კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2008 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს 18 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელ ნიშანთან ექნება ბედნიერი ქორწინება?
პასუხი: მისი კარმული მისიაა: იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, ჰქონდეს უშიშარი სული. გამოავლინოს სიკეთე. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი, სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი მისაღებია: სასწორის, მშვილდოსნის, ტყუპების, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 12 მაისს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის მეტად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომელს მოვერიდო?
 პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ხოლო, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.
скачать dle 11.3