კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 დედა, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს, მაგრამ მირჩევნია, ჩემგან შორს იყოს

ნინო კანდელაკი თიკო, 26 წლის.

  ბავშვი ვიყავი, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, არც ისე პატარა, რომ რაღაც-რაღაცები ვერ გამეანალიზებინა. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მამა დამნაშავე არ იყო, არაფერში ტყუოდა და არც ცდებოდა, როცა  დედაზე ეჭვიანობდა. მამა მასზე ასაკით დიდი იყო და გამუდმებით კამათი და ჩხუბი იყო იმაზე, რომ გამომწვევი ჩაცმითა თუ ქცევით ყოველთვის მამაკაცების ყურადღებას იქცევდა. რომ გაშორდნენ, მამამ ერთოთახიანი ბინა მოგცვა და იქ ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, დამოუკიდებად, რადგან დედა კარს რომ გაიხურავდა, საღამომდე არ მოდიოდა, მეზობლების იმედად მტოვებდა. ხშირად, უცხო მამაკაცებიც გვსტუმრობდნენ და მე ეზოში მიწევდა საათობით ყოფნა. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ახლა ვიცი, იქ რაც ხდებოდა. მოკლედ, მადლობა ღმერთს, ბედმა გამიღიმა და ისეთ ადამიანს შევხვდი, ვისაც ვუყვარვარ, მიფრთხილდება და ვიცი, ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება. მეც ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ახლა, ორი შვილის დედა ვარ. ამათ რომ ვუყურებ და ჩემი ბავშვობა მახსენდება, საკუთარი თავი მეცოდება. სამწუხაროდ, მამა გარდაიცვალა და მისი გვერდით დგომა მაკლია. დედამაც იმდენი ქნა, სანამ ჩემს ოჯახში მოსვლა არ ავუკრძალე. მოვიდოდა გამომწვევად ჩაცმული, მოკლე კაბით და „გადატყლარჭული“ მაკიაჟით, დაჯდებოდა, ფეხს ფეხზე გადაიდებდა, გააბოლებდა სიგარეტს და ჩემი დედამთილ-მამამთილისა და ქმრის თანდასწრებით უტიფრად იწყებდა თავისი სასიყვარულო თავგადასავლების მოყოლას. გასაგებია და არც ვამტყუნებ, რომ პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ რა საჭიროა, მისი ინტიმური დეტალები ყველამ იცოდეს? იმის გამო, რომ საყვარელს – საყვარელზე იცვლის, მისი ძმაც კი არ ელაპარაკება. რამდენიმეჯერ გავაფრთხილე: ჩემთან რომ მოდიხარ, იქნებ თავი შეიკავო, სისულელეები არ მოყვე. შენ რომ ჩვეულებრივ ამბად მიგაჩნია, ესენი ტრადიციული ხალხია და არ მინდა, დედაჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დარჩეთ-მეთქი. მაგრამ არც კი მომისმინა. სულ გოიმი და დროში ჩამორჩენილი მეძახა. არადა, რომ გავთხოვდი, ჩემი ქმარი სულ იმას მეუბნებოდა: ყოველთვის მინდოდა, ახალგაზრდა სიდედრი მყოლოდა, თანამედროვე და რა მაგარია, ასეთი დედა რომ გყავსო. ახლა კი ვხვდები, რომ მისი გამომწვევი ქცევები აღიზიანებს, მაგრამ გული რომ არ მატკინოს, ჩემთან არაფერს ამბობს. მე კი დედაჩემს ბავშვების წაყვანაზეც კი უარს ვეუბნები. არ მინდა, უყურონ ბებიის საქციელს – ზუსტად ვიცი, არც ამათი მოერიდება, ისე მიუყვანს საყვარელს სახლში. არადა, გული არ აქვს ცუდი. ვიცი, ჩემზე ამოსდის მზე და მთვარე, მართლა დაქალივით ვყავარ. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გამოსავალი ვერ ვნახე და ჩემს სახლში სტუმრობა ავუკრძალე. ვუთხარი: როცა გინდა, დამირეკე და მოვალ შენთან, მაგრამ გთხოვ, შენი სულელური ქცევის გამო ოჯახს ნუ ამირევ-მეთქი. ამის გამო გამებუტა, კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა და ისევ მე დავურეკე და ვთხოვე მოსვლა. ისევ იგივე განმეორდა – გადაპრანჭული, მოკლე კაბით მობრძანდა და ისევ დაიწყო სექსუალურ თემებზე საუბარი. იმდენად ამომივიდა ყელში,  გავიყვანე აივანზე, მკაცრად ველაპარაკე და სამუდამოდ ავუკრძალე ჩემთან ფეხის დადგმა. მის გამო ოჯახურ იდილიას ვერ ავირევ, ვერც დედამთილ-მამამთილს დავუპირისპირდები და ვერც ქმარს. მირჩევნია, თავისთვის იყოს კარგად და არავინ უშლის საყვარლის ყოლას. უბრალოდ, დედაჩემია, მიყვარს და არ მინდა, მის გამო, მე აღმოვჩნდე უხერხულ სიტუაციაში. მით უმეტეს, არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა უყურონ მის ქცევებს. მე გამიმართლა, რომ ასეთ ოჯახში მოვხვდი და გზას არ ავცდი და არ მინდა, ჩემმა შვილებმა, ბებიის შემხედვარე, შეცდომა დაუშვან. რასაკვირველია, მიუხედავად ყველაფრისა, დედა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება, მაგრამ მირჩევნია, ჩემგან შორს იყოს.

скачать dle 11.3