კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ დაიკავა ქეთო თოფურიძემ 21 წლის ასაკში სერიოზული თანამდებობა და რას უკრძალავს ეკა კახიანი სამივე ქალიშვილს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქეთო თოფურიძე ცნობილი ოჯახის შვილია და პოპულარობა და ხალხის სიყვარული, მისი ოჯახის წევრების მსგავსად, არც თავად აკლია, თუმცა, ქეთომ მათგან განსხვავებული პროფესია აირჩია და უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია.
  ქეთო თოფურიძე: ამ ეტაპზე ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიაში ვმუშაობ.  კომპანიის კომერციული დირექტორი ვარ. მეხება გაყიდვები, მარკეტინგი და ჩემი დღის გრაფიკი მოიცავს შეხვედრებს კომპანიების წარმომადგენლებთან თუ ფიზიკურ პირებთან. ასე რომ, რუტინულად ცხრიდან ექვს საათამდე ოფისში ყოფნა არ მიწევს. კერძო ბიზნესიც წამოვიწყე, რომლის შესახებაც მალე გაიგებს საზოგადოება.
– შენი ასაკისთვის ძალიან სერიოზული თანამდებობა გიჭირავს. როგორ აღმოჩნდი აქ და მოირგე ეს ამპლუა?
– ძალიან ხშირად მეც მესმის ტექსტები: 21 წლის გოგო ამხელა თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდა? ალბათ, ოჯახიდან გამომდინარე, მამამ გაუკეთა, ბიძამ გაუკეთა და ასე შემდეგ. რეალურად, თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთე. კონტაქტებს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არავინ დამხმარებია. მენეჯმენტსა და ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობ – მინდოდა, მუშაობა მენეჯმენტის განხრით დამეწყო. სტაჟირება რამდენიმე კომპანიაში გავიარე, ანუ როდესაც ამ კომპანიაში მოვედი, სრულიად გამოუცდელი არ ვყოფილვარ. აქ პირდაპირ კომერციულ დირექტორად არ დავნიშნულვარ. დაბალი საფეხურიდან – გაყიდვებიდან დავიწყე და ისე მოხდა, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი მუშაობა და დამაწინაურეს. 21 წლის ასაკისთვის საკმაოდ სერიოზული პოზიციაა და არც მიკვირს საზოგადოების კრიტიკა. ბუნებრივია, ადამიანს ამ პოზიციისთვის დიდი გამოცდილება სჭირდება. ამიტომ, მარტო ოჯახი და კონტაქტები არაა გადამწყვეტი. სულ რომ არ მყავდეს ასეთი ოჯახი, ამ ადგილს მაინც დავიკავებდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მათემატიკა, შემდეგ ფინანსები და მენეჯმენტი. პატარა ასაკიდან მოყოლებული, ხან რესტორანს ვხსნიდი და ხან მარკეტს. ბავშვები რომ დედაშვილობანას თამაშობდნენ, მე ბანკობანას ვთამაშობდი (იცინის). ასე რომ, ისეთ ოჯახშიც რომ დავბადებულიყავი, რომლიდანაც ხალხის აზრით, ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი, მე მგონია, რომ მაინც შევძლებდი. ძალიან მონდომებული ვარ და ვფიქრობ, მთავარი ესაა. ნურავის ეგონება, რომ ვინმეს სამსახურში ისეთი კადრი სჭირდება, რომელიც არაფრის გამკეთებელია და უბრალოდ, „ფეისია“. ყველაფერს ჩემით მივაღწიე და ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა. ამიტომაც ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ამაზე ზრუნვა და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.
– ოჯახიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრს წარმოედგინა, რომ შენი პროფესიული არჩევანი ხელოვნებასთან იქნებოდა ახლოს.
– პირველი კლასიდან კარგად ვსწავლობდი მათემატიკას, მერე ცოტა ბიზნესის სფეროში გავერკვიე და ძალიან მომეწონა. ძალიან მიზანდასახული ვარ, თუმცა ერთმა მომენტმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. 12-13 წლის ვიყავი, როცა ეკამ მითხრა: ქეთო, ჩვენს ოჯახში ყველა თავის სფეროში შემდგარი ადამიანია და მოდი, შენც ისე გააკეთე, რომ რასაც აირჩევ, იმაში იყო ძალიან მაგარი. არ უნდა იყო მხოლოდ ჩვენს ჩრდილქვეშ, შენ დამოუკიდებელი, შემდგარი და წარმატებული ქალი უნდა იყოო. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა და გადავწყვიტე, ჩემი ოცნება მიზნად მექცია და სტრატეგიულად მოქმედება დავიწყე. წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელოდება და ძალიან მიხარია, რომ ამის სტიმული წლების წინ დედამ მომცა.
– ეკა მკაცრი დედაა?
