კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№34 ზაფხულში მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები გაიკეთეთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სახის კანი მუდმივად ითხოვს ზრუნვას, მით უმეტეს, ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზის სხივები მასზე ნეგატიურად მოქმედებს.  სახის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ქიმიური შემადგენლობის მქონე კრემების ხმარებას, სჯობს საკუთარი ძალისხმევით სახლში ჩაიტაროთ მარტივი პროცედურები. განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ნიღბები, რომელთა დამზადებაც სახლის პირობებში ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე შეიძლება.
  მაიონეზისგან დამზადებული სახის ნიღბები ყველა ტიპის კანს უხდება და საუკეთესო ეფექტს იძლევა, ამიტომ, თავის მოვლის საშუალებად მისი გამოყენება ძალიან ეფექტური, სასარგებლო და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია. თან, სახლის პირობებში მაიონეზის შემცველი ნიღბის დამზადება მინიმალურ დროსა და მარტივ ინგრედიენტებს მოითხოვს.
  მაიონეზი კანის დამარბილებელი საშუალებაა. მისი გამოყენება გასაოცარ ეფექტს იძლევა იმ შემთხვევაშიც, თუ მას დამატებით არაფერს შევურევთ. თუმცა, თუ თქვენს კანს სირბილესა და ტენიანობასთან ერთად, აღდგენაც სჭირდება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაფლისა ან ლიმონის დამატება მოგიწევთ. უკეთესია, თუ მაიონეზი ზეთისხილს შეიცავს, არანაირი ხელოვნურ დანამატები და ემულგატორები არ აქვს.
  გაითვალისწინეთ, შემოთავაზებული სახის ნიღბის რეცეპტები ეფექტური და რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვინც არანაირ ალერგიულ ფონს არ უჩივის.
  * მაიონეზის ნიღაბი – 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის შემცველი მაიონეზი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და ნახევარი საათის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი, დაარბილებს და დაატენიანებს თქვენს კანს.
* მაიონეზისა და თაფლის ნიღაბი – ატენიანებს სახის კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს მათ. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი ამავე რაოდენობის მაიონეზს და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* მაიონეზისა და ლიმონის ნიღაბი – კარგია მათთვის, ვისაც გამონაყარი აწუხებს. 3 სუფრის კოვზ მაიონეზს დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე ნაზად. ნუ გაიჩერებთ დიდხანს. ჩამოიბანეთ, მაქსიმუმ, 5 წუთში და შედეგს თავად დაინახავთ.
скачать dle 11.3