კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რა სასწაულები უკავშირდება წილკნის ღვთისმშობლის ხატს და როგორ მოხვდა საქართველოში მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შესრულებული ხატი

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  სოფელი წილკანი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკეზე მდებარეობს, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კილომეტრზე. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (მეოთხე-მეხუთე საუკუნეების) არქეოლოგიური ძეგლი – მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი იყო. წილკანში დგას ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო საყდარს წარმოადგენდა.
  მეექვსე საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმიდა ისე წილკნელი – ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. სწორედ მას მიაწერენ წილკნის სარწყავი არხის, „წილკნის რუს“, მშენებლობას. წმიდა მამა დაკრძალულია ტაძარში, ინტერიერის ჩრდილოეთ მხარეს. შემორჩა მისი საფლავიც.
  წილკანი ერთ-ერთი უძველესი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში. აქ მეოთხე საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან მესამის ძემ ააგო ტაძარი – წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი. მის ადგილზე ვახტანგ გორგასლის დროს (მეხუთე საუკუნე) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მეშვიდე საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს. შემდეგში ძეგლი კვლავ რამდენჯერმე გადააკეთეს და განაახლეს. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. გალავანი მერვე საუკუნეს მიეკუთვნება. 1068 წელს მეფე ბაგრატმა წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. წილკანი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ბასილი, იოსებ სამებელი, ამბროსი მიქაძე, იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე და სხვები. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ანტიკური და   ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები.
ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის ვაჟი, ბაქარი, წმიდა მეფე კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში გამომგზავრების წინ ქართველი მეფისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ძვირფასი საჩუქრებიც გამოატანეს. გამეფების შემდგომ ბაქარმა ააგო წილკნის ეკლესია, სადაც დასვენებული იყო წილკნის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი უძველესი ხატი.
  წილკნის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის ბიზანტიიდან საქართველოში ჩამობრძანებას წმიდა გარდამოცემა ბაქარს უკავშირებს. საეკლესიო ტრადიციით, წილკნის ღვთისმობლის ხატი წმიდა ლუკა მახარებელმა მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შეასრულა. 1926 წლამდე ხატი წილკნის ეკლესიის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენდა. ხატი დღემდე ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში.
  ხალხური გადმოცემით, წილკნის მინდვრებს კალია რომ დაერეოდა, ღვთისმშობლის ხატს წილკნის ტაძრიდან გალობით გამოაბრძანებდნენ, ლოცვა-გალობით შემოატარებდნენ ნათესებში და კალიაც გაეცლებოდა, თურმე, იქაურობას. ხატი სეტყვისაგანაც იცავდა სოფლის ნათესებს.
