კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რომელ უკურნებელ დაავადებებს კურნავს ნიკა თაბუნიძე

   თაბუნიძის საგვარეულო მეთოდით მკურნალობა რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნიკა თაბუნიძე კი წელს მედია-რჩეული  სწორედ იმიტომ გახდა, რომ მას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უამრავი განკურნებული პაციენტი ემადლიერება. კონკრეტულად როგორ მკურნალობს ბატონი ნიკა თაბუნიძე და რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა მასთან ვიზიტისას, სტატიიდან შეიტყობთ.
– ბატონო ნიკა, მინდა, მოგვითხროთ მკურნალობის თქვენს საგვარეულო მეთოდებზე. რომელ დაავადებებს კურნავს თქვენი მალამოები და კონკრეტულად, რომელი დაავადებების მქონე პაციენტებს შეუძლიათ, მოგმართონ სამედიცინო დახმარებისთვის?
– ჩვენი საგვარეულო მეთოდი 20 საუკუნეზე მეტს ითვლის და გადმოეცემა მამიდან  შვილზე – მხოლოდ ბიჭზე.  ჩვენი სამკურნალო საშუალებების 90-95 პროცენტი ბალახოვანი მცენარეებისგანაა დამზადებული. ნაწილობრივ, მესხეთში არსებულ სამკურნალო ქანებსაც შეიცავს, ამ ყველაფერს ემატება ცხოველური კომპონენტებიც. მკურნალობას ექვემდებარება ყველანაირი ნერვის ანთება, გარდა სახის ნერვის ანთებისა. ასევე, იკურნება ინფექციური და რევმატული ართრიტი და ართროზი, ოსტეოქონდროზი, იშიაზი, სქოლიოზი, მარილების დაგროვება. ხერხემლის თიაქარი, პროთრუზია, მიოზიტი, პოდაგრა, დეზი, პლექსიტი; კუჭის, თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
– თქვენს საგვარეულო წამალს აქვს გავლილი ფარმაკოლოგიური შემოწმება, თუ გქონიათ პრაქტიკაში უკუჩვენება?
– წამლებს არც უკუჩვენება აქვს  და არც გვერდითი მოვლენები. იმის მიუხედავად, რომ ყველა  ადამიანი ინდივიდუალურია და მედიცინაც ზუსტი მეცნიერება არაა, პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, რომ პაციენტს არანაირი გვერდითი გართულებები არ დაუფიქსირდება. რადგან ზუსტად  ვიცით, რითი ვკურნალობთ და რა დაავადებებთან გვაქვს საქმე. რომელი პაციენტიც ჩვენი რეკომენდაციით ბოლომდე  მოგვყვება და მკურნალობის სრულ კურსს ამთავრებს, ვაძლევთ იმ შედეგს, რასაც ვპირდებით. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მამაჩემი, ნუგზარ თაბუნიძე 46 წელია, ამ საქმეს ემსახურება და  ჩვენს  სამკურნალო საშუალებებს უკუჩვენება არასოდეს ჰქონია.
– ძალიან ბევრი ქრონიკული და სხვა ტიპის დაავადებები განუკურნავს თქვენს მალამოებს. უფრო დეტალურად გვიამბეთ მალამოების შემცველობის და მისი უნიკალურობის შესახებ. მკურნალობა კომპლექსურად ხდება?
– დიახ, მკურნალობას კომპლექსური და კომბინირებული მეთოდით ვატარებ. წამლის შინაგანი მიღებით ორგანიზმი მდიდრდება და მარაგდება ბუნებრივი მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და პარალელურად ვატარებ მანუალურ თერაპიას, საჭიროების  შემთხვევაში ტრადიციულ მედიცინასაც
მივმართავ.
  ჩემი წამლები სამი სახისაა: დასალევი სითხე, წასასმელი სითხე და წასასმელი მალამოები. ოპერაციის გარეშე ვმკურნალობ ხერხემლის თიაქარს, პროთრუზიას, პროლაპს, დისკოპათიას. ყველა ეს წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია.
– დღეს ბევრი ადამიანი უჩივის ხერხემლის დაავადებებს და თქვენი მალამო ამ მხრივაც უნიკალურია.