– ძალიან ადეკვატური და მეგობრული დედაა. სამი და ვართ და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეკა ჩვენი მეოთხე დაა (იცინის). თუ შენიშვნაა მოსაცემი, პირველი ეკა მაკრიტიკებს, თუ შექებას ვიმსახურებ, პირველი ეკა მეუბნება კომპლიმენტს და სამივე შვილთან ანალოგიური მიდგომა აქვს. ვფიქრობ, რომ სამაგალითო დედაა და ძალიან სწორი აღზრდის მეთოდი აქვს. ამიტომაცაა, რომ სამივე და ინდივიდები ვართ და გამოკვეთილი და განსხვავებული პროფესიული მიმართულებები გვაქვს.
– ასეთი ოჯახის შვილობას რა პლუსები და მინუსები აქვს?
– ყველაზე სასიამოვნოა, როცა ადამიანებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. სადმე რომ მივდივარ და მეკითხებიან, შენ იმედას შვილიშვილი ხარ? ეკას შვილი ხარ? ნინი – დაა? ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა, ვგრძნობ, რომ ჩვენი ოჯახი ძალიან უყვარს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ეყვარები, ესეც ბუნებრივია. მგონია, რომ იმედა და ბებია ფლორა არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ სიყვარულს ჩაუყარეს საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი პროფესიით არ ვარ იმდენად პოპულარული, რამდენადაც ჩემი ოჯახის წევრები, მათგან გამომდინარე, მეც დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რისთვისაც მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ყოველდღიურად შეიძლება, გამაჩერონ ქუჩაში და ისე მომესიყვარულონ, რომ ეს ემოციები დიდხანს გამყვეს. რაც შეეხება მინუსებს, პირველ რიგში, სოციალურ ქსელში ნინის მიმართ დიდი დოზით კრიტიკა მახსენდება. ნინის ცხოვრება ყოველთვის ყველასთვის საინტერესო და აქტუალურია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ზედმეტად აკრიტიკებს ხოლმე. მახსოვს, ძალიან განვიცადე მისი პირადი ცხოვრების ამბებზე რა რეაქციაც ჰქონდათ, განქორწინებას ვგულისხმობ. გარდაუვალია, სოციალურ ქსელში შეხვიდე და მსგავსი სიახლეები არ ნახო. ნინიზე ძალიან უსიამოვნო სტატიები მხვდებოდა, ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი და ვითომ ნინის მიცემული ინტერვიუები. კრიტიკა ხალხისგან, რომელიც ცოტა ბულინგში გადადიოდა. მაშინ 12-13 წლის ვიყავი და ძალიან მხვდებოდა გულზე ეს ყველაფერი. ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემა იყო ნინის განქორწინება. არ წყდება კრიტიკის ქარცეცხლი. თუმცა საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ასეთი ოჯახის წევრობა ძალიან დიდი პლუსია. ბებია და ბაბუა იმხელა სიყვარულს ქმნიან, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. სამი და, ეკა, ბებო, ბაბუ, ნინის და ანასტასიას შვილები, ამხელა ოჯახი სუპერძალაა და ამისთვის დიდი მადლობა ბებოსა და ბაბუს.
– ალბათ, ბევრისგან გსმენია შენ შესახებ – თავში ავარდნილი გოგოა, მაგას რა უჭირს, ასეთ ოჯახში დაიბადაო და რეალურად, როგორი გოგო ხარ?
– ვინმე თუ ჩემზე ფიქრობს, რა ენაღვლება, ასეთ ოჯახში დაიბადაო, მე შეიძლება, ეგეთი წარმოდგენა მქონდეს, სიტყვაზე, ვიღაც ამერიკელ სუპერვასკვლავზე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ის ამერიკელი სუპერვარსკვლავიც და აბსოლუტურად ყველა. ყველას ერთნაირად გვტკივა და ერთნაირად გვიხარია. ყველას ჩვენ-ჩვენი პრობლემა გვაქვს. შეიძლება, ბევრი რამ მაწუხებდეს, მაგრამ საერთოდ არ ვიმჩნევდე. ანალოგიურად ნინის, ეკასა და თუნდაც, ბიონსეს, რომელიც ყველას უპრობლემო ჰგონია. რადგან ცნობილი ხარ, რა გენაღვლება, ესე იგი, ყველაფერი კარგად გაქვს – ეს მცდარი მოსაზრებაა. რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ჩემთვის პრიორიტეტი ცხოვრებაში არის ის, რომ ვიყო კარგი ადამიანი. ჩემ შესახებ, თქვან, რომ ვარ სუფთა, კეთილი და გულწრფელი. მე თვითონ ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები მომწონს. არ მინდა, თავხედურად გამომივიდეს, ცოტა რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა, როგორც მეუბნებიან, კარგი ადამიანი ვარ, რაც ყველა კომპლიმენტს მირჩევნია. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი კი ისაა, რომ ვიყო შემდგარი და წარმატებული. ძალიან აქტიურად ვმუშაობ თვითგანვითარებაზე.