  წილკნის ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მისი დღესასწაული 21 (ძველი სტილით 8) სექტემბერს იმართება. ტაძარს, თურმე, ისეთი ზარი ჰქონდა, რომ მისი ხმა „მუხრანს გადიოდა“. ხალხში დაცული გადმოცემით, ზარი ნახევარი ოქრო ყოფილა, ნახევარი კი – თითბერი. წილკნის ეკლესიაში იღვაწა წმიდა ათცამეტ ასურელ მამათაგანმა – წმიდა ეპისკოპოსმა ისე წილკნელმა (მეექვსე საუკუნე). იგი „განთქმული იყო უბიწოებითა, და სათნოებათა სრულებისასა მოწევნული, ნერგი სამოთხისა, ყუავილი ფერშუენიერი სუნნელი“. წმიდა მამა ისე წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა მამა კოზმანმა. ვარაუდობენ, რომ მამა კოზმანი არის წმიდა ევლავიოს ქართლის კათალიკოსი. ასურელ მამათა წინამძღვარმა, ნეტარმა მამა იოანე ზედაზნელმა, ერთხელ სათნოებაში გამოსაცდელად იხმო თავისი მოწაფეები – წმიდა ისე წილკნელი და წმიდა მამა შიო მღვიმელი, რათა ყველასთვის განცხადებულიყო ქრისტეს ძლიერება. ნეტარმა იოანემ წყალი მოითხოვა. მისმა მოუშორებელმა მოწაფემ, ილია დიაკონმა, ჭიქა შეავსო და თავის მოძღვარს მიართვა. ნეტარმა მამამ თქვა, რომ ჯერ ეპისკოპოს ისეს მართებდა. მაშინ ნეტარმა იოანემ ზეასწია ჭიქა, დაილოცა და ხელი უშვა მას. ზეაპყრობილი ჭიქა, ქრისტეს მადლით, კარგა ხანს იდგა ჰაერში და ისევე მყარად გაჩერდა ჰაერში, როგორც ქრისტეს რწმენით გაძლიერებული პეტრე ვიდოდა ზღვაზე. ნეტარმა იოანემ იკითხა, რომელი თქვენგანი მიიღებს ჰაერში გაჩერებულ სასმელსო, მაგრამ ვერავინ გაბედა ჭიქასთან მიახლოება. მაშინ ნეტარმა მამამ თავად გაიწოდა ხელი ჭიქისაკენ და სამივემ მადლიერებით მიიღო ნაკურთხი სასმელი. წმიდა იოანე ზედაზნელმა ახლა საკმევლის შეწირვა ითხოვა. წმიდა მამა შიომ შიშველი მარცხენა ხელით ამოიღო ცეცხლიდან ნაკვერცხალი, ზედ საკმეველი დადო და კმევას შეუდგა. ამ სასწაულების მხილველებმა ადიდეს ღმერთი და რწმენაში განმტკიცდნენ. ნეტარმა იოანემ წმიდა ისე წილკნელ ეპისკოპოსს კურთხევა გამოსთხოვა. მორჩილმა მოწაფემ ვერ გაბედა თავისი მოძღვრისადმი ურჩობა და მდინარე ქსნისკენ წარუძღვა ყველას. აღელვებული მდინარის ნაპირზე მან, მოსეს მსგავსად, კვერთხი გაიწოდა და ქრისტეს სახელით დასცა წყალს. მდინარის წყალმა იმწამსვე დატოვა თავისი კალაპოტი და წმიდა ისეს კვერთხს მიჰყვა. ერთ უკაცრიელ ადგილზე მიწა ჩაღრმავდა  და კვერთხს დამორჩილებული წყალი იქ ამოვიდა. ასე მოჰყვებოდა წყალი წმიდა ისეს წილკნის საყდრამდე, სადაც დღემდე მოედინება საკურნებელი წყალი. იქ მყოფი მცხეთელები და სხვა მკვიდრნიც გაკვირვებულნი ადიდებდნენ ქრისტეს, ესოდენი მადლი რომ მისცა საკუთარ რჩეულ და ერთგულ მსახურებს, რომელთაც ჰაერიც დაიმორჩილეს, ცეცხლის მხურვალებაც გაანელეს და მდინარესაც კი თავის ნებაზე შეაქცევინეს მხარი. წმიდა იოანე ზედაზნელი მცირე ხანს შეყოვნდა წილკანს, შემდეგ კი თავის სამყოფელში გაბრუნდა. ნეტარი ეპისკოპოსი საღმრთო მუშაკობას განაგრძობდა და ქრისტეს სიტყვას ქადაგებდა არაერთ სოფელსა და დაბაში. მან მრავალი სასწაულით დალეწა კერპები, ქრისტეს ნათელი სცა ურწმუნოებს, მოწმუნენი კი გააძლიერა. წმიდა ეპისკოპოსი ისე წილკნელი მშვიდობით განისვენებს წილკნის საყდარში. მისი ხსენების დღეა 15  დეკემბერი (ძველი სტილით 2 დეკემბერი). (წყარო: „კარიბჭე“, „საუნჯე“) .

скачать dle 11.3