კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ხან ვხდები და ხან ვსუქდები და ამის ფონზე, კანზე სტრიები გამიჩნდა. შესაძლებელია თუ არა მათი მოშორება სახლის პირობებში დატენიანებით, ანუ კრემების მოხმარებით?
პასუხი: სტრიების მოშორება სახლის პირობებში შეუძლებელია. სპეციალური კრემები კი მხოლოდ ატენიანებს კანს და შეიძლება, სტრიები ნაკლებად ხილვადი გახადოს. საქმე ისაა, რომ კანის დასატენიანებლად სულაც არ გჭირდებათ სტრიების მოსაშორებელი სპეციალური, ძვირად ღირებული კრემის შეძენა. ზუსტად იგივე ეფექტი ექნება ნებისმიერ დამატენიანებელ საშუალებას.
კითხვა: ზედმეტად გამომიშრა თმის ძირები და თმა საშინლად მეპუწება. რას მირჩევთ, რომ მას სირბილე და ბზინვარება დავუბრუნო? ვარ ჟღალთმიანი.
პასუხი: გამომშრალ თმას ზეითუნის ზეთი ატენიანებს და ბზინვარებასაც მატებს. ზეთი შეათბეთ და თანაბრად გადაინაწილეთ თმაზე. შეიხვიეთ პირსახოცით, ნახევარი საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ კვირას.
კითხვა: აკნეს  გამო სახეზე საშინელი  ნაწიბურები გამიჩნდა. არსებობს რაიმე შინაური და იაფი რეცეპტი, რომ ოდნავ მაინც დავფარო ისინი თუ ბოლომდე ვერ ავლაგმავ?
პასუხი: გოგრა შეიცავს A და B ვიტამინებს, თუთიას, ნიაცინსა და ფოლიუმის მჟავას. ამ ნივთიერებების კომბინაცია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განაახლებს კანის უჯრედებს და სასარგებლოა აკნეს მკურნალობისთვის. თუთია აკონტროლებს კანის ცხიმიანობას, ხოლო A და B ვიტამინები ხელს უწყობს აკნეს ნაწიბურების ალაგმვას კანიდან. გახეხეთ გოგრის რბილობი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. უმჯობესია, პროცედურა საღამოს საათებში, ძილის წინ გაიკეთოთ.


скачать dle 11.3