კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ექიმის რჩევები

კითხვა: სულ მალე ჩემი გოგონა 5 თვის ხდება. აცრაზე რომ მივიყვანე, პედიატრმა ყურში ჩახედა და მითხრა, რომ ყურებში გოგირდი აქვსო. რას შეიძლება, გამოეწვია? გამოგვიწერა ყურის წვეთი – კანდიბიოტიკი, მაგრამ აღწერაში წერია, რომ ის 2 წლიდან გამოიყენება. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: თუ პედიატრმა დაგინიშნათ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ. საჭიროების შემთხვევაში ამ პრეპარატს თვეების ბავშვებშიც ნიშნავენ.
კითხვა: კბილი არ მტკივა, მაგრამ დაჩირქებული მაქვს. თუმცა რენტგენის სურათის მიხედვით დაასკვნეს, რომ ამოსაღებია. მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ასეთი კბილი პირის ღრუს აზიანებს, მთლიანად ორგანიზმსაც ხომ არ შხამავს?
პასუხი: თუ ჩირქია ანთების კერაში, რა თქმა უნდა, ინფექცია გარკვეული ხარისხით ზოგად ინტოქსიკაციასაც იწვევს. აჯობებს, დროულად მოაგვაროთ პრობლემა.
კითხვა: რისთვის არის კაკაო სასარგებლო?
პასუხი: კაკაო საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია – 289 ენერგეტიკული ერთეული 100 გრამ პროდუქტზე. კაკაოს შემადგენლობაში შედის: A და B ჯგუფის, ასევე E და PP ვიტამინები, მიკრო- და მაკროელემენტები, უჯრედისი, სახამებელი, გაჯერებული ცხიმმჟავები, ორგანული მჟავები. კაკაო ძალზე მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით, რაც ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანეიტრალებს, ეგრეთ წოდებულ, თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით, კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებებს, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.
კითხვა: 13 წლის გოგონას ბოლო პერიოდში გულის აჩქარება და სისუსტე დაეწყო. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ფარისებრ ჯირკვალში მცირე ზომის კვანძებია, TSH ნორმა – 2,10, ანტი-ტეპეო – 22,3. იქნებ მითხრათ, რამდენია ანტი-ტეპეოს ნორმა  და საჭიროა თუ არა მედიკამენტური მკურნალობა?
პასუხი: ANTI TPO ამ ასაკში ნორმა <26 IU/ml. რადგან კვლევის შედეგები ნორმაა, მედიკამენეტური მკურნალობის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.
კითხვა: დაახლოებით, 2 თვეა, მარცხენა ყური მიგუბდება. შეიძლება, თუ არა, ყელის ტკივილის დროს გამწვავდეს ყურის დაგუბება?
პასუხი: ყელის ტკივილი ასოცირებულია ანთებით მდგომარეობასთან, რამაც შეიძლება, ყურის ანთების პროვოცირებაც გამოიწვიოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3