კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში. მომავალში, სიტუაცია რომ დაწყნარდება, სურვილი მაქვს, სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაში უცხოეთში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი მიზნის განსახორციელებლად?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, სანკტ-პეტერბურგი რუსეთში, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. სწორედ ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.
კითხვა: დავიბადე 1980 წლის 14 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. გთხოვთ მიპასუხოთ, წარმატებული იქნება თუ არა ჩემი კარიერა ამ სფეროში?
პასუხი: თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. იმავდროულად, დემოკრატი, რადგან სხვებსაც მისცეთ არჩევნის გაკეთების საშუალება. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ იქნებით მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შეძლებთ საკუთარი საიდუმლოს დაცვას, მაშინ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი მომავალი წლისთვის მოსამზადებელი პერიოდია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2005 წლის 15 მარტს, ღამის პირველის თხუთმეტ წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის ქორწინება სასურველი?
პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის ის, რომ დაეყრდნოს დადებითი თვისებების გამოვლენას, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, დაეყრდნოს დიპლომატიას. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.
скачать dle 11.3