კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ბაზირებული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი...“

  მართალია, კორონაპანდემიაა და მსოფლიოს მაინცდამაინც მოსალხენად არ სცალია, მაგრამ, რაკი ნათქვამია, როდესაც ერთი კარი იკეტება, მეორე იღებაო ან სხვა მიზეზთა გამო, შევიტყვეთ, რომ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ქართული ღვინო გაიყიდება.
  ჯერჯერობით ქართულ ალკოჰოლურ სასმელს აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე დააგემოვნებენ – ვანკუვერსა და გერმანიაში და სასტარტო რაოდენობად 600 ბოთლია გათვალისწინებული (თითო – 7-8 აშშ დოლარად), თუმცა გამგზავნები, ანუ ჩვენებურები, ვარაუდობენ, რომ მომავალში გაიზრდება როგორც ღვინის რაოდენობა, ისე იმ სამხედრო ბაზებისაც, სადაც ქართული ღვინო გასაღდება
  მიმწოდებლები იმედოვნებენ, რომ, რაკი აშშ-ის ბაზარი ღვინის მოხმარების მხრივ ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ისინი უფრო და უფრო დაინტერესდებიან ქართული ღვინით, მას შემდეგ, რაც მათ გემოს სამხედრო ბაზებზე გაუსინჯავენ.
  ცნობისთვის, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე არა მხოლოდ სუპერმარკეტები ჰქონია, არამედ ბარებიც და რესტორნებიც, სადაც მათ აწ უკვე შეეძლებათ „წინანდლის“, „მწვანის“, მუხის კანში დაძველებული „საფერავისა“ და ქვევრის „რქაწითლის“ დაგემოვნება კი არადა – შეძენა.
  ცხადია, აშშ-ის საქმეა, რის გაყიდვას დაუშვებს თავისი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე (და ალკოჰოლური სასმელები, ვვარაუდობ, აქამდეც იყიდებოდა), თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს (ბარები და რესტორნებიო), ღვინოს ყანწებიც უნდა მივაყოლოთ და მთლად ცოცხალი თუ არა, გასაბერი თამადაც!.



скачать dle 11.3