კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 როგორ ამოვიცნოთ ცისტიტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია. მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რაც შესაძლოა, ინფექციის მიზეზად იქცეს (ეგრეთ წოდებული, ახალდაქორწინებულთა ცისტიტი). ცისტიტს ხშირად იწვევს ნაწლავის ჩხირი, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკოპლაზმა, ასევე, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ჰორმონების, ანტიბიოტიკების გამოყენება, იმუნიტეტის დაქვეითება.
ცისტიტის ამოცნობა რთული გამოკვლევების გარეშეც სავსებით შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე თავისებურება მასაც აქვს. დაავადებაზე მიგვითითებს:
* გახშირებული შარდვა (ნორმაა დღეში დაახლოებით 4-ჯერ);
 * ჭინთვები მოშარდვის სურვილით, რასაც თან სდევს მცირე რაოდენობით სითხის გამოყოფა;
* მტკივნეული შარდვა;
* ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა;
* საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად – ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია;
* შარდსადინარის შეკუმშვის შეგრძნება;
* შარდის უსიამოვნო სუნი;
* მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი (თუმცა ასეთი რამ მოსალოდნელია ანთების გარეშეც, თუ ფერადი პროდუქტი, მაგალითად, ჭარხალი მიირთვით);
* შარდვის გაძნელება;
* მუცლის ქვემოთ ყრუ ტკივილი;
* ნევროზული მდგომარეობა.
შესაძლებელია:
* სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო ან მნიშვნელოვანი მომატება;
* მოშარდვის შემდეგ სისხლის წვეთები;
* ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან;
* ტეხის შეგრძნება, განსაკუთრებით – წელის მიდამოში.
ცისტიტის მკურნალობაში მცენარეული სამკურნალო საშუალებები დაგეხმარებათ.
10 გრამი არყის ხის კვირტები (ნახევარი სადილის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გაფილტრეთ. დარჩენილი მასა გაწურეთ. მიღებულ ნაყენს დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. მიიღეთ თბილი ნაყენი 1/3 ჩაის ჭიქა 2-3ჯერ დღეში, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
10 გრამი შვიტას ბალახი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე და გაფილტრეთ. დარჩენილი მასა გაწურეთ. მიღებულ ნაყენს დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. დალიეთ თბილი ნაყენი მეოთხედი ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
11 გრამ დათვის კენკრის ფოთოლი (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და გაფილტრეთ. დარჩენილი მასა გაწურეთ. მიღებულ ნაყენს დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. დალიეთ თბილი ნაყენი 1 სუფრის კოვზი 5-6 ჯერ დღეში ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. მიღების წინ ნაყენი შეანჯღრიეთ.
скачать dle 11.3