კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როდის არის თქვენთვის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი ვარსკვლავების გავლენით

  თუ გსურთ, უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ საქმიდან და ბიზნესიდან, სწორად ჩადოთ ფული შემოსავლის მოსატანად, დააბანდოთ სახსრები მიზნობრივად, მაშინ სწორად უნდა დაგეგმოთ, როდის დაიწყოთ საქმიანობა და როდის უნდა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. უნდა დააკვირდეთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, როდის არის თქვენთვის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი.
  სარისკო საქმე, იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ ელემენტარული სამუშაო, იმ დროისთვის უნდა წამოიწყოთ, როცა ასტროლოგიური კუთხით, თქვენთვის მომგებიანი დროა. ამის გარკვევა, არც ისე ძნელია. წლის განმავლობაში არსებობს კონკრეტული დღეები და თვეები, როცა ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან, როცა ამ დროს წამოწყებული საქმე სამომავლოდ სარფიანი გამოდგება თქვენთვის და მინიმალური დანახარჯების ფონზე, კარგ მოგებასაც მოგიტანთ. რომ გაიგოთ, როდის დგას თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, ამის სწორი გამოთვლა უნდა შეგეძლოთ. ასე რომ, განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი საფინანსო და კარიერული კუთხით და თამამად გადადგით წინ ნაბიჯი. ათვლა უნდა დაიწყოთ დაბადების თვიდან. თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში, მაშინ თქვენთვის პირველ თვედ ითვლება სექტემბერი, თუ სექტემბერში – ოქტომბერი, თუ მარტში – აპრილი და ასე შემდეგ.
* პირველ თვეს მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, მეტი დაკვირვება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი. გამოამჟღავნოთ დიდი ძალისხმევა და კარგად დაფიქრდეთ, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, რადგან მომავალში დიდია დანაკარგების რისკი. ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ პერიოდში კარიერულ და საფინანსო სფეროში ცვლილებებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
* მეორე თვეს, საქმე გააზრებულად და აუჩქარებლად წამოიწყეთ, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. არ გირჩევთ ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი. იყავით წინდახედული და, თუ დრო ითმენს, ახალი საქმე მომავლისთვის გადადეთ.
* მესამე თვეს შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და წამოიწყოთ ნებისმიერი ახალი საქმიანობა. ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ,  მომავალში აუცილებლად მოგიტანთ მოგებას.
* მეოთხე თვე ის პერიოდია, როცა უფრო მეტად გმართებთ, გონივრულად დაგეგმოთ ნებისმიერი საქმე. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეს, რადგან შესაძლოა, წარუმატებელი იყოს და სანანებელი არ გაგიხდეთ.
* მეხუთე თვეს სარისკო პერიოდი დგას ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია ფარული მტრების გააქტიურების ალბათობა, მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და, ასევე, შეცდომების დაშვებაც არ არის გამორიცხული. წინასწარ დაგეგმეთ ის საქმე, რისი განხორციელებაც სამომავლოდ გსურთ, შემდეგ კი გააზრებულად დაიწყეთ მისი რეალიზება.
* მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანი პერიოდია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. გამოავლინეთ მაქსიმალური ყურადღება მოვლენებისადმი, იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მოახდინეთ ძალების სწორად მობილიზება და ყველაფერი გამოგივათ. ამ პერიოდში ნუ დაზოგავთ ძალებს, რადგან მომავალში ეს ყოველივე სასურველ შედეგს გამოიღებს.
* მეშვიდე თვე საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არანაირი საქმე არ წამოიწყოთ დამოუკიდებლად, სხვების რჩევების გარეშე. ის პრობლემები, რაც ეხება ბიზნესსა და საქმეს, ჯობს, სხვების დახმარებით გადაჭრათ.
* მერვე თვეს ნუ გარისკავთ, რადგან მაღალია მოტყუებისა და ცდუნებების ალბათობა. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე საქმეს დაგეგმავთ. ამ პერიოდში კოსმოსიდან დედამიწაზე ნეგატიური ენერგიები მოდის და ის მეტად უწყობს ხელს, შეცდომა დაუშვათ ბიზნესში ან საქმეში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება და სანამ ნაბიჯს გადადგამთ, წინდახედულობა გმართებთ.
* მეცხრე თვეს შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ საქმესთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, დაგეგმოთ ახალი საქმე. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება ახლო მომავალში.
* მეათე თვეს იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი. ბევრი არ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმებით სხვებმა არ ისარგებლონ.
* მეთერთმეტე თვე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით მეტად აქტიური და ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და რაც მთავარია, ბრმად ნუ ენდობით  სხვებს ბიზნესში.
скачать dle 11.3