კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რომელ პერიოდში იმატებს ფინანსური იღბალი

  სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ ან ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, ჯობია, გაარკვიოთ, რომელ პერიოდში შეგიძლიათ, იღბლიანად ფსონის დადება და ამით მოგების გაორმაგება.
  ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის – ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის, წარმატებების მისაღწევად კარგია შემდეგი პერიოდები: ვერძებისთვის მოგების საუკეთესო თვეებია აპრილი და ივნისი. ლომებისთვის – სექტემბერი და დეკემბერი. მშვილდოსნებისთვის კი ძალიან კარგი დროა აპრილი. წაგების შესაძლებლობის პერიოდია: ვერძებისთვის – ოქტომბერი, ლომებისთვის – აგვისტო და მშვილდოსნებისთვის – ივლისი და დეკემბერი. რაც შეეხება საქმიან პარტნიორებს, ვერძებისთვის საუკეთესო პარტნიორია მშვილდოსანი, ლომებისთვის – ვერძი, ხოლო მშვილდოსნებისთვის – ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.
  მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის – კუროებისთვის საქმის დასაწყებად და ფინანსების დასაბანდებლად, კარგი პერიოდია მაისი და აგვისტო. ქალწულებისთვის – ოქტომბერი, ხოლო თხის რქებისთვის – აპრილი. რაც შეეხება წაგებას, კუროს წაგების მაღალი ალბათობა აქვს აპრილსა და დეკემბერში, ქალწულს სექტემბერსა და მაისში, ხოლო თხის რქებს – დეკემბერსა და აგვისტოში. მათთვის კარგი პარტნიორები არიან: კუროსთვის – მშვილდოსანი, ქალწულისთვის – ტყუპები, თხის რქებისთვის კი – ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.
  ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულები არიან ტყუპები, მერწყული და სასწორი. წარმატებების შესაძლებლობები ტყუპებს აქვთ ივლისსა და ნოემბერში, სასწორს – ნოემბერში, ხოლო მერწყულს – ივნისში. რაც შეეხება წაგების ალბათობას, ასეთი პერიოდი ტყუპებისთვის არის ივნისი, სასწორებისთვის – ოქტომბერი და მაისი, ხოლო მერწყულებისთვის – სექტემბერი. საუკეთესო საქმიან პარტნიორებად მოიაზრებიან: ტყუპებისთვის – თხის რქა, სასწორებისთვის – კურო, ხოლო მერწყულებისთვის – ქალწული.
წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულები არიან მორიელი, კირჩხიბი და თევზები.  მოგების შესაძლებლობები კირჩხიბს აქვს აგვისტოსა და ნოემბერში, მორიელს – დეკემბერში, ხოლო თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს – სექტემბერში. მათთვის, საქმიანი კუთხით, საუკეთესო პარტნიორები არიან: კირჩხიბებისთვის – მერწყული, მორიელებისთვის – ტყუპები, თევზებისთვის კი – სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი.
ზოგადად, ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, ლამაზადაც ინახავს საფულეში და ხშირადაც ითვლის. ფულს აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა მხოლოდ, როგორც მასზე იტყვიან ხოლმე, „ხელის ჭუჭყი“, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება.
  ასევე, ხდება ფულის ენერგიის დასუსტება. მაგალითად, თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე ან ტრაბახობთ, რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ.
  ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ თანხაზე, რომ ის შავი დღისთვის გაქვთ გადანახული, არც სხვას დაათვლევინოთ. თუ თქვენს ფინანსებს სხვას ანდობთ და მას დაათვლევინებთ, ჩათვალეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს. ფული არ ისესხოთ უცნობი ადამიანისგან, ჯობს, ის ახლობელს გამოართვათ. ამით მისი ენერგეტიკა ოჯახში იტრიალებს და მის დაბრუნებას მალევე შეძლებთ. გარდა ამისა ის შენარჩუნდება თქვენს საგვარეულოში და მის გასტუმრებასაც მალე შეძლებთ, მაგრამ, თუ ფულს უცნობისგან ისესხებთ, ამით სახლში მისი საგვარეულოს ენერგეტიკა შემოგაქვთ. არ არის გამორიცხული, ამ ფულმა პრობლემები შეგიქმნათ როგორც თქვენ, ასევე თავად გამსესხებელს, ამ თანხის დაბრუნების დროს კი მას გაჰყვეს თქვენი ოჯახის საგვარეულო ენერგია, რაც მომავალში უფულობას გამოიწვევს. ფულის სესხება კარგია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი სავსე მთვარის შემდეგ ჯობია. და კიდევ, ფული აუცილებლად მზის ჩასვლამდე უნდა ისესხოთ.
скачать dle 11.3