კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ უნდა მოამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი და ნიღაბ-ბოტოქსი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ასაკის მატებასთან ერთად ნაოჭებიც ჩნდება. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ნაოჭებს ძვირად ღირებული პროცედურებითა და ქირურგიული ჩარევით ებრძოლოს.  ამიტომ ნაოჭებთან ეფექტურად ბრძოლისთვის შემოგთავაზებთ კრემის რეცეპტს, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და  მისი საშუალებით ადვილად დაიბრუნებთ ახალგაზრდა იერს. თქვენ მიერ სახლში დამზადებულ კრემს სახის კანში შეწოვისთვის დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით ერთი საათი. ამიტომ, მისი გამოყენება რეკომენდებულია დაძინებამდე ორი საათით ადრე. პირველი შედეგი სამი დღის შემდეგ იქნება შესამჩნევი, ხოლო ერთ კვირაში ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი გაუმკლავდება.
  კრემის მომზადების წესი: 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი (1 სადილის კოვზ გვირილას დაასხით 200 მილილიტრი წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი), ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ვაზელინი, შეურიეთ ერთმანეთს ფაიფურის ან კერამიკის ჭურჭელში და ინტენსიურად ურიეთ ხის კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  დაიტანეთ კრემი კანზე და მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე. ერთი საათის შემდეგ კი ბამბის ტამპონი დაასველეთ მინერალურ წყალში და ნარჩენები ჩამოიწმინდეთ. მზა კრემი შეინახეთ მაცივარში.
ნაოჭების საწინააღმდეგოდ შესანიშნავ ეფექტს იძლევა,  ასევე, ნატურალური ნიღაბ-ბოტოქსი. თუ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდათ, ეს ნატურალური ნიღაბი თქვენს სახეს ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს. ნაღებს ბოტოქსის შედეგი აქვს და ის ყველა ქალბატონისთვის ხელმისაწვდომია. ნიღბის მოსამზადებლად კი, მხოლოდ სახამებელი, სტაფილო და არაჟანი დაგჭირდებათ.
  1 სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი გახსენით ნახევარ ჭიქა ცივ წყალში და დადგით ცეცხლზე. ინტენსიურად ურიეთ და რომ გასქელდება, გადმოდგით, გააგრილეთ და დაამატეთ 5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. კარგად აურიეთ და თხელ ფენად დაიტანეთ სახეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20-25 წუთი. შემდეგ კი, კარგად ჩამოიბანეთ სახე და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომელიც განკუთვნილია თქვენი სახის კანის ტიპისთვის.
  თუკი ნიღაბი მოგრჩათ, მისი გამოყენება კიდევ შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, ამასთან, არაუმეტეს 3 დღისა.
ეს ნიღაბი შესანიშნავად ასწორებს პატარა ნაოჭებს და ნაკეცებს, ატენიანებს სახეს და მოქმედებს ისე, როგორც ბოტოქსი. მეტი ეფექტისთვის, ნიღაბი ზედიზედ უნდა გაიკეთოთ სამი დღის განმავლობაში. არ არის შეზღუდვები ასაკზე, ვინაიდან მასში არ არის ისეთი ინგრედიენტები, რაც თქვენს კანს ავნებს.

скачать dle 11.3