კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№35 სტალინის საბრძოლო ჯგუფი მეფის რუსეთის იმპერიაში საუკეთესო იყო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არალეგალურად ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ბელადზე უამრავი რამაა დაწერილი, მისი (სტალინის) მოღვაწეობის ეს პერიოდი ნაკლებადაა გამოკვლეული და ძალიან დიდ ინტერესს იწვევს... ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პავლე ოსტროვსკი წერს: „იოსებ სტალინმა ბობოქარი რევოლუციური მოღვაწეობა ბავშვობის ასაკში დაიწყო და ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ანტიცარისტულ, არალეგალურ პროკლამაციებს ავრცელებდა. მომავალი საბჭოთა ბელადი იმ პერიოდში თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. პროკლამაციებს მთელი ღამის განმავლობაში მარცხენა ხელით წერდა, რომ ხიფათის შემთხვევაში ჟანდარმერიას ხელწერა არ  დაედგინა. შემდეგ ამ პროკლამაციებს დიდი რისკის ფასად აკრავდა თბილისის ქუჩებში. მოგვიანებით, ცნობილი საბჭოთა დიპლომატი მაქსიმ ლიტვინოვი ყვებოდა: „მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე რუსეთის იმპერიაში მძლავრი რევოლუციური რყევები ხდებოდა. წამყვანი როლი სოციალ-დემოკრატებს ეკუთვნოდათ. ამიერკავკასია ამ რყევების ეპიცენტრი იყო და ავანგარდში მას სრულიად ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, ჭაბუკი სტალინი ედგა სათავეში. სტალინს მაშინ „კობა“ ერქვა და მისი საბრძოლო ჯგუფი საუკეთესო იყო არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელი რუსეთის იმპერიაში. ამ ჯგუფის წევრები ვიყავით მე, ლეონიდ კრასინი, ალექსანდრე ბოგდანოვი და რა თქმა უნდა, „კამო“ (სიმონ ტერ-პეტროსიანი). შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, მოუხელთებელნი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ჟანდარმერია და „ოხრანკა“ ძალისხმევას არ იშურებდნენ ჩვენს შესაპყრობად...“
  მომავალი ცნობილი დიპლომატი და საბჭოთა კავშირის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პერიოდში, რომელზეც ლიტვინოვი საუბრობდა, საშიშ ტერორისტად იყო გამოცხადებული, ისევე, როგორც მის მიერ დასახელებული ადამიანები და მათ შორის, რა თქმა უნდა, სტალინიც. სწორედ ამ ჯგუფის მიერ განხორციელდა ცნობილი თბილისური ექსპროპრიაცია 1907 წლის 26 ივნისს, როდესაც 341 ათასი ოქროს რუბლი იქნა გატაცებული არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობისთვის. წლინახევრით ადრე კი – 1906 წლის 16 იანვარს, თბილისში კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, გენერალი თევდორე გრიაზნოვი ბომბის აფეთქებით მოკლეს. ეს ტერორისტული აქტი რკინიგზის სახელოსნოების მუშას, 24 წლის არსენ ჯორჯიაშვილს დააბრალეს, რომელიც მოგვიანებით გაასამართლეს და თბილისში, ორთაჭალის საგუბერნიო ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს...
გენერალი დიმიტრო ვოლკოგონოვი წერდა: „არსენა ჯორჯიაშვილი სრულიად შემთხვევით შეიპყრეს, შემდეგ კი ტერაქტში ამხილეს. სინამდვილეში ამ აქციის შემსრულებელი ცნობილი საბჭოთა დიპლომატი (მომავალში) და საბჭოთა ელჩი ლონდონში (დიდ ბრიტანეთში), ლეონიდ კრასინი იყო. სწორედ მან ჩაუგდო ბომბი გენერალ გრიაზნოვს მაშინ, როდესაც ის ეტლით მგზავრობდა და სასიკვდილოდ დაჭრა. იმ პერიოდში თბილისში სამხედრო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. სამხედროები უკიდურესად გააცოფა გრიაზნოვის მკვლელობამ. მათ ულტიმატუმი წამოაყენეს და განაცხადეს, რომ თუკი გენერლის მკვლელს არ აღმოაჩენდნენ, მაშინ თბილისს დასჯიდნენ. სტალინმა ავლაბრის არალეგალურ სტამბაში პროკლამაცია დაბეჭდა, რომელშიც ეწერა, რომ ჯორჯიაშვილი ტყუილად იყო დაპატიმრებული და მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. პარალელურად კი, დაიგეგმა ჯორჯიაშვილის გასათავისუფლებელი ოპერაცია, რომელიც სტალინის საბრძოლო ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ჯორჯიაშვილი სასწრაფოდ ჩამოახრჩვეს და მისი გამოხსნა ვერ მოხერხდა.“
ჯორჯიაშვილის გაწირვა „ოხრანკას“ ხრიკი იყო. მეფის რუსეთის უშიშროების სამსახურმა შესანიშნავად უწყოდა სამხედროების შლეგიანობის ამბავი და დარწმუნებული იყვნენ, რომ მეფის „სალდაფონები“ თბილისს ნამდვილად დასჯიდნენ. ამას კი უმართავი პროცესი მოჰყვებოდა. მოსახლეობა აჯანყდებოდა და დიდი სისხლისღვრა იყო მოსალოდნელი. ამიტომ „ოხრანკამ“, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯორჯიაშვილის უდანაშაულობის ამბავი, ახალგაზრდა კაცი ჯარის დასამშვიდებლად გაწირა.
  1921 წელს, სტალინის ინიციატივით, არსენა ჯორჯიაშვილზე მიხეილ ჭიაურელმა კინოფილმი გადაიღო. ის გმირად შეირაცხა,  კომუნისტური მმართველობის პერიოდში მისი ძეგლიც დაიდგა და მისი სახელობის ქუჩაც იყო. აღმოსავლეთ საქართველოში კი ახლაც არის სოფელი ჯორჯიაშვილი. სხვათა შორის, როდესაც სტალინი თბილისში ჩამოდიოდა, ბელადი ყოველთვის გვირგვინს გზავნიდა არსენა ჯორჯიაშვილის ძეგლთან, რომელზეც ეწერა: „თავდადებულ ვაჟკაცს – იოსებ სტალინისგან“. გასული საუკუნის ოციან წლებში კი შეხვედრაზე სტალინს მიხეილ ჭიაურელისთვის უთქვამს: იცი, რომ ჯორჯიაშვილს არ მოუკლავს გრიაზნოვი და მე და შენ ის გმირად ვაქციეთო.
ჭიაურელს რომ მკვლელის ვინაობა უკითხავს, სტალინს უპასუხია: დიდი კაცია და საზღვარგარეთ მუშაობსო.

скачать dle 11.3