კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 განსაკუთრებული მკვლელობა

ლოურენს ბლოკი

  ხომალდი განსაკუთრებული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. თითოეული მათგანის განწყობა საზეიმო და ამაღლებული იყო. ათდღიანი ტურის მთავარი „მარგალიტი“ – ალექსანდრია – განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იყო მომხიბვლელი საცდური. მგზავრებში ორი ახალგაზრდა  მამაკაცი სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა. ათლეტური აღნაგობის ყმაწვილები შორიდანვე იტაცებდნენ თვალს. თუმცა,  სერიოზული ადამიანის  ინტერესის სფერო უფრო ოჯახური წყვილები იყო, მაგალითად, ადმირალი  ეპერტონი და მისი მომხიბვლელი მეუღლე. კიდევ  მისის ენდერსონი – ორმოცდაათ წელს მიტანებული ქალი, რომელიც ისეთი ეფექტური და ელეგანტური იყო, ორმოც წელსაც   ვერ მისცემდით. დეტექტივმა შორიდანვე  შენიშნა გემბანზე მოსეირნე ქალი და მისკენ გაემართა.
– მშვენიერი ამინდია, არა?
 მისის ენდერსონმა გაუღიმა.
– ეგვიპტეში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. თქვენ?
ქალმა თვალები მოჭუტა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა:
– აა, გამახსენდა, თქვენ ის სახელგანთქმული ფრანგი დეტექტივი ბრძანდებით... და  ამ გემზე ტყუილუბრალოდ არ აღმოჩნდებოდით.  ფიქრობთ, დანაშაული მოხდება?
– ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით, მისის... დანაშაული ყველგან ხდება, სადაც  ადამიანები არიან.
 – და მაინც,  თქვენ როგორ გგონიათ, ვინ ვის მოკლავს? – არ მოეშვა მისის ენდერსონი, – მე დეტექტივი გახლავართ, ქალბატონო და არა წინასწარმეტყველი.
– მე   კი  მაინც შევეცდები, ვივარაუდო. მაგალითად, ის უცნაური წყვილი – ადმირალი და მისი მეუღლე... აშკარად ეტყობათ, რომ მათ შორის სიყვარული არ არის. ქალი სრულიად ნორჩია. კაცს კი  მეეჭვება, კეთილშობილური წარმომავლობა ჰქონდეს. რას დახარბდა ახალგაზრდა ქალი? ფაქტია, მის  ქონებას.
– მშვენიერი მონაცემებია მოყვარული  დეტექტივისთვის. ბარში გეპატიჟებით, მისის...
ბარში კი ადმირალის მეუღლე დახვდათ. ქალი იმ ორ ახალგაზრდა ჯენტლმენთან ერთად კოქტეილს  მიირთმევდა  და ხმამაღლა კისკისებდა. მისის ენდერსონმა კაცს მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა, თითქოს ეუბნებოდა, აქ ყველაფერი წესრიგში არ არის და  მალე  თავადაც დარწმუნდებითო. დეტექტივმა  არ შეიმჩნია. ის  მისის ეპერტონს გვერდით მიუჯდა.  ამ დროს, შემთხვევით იდაყვი ქალის პაწაწინა, ლამაზ ხელჩანთაზე მოუხვდა და ძირს ჩამოაგდო. ხელჩანთა გაიხსნა და შიგთავსი იატაკზე გადმოიბნა... როგორც ღირსეულ ჯენტლმენს შეეფერება კაცი სწრაფად დაიხარა, რომ ნივთების შეგროვებაში დახმარებოდა. ერთბაშად გაოცებულმა  წამოიძახა:
 – წამლები, მისის?! გული გაწუხებთ? თქვენს ასაკში?!
– სამწუხაროდ, ასეა, - ამოიოხრა ქალმა, – ძალიან ენერგიული ვჩანვარ, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, –  ხელჩანთა შეკრა და აფორიაქებულმა მიმოიხედა, – ჯონი არ გინახავთ? ჩემი ქმარი უნდა მოვძებნო. მაპატიეთ, ჯენტლმენებო.
ახალგაზრდებმა დანანებით გააყოლეს თვალი ბარიდან გასულს.
– როგორი მომხიბვლელია, შეუდარებელია. რა სამწუხაროა, რომ იმ საზიზღარი მოხუცის ცოლია. ნეტავი, ადმირალი როგორ გახდა.  მისი მანერებისა და ღაჟღაჟა სიფათის პატრონი. აი, მისის ეპერტონი კი, მართლაც, შესანიშნავია. მაგრამ,  ერთი დიდი ნაკლი აქვს, ქმრის ერთგულია.
 – ჰო, ეგ მართალია, – ამოიოხრა პირველმა, – ვერაფრით დავიყოლიეთ ალექსანდრიაში ჩვენთან ერთად გასეირნებაზე. ამბობს, ჯონი თუ არ წამოვა, მეც გემზე დავრჩებიო. სულაც არ მსიამოვნებს მისი ქმრის ყურება, მაგრამ, ავიტან ცოლის ხათრით. თქვენც წამობრძანდებით, მესიე?
 – ალბათ, არა. სიცხეს ვერ ვიტან. ისე, მისის ეპერტონისთვისაც არ არის სასურველი მზის გულზე სეირნობა. მისი სუსტი გულისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება.
