კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№36 რას გულისხმობდა ჰიტლერი, როდესაც წერდა – სტალინმა გამაცურაო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინს განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო ჰქონდა და თუ საქმე მოითხოვდა, შეეძლო, მტრები მოყვრად ექცია და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. თუმცა, არასდროს ავიწყდებოდა, რომ მტერი მაინც მტერი იყო... ისტორიულ მეცნიერებათა დოტორი პავლე ვარნიკოვი წერს: „საბჭოთა კავშირის დროს მიღებული არ იყო ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს წერა, მაგრამ ფაქტია, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა ფაშისტური გერმანიისგან ბევრი რამ ისწავლა, მიიღო და ეს ყველაფერი შემდგომში, სწორედ, მათ წინააღმდეგ გამოიყენა დიდ სამამულო ომში, როდესაც ჰიტლერი უსასტიკესად დამარცხდა“. ისტორიკოსი როი მედვედევი ამბობს: „მას მერე, რაც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სტალინს უნდობლობა გამოუცხადეს და ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნაზე უარი უთხრეს, მეტიც, ჰიტლერს ნახევარი ევროპა „გაუფორმეს“, სტალინმა სხვა ტაქტიკით მოქმედება არჩია და ჰიტლერთან დაახლოების პოლიტიკა დაიწყო, რათა დრო მოეგო, ომისთვის მომზადებულიყო და ამაში ფაშისტებიც ჩაება.  ამ ამოცანას საბჭოთა ბელადმა დიდი წარმატებით გაართვა თავი და მართალია, მე ანტისტალინისტი ვარ, მაგრამ ღიად ვამბობ, რომ მან გენიალური კომბინაცია ჩაატარა და ბრავო მას!..“
ანტისტალინისტი როი მედვედევი აბსოლუტურად მართალია, როდესაც სტალინს ამ ნაბიჯების გამო აქებს და მართლაც, რომ არა სტალინის ჰიტლერთან დაახლოების პოლიტიკა, დიდი შანსი იყო, რომ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს დაეკავებინათ ის ადგილი, რომელიც დროებით დაიკავა საბჭოთა კავშირმა, დაუმეგობრდა რა ფაშისტებს და ამით საშუალება არ მისცა მათ, რომ გაერთიანებულიყვნენ... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1937  წლის 30 სექტემბერს, ანუ „მიუნხენის შეთქმულების“ შემდეგ,  სტალინმა დამიბარა და მითხრა, რომ თუკი სასწრაფო და საგანგებო ზომებს არ მივიღებდით, მაშინ შესაძლო იყო, ბრიტანელები და ფრანგები ჰიტლერთან გაერთიანებულიყვნენ და ერთობლივი ძალებით დაეწყოთ ომი ჩვენ წინააღმდეგ. ხოლო ეს ომი რომ გარდაუვალი იყო, ამაზე არავინ დავობდა. სტალინის გეგმის მიხედვით, ჩვენ ჰიტლერთან დიპლომატიური გზები უნდა მოგვენახა და დავახლოვებოდით. ეს მომენტი ბრიტანელებსა და ფრანგებში ეჭვებს გამოიწვევდა და მათ ჰიტლერთან ურთიერთობა გაუფუჭდებოდათ. სწორედ, ამ „ბანქოთი ვითამაშეთ“ და გაგვიმართლა. სტალინი აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა და მათ ურთიერთობებში ბზარის შეტანა მოვახერხეთ, შემდგომ კი მათ შორის განხეთქილება მოხდა...“
  მოლოტოვის სიტყვებიდან აშკარად ჩანს სტალინის დიპლომატიურ-პოლიტიკური გენიალობა. მას მერე, რაც სტალინმა ჰიტლერსა და ანგლო-ფრანგებს შორის ბზარი გააჩინა, ბერლინში მოლოტოვი „აფრინა“ და ჰიტლერთან შეხვედრაც „გააჩარხინა“. ეს შეხვედრა სულ მალე საიდუმლოდ შედგა ლვოვში და საბჭოთა ბელადმა ფაშისტური გერმანიის ფიურერი ისე მოთაფლა, რომ მას სტრატეგიული გეგმები შეაცვლევინა. იმის მაგივრად, რომ ჰიტლერს გამზადებული დივიზიები საბჭოეთში გამოეშვა, რაც მას კოლოსალურ სამხედრო-სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა, „ბარბაროსა“ გააჩერა და საბჭოეთში ლაშქრობის ნაცვლად პოლონეთს შეუტია, რამაც მეორე მსოფლიო ომს ჩაუყარა საფუძველი...
  გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „გენიალურმა სტალინმა სამხედროებთან (ტიმოშენკო, ჟუკოვი) და უშიშროებასთან (ბერია) ერთად შეიმუშავა გენიალური სტრატეგიული დიპლომატიური გეგმა, თუ როგორ უნდა გაეწელათ ჰიტლერთან ომის დრო. ამ გეგმის მიხედვით, საბჭოთა დაზვერვა ფაშისტურ დაზვერვას დეზინფორმაციებს აწვდიდა, რომლებშიც გადაჭარბებულად იყო შეფასებული წითელი არმიის ძალა. ჰიტლერს ამანაც გადააფიქრებინა შეტევა და კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა. წითელ არმიას კი საშუალება მიეცა, რომ მომზადებულიყო. ამასთანავე, სტალინის მითითებით ხელი მოეწერა გერმანიასთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ შეთანხმებებს, რომელთა მიხედვითაც, საბჭოეთი გერმანიას სხვადასხვა ნედლეულით მოამარაგებდა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობა გაჩაღდებოდა. გარდა ამისა, ფაშისტები და წითელარმიელები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ ორივე ქვეყანაში. სტალინმა იმდენი მოახერხა, რომ საუკეთესო ფაშისტი ინჟინერ-კონსტრუქტორები საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ და სხვადასხვა იარაღს ქმნიდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, საბჭოთა დაზვერვა ფარულად აკონტროლებდა. ნიშანდობლივია, რომ სულ მალე ეს გერმანული ტექნოლოგიები სტალინმა ფაშისტებთან ომში გამოიყენა. ჰიტლერი ამიტომაც წერდა თავის დღიურებში – სტალინმა გამაცურაო...“
  საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტალინმა ფაშისტური პროპაგანდისტული მანქანიდან ბევრი სასარგებლო გადმოიღო, რაც მოგვიანებით, მათივე წინააღმდეგ  გამოიყენა. მარტო ის რად ღირს, რომ 1939 წელს ბერლინიდან მოსკოვში ორი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გერმანული ფერადი სტამბა ჩამოიტანეს. ნიშანდობლივია, რომ შემდგომ, სწორედ, ამ სტამბაში ბეჭდავდნენ ანტიფაშისტურ, ანტიჰიტლერულ პლაკატებსა და წიგნებს. ამ სტამბებმა „პერესტროიკამდე“ იმუშავეს და მხოლოდ ამის მერე შეცვალეს... 1939 წლის ნოემბერში მოსკოვში არაოფიციალურად, ფაქტობრივად, საიდუმლოდ, ჩავიდა ჰიტლერული გერმანიის პროპაგანდის მინისტრი, დოქტორი იოზეფ გებელსი. მან სტალინს ჰიტლერის პირადი წერილი ჩაუტანა, რომელშიც ფიურერი სტალინს „სიყვარულს ეფიცებოდა“. მსგავსი ხასიათის წერილი გაატანა სტალინმაც გებელსს... ეს, რა თქმა უნდა, ორი ბელადის პოლიტიკური ბლეფი და დიპლომატიური ფანდი იყო. თუმცა ჰიტლერმა ამით დრო წააგო, სტრატეგიული ინიციატივა ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ დამარცხდა. სტალინმა კი უპირობოდ გაიმარჯვა.
  1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე სტალინმა პრეზიდენტ ტრუმენსა და ჯერ კიდევ პრემიერ ჩერჩილს უთხრა – ჰიტლერთან დროებითი დაახლოების გამო ექვსი წლის წინ მიწასთან მასწორებდით, მაგრამ მე რომ ეს არ მექნა, ახლა ერთად არ ვისხდებოდით, ჰიტლერი ნახევარ მსოფლიოს დაიპყრობდაო. ანგლო-ამერიკელი კოლეგები სტალინს დაეთანხმნენ.“

скачать dle 11.3