუჯი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოთ, თავი აარიდეთ სკრაბებისა და უხეში ღრუბელის გამოყენებას.  ასევე, რუჯის მტერია კოსმეტიკა, სახის გამწმენდი საშუალებები და ნიღბები. ამიტომ მსგავსი საშუალებების მოხმარებისგან დროებით თავი შეიკავეთ;
* რუჯის მიღების შემდეგ, მის შესანარჩუნებლად საჭიროა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, 10-20 წუთით მაინც მზეზე გაირუჯოთ, სანამ ამის საშუალებას ამინდები გაძლევთ.
скачать dle 11.3