– დები არ კინკლაობთ ხოლმე?
– ჩვენს შორის 6-6 წელია სხვაობა. ნინი ყველაზე უფროსია, შემდეგ – ანასტასია და ყველაზე უმცროსი ვარ მე. ჩემსა და ნინის შორის 12 წელია სხვაობა, მაგრამ ეს ახლა იმდენად აღარ იგრძნობა. ზაფხულში მცხეთაში, ყველა რომ ერთად ვიყრით თავს, სულ ერთმანეთის ტანსაცმელს თუ აქსესუარებს ვიყენებთ და ამას მოჰყვება ხოლმე პრობლემები (იცინის). ძირითადად, ნინი არის დაჩაგრული მაგ ამბავში, რადგან მას აქვს ყველაზე მეტი ტანსაცმელი, გადაცემები მიჰყავს, კონცერტები აქვს და სულ რაღაც ახლის შეძენა უწევს. ასე რომ, ყველა ნინის კარადას ვეცემით ხოლმე და ცოტა იჩაგრება (იცინის). თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გამო სერიოზული კონფლიქტი არ გვაქვს.
– სულ ფორმაში ხარ და შენი სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ გიყვარს გარეგნობაზე ზრუნვა.
– თავის მოვლა აუცილებელიც კია. რაც თავი მახსოვს, მახსოვს ისიც, როგორ უვლის ეკა თავს და დედა ყოველთვის მაგალითია განსაკუთრებით გოგო შვილისთვის. თუმცა, რამეს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ალბათ, გენეტიკა თამაშობს დიდ როლს და ვცდილობ, მეც ხელი შევუწყო. კვირაში ორჯერ მაინც ვივარჯიშო და ღამე არ ვჭამო, ეს ეკას კატეგორიული მოთხოვნაა, რომლის შესრულებასაც სამივე და ვცდილობთ (იცინის).
– რამდენიმე წლის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთე. არ გაგიჭირდა  ამ გადაწყვეტილების მიღება?
– მე დიდად არ მქონდა სურვილი, რომ რინოპლასტიკა გამეკეთებინა. ეს ეკას სურვილი უფრო იყო, დავუჯერე და სწორადაც მოვიქეცი. თუმცა რინოპლასტიკა დიდი რისკია, წინასწარ არ იცი, როგორი შედეგი გექნება და მიხარია, რომ გამიმართლა და პოზიტიური შედეგი მივიღე.
– ჯერ კიდევ სამი წლის წინ წერდნენ, რომ საქმრო გყავდა. ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ ეს ადამიანი ჩემი საქმრო იყო. არასდროს მყოლია საქმრო. მყავდა ერთადერთი შეყვარებული, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და ფოტოებს რომ ვდებდი, თავად გადაწყვიტეს, რომ საქმროა. თუმცა, ორი წელია, ერთად აღარ ვართ. ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ აღარ მქონია ასეთი ურთიერთობა, თუმცა, არც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საჭიროა. ახლა მარტო ვარ. ეს პერიოდი განსაკუთრებულად ვზრუნავ თვითგანვითარებაზე და სიყვარულიც, ალბათ, თავისთავად მოვა.
– გადაწყვეტილებებს მარტივად იღებ?
– ვერა და ალბათ, არცაა ცუდი, რომ ბიჭთან მარტივად ვერ ვიჭერ ურთიერთობას. თუმცა, ბავშვობიდან წარმოდგენილი მაქვს, როგორი ოჯახი მექნება. მინდა, ბევრი შვილი მყავდეს, ქმარი და ძალიან დიდი ოჯახი, მაგრამ ჯერ ასაკის გამოც არ ვჩქარობ. როგორც ვთქვი, სხვა პრიორიტეტები მაქვს, მაგრამ ახლაც რომ შემიყვარდეს ვინმე, წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა არ მეჩქარება და არ განვიცდი, რომ მარტო ვარ.
– ბანალური კითხვაა, მაგრამ ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორი ბიჭები მოგწონს?
– პირველი და ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭს ჰქონდეს საკუთარი საქმე და იყოს შემდგარი და წარმატებული იმ სფეროში, რომელშიცაა. თუ ჩემი ასაკისაა, შეიძლება, ჯერ ასე არ იყოს, მაგრამ გეგმა და მიზანი ჰქონდეს. თუ ასაკით უფროსი იქნება, უკვე ძალიან წარმატებული უნდა იყოს. ყველაზე მეტად წარმატებულ და შემდგარ ადამიანებს ვაფასებ. ამიტომ, მინდა, ჩემი მომავალი სიყვარულიც ეგეთი იყოს (იცინის). ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს კარგი ადამიანი, რაციონალური, ჭკვიანი და არ იყოს ბოროტი.

скачать dle 11.3