კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, დამეხმარეთ, როგორ გავთავისუფლდე სიმთვრალის ცოდვისგან?
პასუხი: როდესაც ადამიანი ისეთ მძიმე ცოდვაში ვარდება, როგორიც სიმთვრალეა, უნდა დაუფიქრდეს თავის მდგომარეობას და გააანალიზოს, რამხელა ტკივილსა და ზიანს აყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ახლობლებს. ეს ცოდვა რომ მოიშოროთ, განუწყვეტლივ უნდა ილოცოთ, ევედროთ უფალს ლოცვითა და მარხვით და ჩავარდეთ სინანულში. ასევე, გეტყვით, რომ სიმთვრალისგან განსაკურნებლად უნდა გადაიხადოთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც უშუალოდ ევედრებიან ამ ცოდვაში ჩავარდნილნი. აუცილებელია, ადამიანმა გააცნობიეროს, რამდენად დიდია სიმთვრალის ცოდვა, რადგან სიმთვრალეში ჩავარდნილმა ადამიანმა, შესაძლოა, უფრო ადვილად ჩაიდინოს კიდევ უფრო მძიმე ცოდვები, რაც სასტიკად ავნებს მის სულს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ მემთვრალეობის სენისგან განსაკურნებლად საგანგებო ხატი ღვთისმშობელი მარიამისა. მოიკითხეთ ის საეკლესიო მაღაზიებში, შეიძინეთ და სთხოვეთ შემწეობა.
კითხვა: ჩემი ოჯახი, სამწუხაროდ, წინააღმდეგია, რომ ვიმარხულო და ეკლესიურად ვიცხოვრო. ძალაუნებურად ვემორჩილები მათ, რათა არ გავაღიზიანო და ჩემმა საქციელმა და რწმენამ უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. თუმცა, ძალიან განვიცდი ამას. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მარხვა დაიცვათ თუ არა და, საერთოდ, იცხოვროთ თუ არა ეკლესიურად, ოჯახის წევრების მითითებით კი არა, მოძღვართან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ. ზოგადად, ნებისმიერ პრობლემაზე მოძღვარს ესაუბრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რაც შეეხება ოჯახის წევრების წინააღმდეგობას, დაფიქრდით, რატომ გიშლიან ისინი ეკლესიურ ცხოვრებას. შეეცადეთ, სიმშვიდით, სიკეთით, თბილი საქციელითა და სიტყვით აუხსნათ მათ ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობა და მისცეთ მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. თუ ასე მოიქცევით, უფალი შეგეწევათ და თქვენი ოჯახის წევრებიც სხვაგვარად შეხედავენ ამ საკითხს.
კითხვა: მინდა, პანაშვიდი გადავუხადო ჩემს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ ვიცი. როგორ უნდა მოვახერხო ეს?
პასუხი: ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ იცით, რომ ისინი ნამდვილად მართლმადიდებლები იყვნენ. ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ ვიცით, საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა, პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი წინაპრებიც იგულისხმებიან. თუ პანაშვიდს გადაუხდით, მოძღვარიც ასევე მოიხსენიებს მათ. ასევე, გარდაცვლილი წინაპრებისთვის შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მიმათა, ძმათა და დათა“.


скачать dle 11.3