ახალგაზრდებს გაეცინათ – სუსტი გული?! რას ბრძანებთ, მესიე? ენერგიას ასხივებს, როგორ შეიძლება, სუსტი გული ჰქონდეს?!
დეტექტივმა  მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, არ ვიცი. ეტყობა, ზოგჯერ საკუთარ თვალებსაც არ უნდა ენდო ადამიანი.
– ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს მშვენიერი არსება ვიხსნათ და   ცოტა ხნით მაინც გამოვტაცოთ მოხუცი ქმრის კლანჭებს.
ყმაწვილკაცებმა ერთხმად გაიცინეს და ბარმენს მორიგი ულუფა ვისკი შეუკვეთეს.
მეორე დღეს, გამთენიისას თბომავალი ალექსანდრიას მიადგა. მგზავრები გემბანზე შეგროვდნენ და ქალაქში გასასვლელად მოემზადნენ. მშვენიერი მისის ეპერტონი მარტო იყო. თუმცა, მალევე მიაკითხეს „მხსნელებმა“. დეტექტივი თვალს ადევნებდა მათ საუბარს.
– ეველინ, ნაპირზე არ ჩამოხვალთ? ალექსანდრია საოცრებაა. ნამდვილ აღმოსავლურ ბაზარს გაჩვენებთ.
 ქალმა დანანებით აიჩეჩა მხრები:
– იცით, ჩემი ქმარი გუშინ ძალიან დათვრა და დღეს გამოძინებას აპირებს. ვკითხავ, თუ შეიძლება, რომ მარტო წამოვიდე.
 – ჩვენც  რომ ვთხოვოთ თქვენთან ერთად? – მაშინვე აჰყვნენ ყმაწვილებიც. მხიარული კამპანია ეპერტონების კაიუტისკენ გაემართა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ეველინმა ქმარს გარედან დაუძახა:
 – ჯონ, არ ადგები? ქალაქში მინდა გასვლა. არ გესმის, ჯონ?
– ეველინ, რა დაგემართა, რატომ მაღვიძებ? წადი, თუ ასე გინდა. მე კი უნდა დავისვენო, – დაგვიანებით და უკმაყოფილო ტონით გამოსძახა კაცმა.  ქალმა გაიღიმა და  მამაკაცებს ქალაქში გაჰყვა.
ტრაგედიის შესახებ  საღამოს გახდა ცნობილი, როცა მისის ეპერტონმა კივილით აუწყა მგზავრებს ქმრის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი. კაიუტაში შესულ გემის პერსონალს, ექიმსა და ცნობისმოყვარე მგზავრებს თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალათ: მისტერ ეპერტონი საწოლში ხანჯლით გულგანგმირული იწვა. იატაკზე მისის ეპერტონის ძვირფასეულობის ცარიელი ყუთი ეგდო. მისის ეპერტონი ატირდა.   დეტექტივმა  ეჭვით გახედა.
 – ოთხი-ექვსი საათის მკვდარია, – განაცხადა გემზე მომუშავე ექიმმა, – ხანჯალი გულში მოურტყამთ. ნუთუ ეს იმ ბოშებმა გააკეთეს, წვრილმანმა მოვაჭრეებმა, ალექსანდრიაში გემზე რომ ამოვიდნენ?!
დეტექტივმა ექიმს მრავალმნიშვნელოვნად შეხედა. ექიმი მიხვდა:
– თქვენ სხვა  აზრი გაქვთ?
 – დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ხანჯლით განგმირეს. მას ის უკვე მკვდარს გაურჭეს და, ეს ბოშებმა კი არა, სუსტმა  არსებამ გააკეთა. მისის ეპერტონ, ნუ ეცდებით, გაოცებული სახე მიიღოთ ან გული წაგივიდეთ. ქმარი სწორედ თქვენ მოიშორეთ თავიდან. შეიძლება, საამისო მიზეზი გქონდათ კიდეც, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაკლებად საინტერესოა.
 – რა სისულელეა, მე არაფერ შუაში ვარ! თქვენც ხომ იცით, მკვლელობის მომენტში მე ალექსანდრიაში ვიყავი, – ქალმა სასოწარკვეთით შეხედა თავის ახალგაზრდა თანამგზავრებს, რომლებიც, ამ ამბით გაოგნებულები, ხმისამოუღებლად იდგნენ.
– მისის,  მე  ყოველთვის ვიცი, რას ვლაპარაკობ. თქვენს ქმარს ნელ-ნელა აძლევდით წამლის დიდ დოზებს, რაც, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან, გულის გაჩერებას გამოიწვევდა. ამას დაუმატეთ ზღვის ავადმყოფობაც, რომელიც თქვენს ქმარს სტანჯავდა. გემზე რომ დაბრუნდით, ის  უკვე მკვდარი დაგხვდათ. ალბათ,  დილით უკვე ცუდად იყო და საწოლიდან ვერ დგებოდა. ხანჯალი აიღეთ, გულში ჩაურჭეთ და ძვირფასეულობის ყუთი დააცარიელეთ. აი, ეს არის მთელი საიდუმლო. მომიტევეთ, რომ  გეგმები ჩაგიშალეთ.  მაგრამ ყოველთვის სიმართლის მხარეზე ვარ.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3