– რა თქმა უნდა, რაც ზევითაც აღვნიშნე. ასევე, მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი მკურნალობის შედეგად ადამიანის ორგანიზმი არ განიცდის ქიმიური და ჰორმონული პრეპარატებით გამოწვეულ დისბალანსს და აბსოლუტურად სუფთაა ასეთი მინარევებისგან.
– ძალიან ბევრი თვითმარქვიაა თქვენი საგვარეულო ბრენდის შემთხვევაშიც და თქვენი მალამოს სახელით სპეკულირებს, განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რასთან  გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევებში?
– დიახ, ბევრი შემთხვევაა საქართველოს მასშტაბით. სხვადასხვა ადგილას შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ატყუებენ პაციენტებს, ვითომ მკურნალობენ ჩვენი სამკურნალო საშუალებებით, იყენებენ გამახურებელ, შხამიან მცენარეებსა და  მათ ძირებს და ატყუებენ ადამიანებს. ჩვენი ისტორიულად დასაბუთებული მალამო ერთადერთია, რომლის რეცეპტურაც მხოლოდ  მამაჩემმა – ნუგზარ თაბუნიძემ იცის.  ის უკვე 46 წელია, თბილისში ემსახურება ამ პროფესიას, ხოლო ამავე რეცეპტებითა და მალამოებით მე ბათუმში, ჩემი ძმა კი თბილისში ვკურნავთ პაციენტებს. თვითმარქვიები ვერასდროს შეძლებენ მსგავსი მალამოს დამზადებას. მე ვთხოვ პაციენტებს, ყველას, ვინც აპირებს, რომ თაბუნიძეების უნიკალური მეთოდებით იმკურნალოს, გამოიჩინოს სიფრთხილე და თაღლითების მახეში არ გაებას.
ნიკა თაბუნიძის მადლიერი პაციენტები:
  რამაზ ბოლქვაძე, ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი: წელის არეში მქონდა ძლიერი ტკივილი. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ გავთავისუფლდი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა მეორე კურსის ჩატარებას ვაგრძელებ. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.
  ზაურ ფუტკარაძე (სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი): მქონდა კისრის ოსტეოქონდროზი. გაუსაძლისი ტკივილი გადამდიოდა ხელზე. მთელი ექვსი თვე უშედეგოდ ვიმკურნალე. შემდეგ, ნაცნობის რჩევით წავედი ჩინეთში. ვმკურნალობდი ჩინური ნემსებით, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. მდგომარეობა გამირთულდა, ცალი ხელი დამიწვრილდა. შემთხვევით ჩემმა მოადგილემ გაიცნო ნიკა თაბუნიძე და მასთან მისვლა მირჩია. მივედი მის კაბინეტში. გასინჯვისა და ჩემი ანალიზების ნახვის შემდეგ, მომცა იმედი, რომ მომარჩენდა. სამი კვირის შემდეგ სრულიად გამოვჯანმრთელდი. დიდი მადლობა ბატონ ნიკა თაბუნიძეს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
  დავით ცინცაძე, ხელვაჩაური: ვარ მშენებელი, ვმუშაობ მძიმე სამუშაოებზე და წელის ტკივილი ხშირად მაწუხებდა, მაგრამ სააფთიაქო პრეპარატების მიღებით დროებით ვიმსუბუქებდი. ერთ დღეს, მძიმე საგნის აწევის დროს,  წელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. წელი გამიშეშდა, ვეღარ დავდიოდი, ვერც ერთმა მედიკამენტმა ვეღარ გამიყუჩა ტკივილი. მირჩიეს, ნიკა თაბუნიძესთან მივსულიყავი. მივედი, ჩავიტარე ორი კურსი და სრულიად გავთავისუფლდი ტკივილისგან, დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ. დიდი მადლობა ბატონ ნიკას.
საკონტაქტო
ინფორმაცია:
ბათუმი,
ნიკა თაბუნიძე
ტელ:. 568 03 11 03;
თბილისი,
ნუგზარ თაბუნიძე
ტელ:. 599 22 11 66;
გიორგი თაბუნიძე
ტელ:. 599 44 44 89.


скачать dle 11.3