კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მაკა შალიკაშვილი: ჩემს ყველა შეცდომაზე ვაგებ პასუხს და მიგია კიდეც

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მსახიობი მაკა შალიკაშვილი ყოველთვის გამოირჩევა არაორდინარული ჩაცმულობით, უშუალობით და იმ გენეტიკური მახასიათებლებით, რომელიც მას წინაპრებიდან გენეტიკურად ერგო. როგორც თავად ამბობს, მასში იღბლის კოდი დედ-მამის ხშირად შექებამ ჩადო და საწუწუნოც არაფერი აქვს. ხოლო, როგორი ცხოვრების გზა გაიარა მან, რის გამო მიიჩნევს თავს წარმატებულად და როგორი ურთიერთობა აქვს შვილთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  მაკა შალიკაშვილი: გავიარე და ახლაც გავდივარ ძალიან საინტერესო და ჭკუის სასწავლებელ ცხოვრების გზას. ზოგადად, ყველას ცხოვრების გზა საინტერესოა, თავისი სირთულეებითა და სიმარტივეებით. მთავარია, შენ როგორ აღიქვამ, რას იღებ და რას სწავლობ მისგან. ჩემს განვლილ ცხოვრებას მონტაჟს ნამდვილად ვერ გავუკეთებ, ვერაფერს ამოვჭრი და ვერც გავიმეორებ. მთავარია, ის დღეს აღარ გავიმეორო.
– ანუ, შენ შენს შეცდომებზე სწავლობ?
– მე მხოლოდ ჩემი შეცდომებიდან კი არა, კარგიდანაც, ცუდიდანაც და სხვის მაგალითზეც ვსწავლობ. თუ ვინმეს შენიშვნას აძლევენ, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ იგივე შენიშვნა მეც არ მივიღო. ანუ, მაქსიმალურად ვცდილობ, არ აღმოვჩნდე მსგავს სიტუაციაში, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ორ წამში, მის როლში ვიყო. მარტო შეცდომებიდან არა, კარგიდანაც უნდა ისწავლო ადამიანმა. ყველა ადამიანი, თავის შეცდომებზე აგებს პასუხს, ხანდახან – გვიან, ხანდახან – ადრე. შენივე სინანულიდან გამომდინარე ხდება ის პასუხისგებაც. თუ ფიქრობ, რომ შენ შეცდომა დაუშვი, ის დანაშაულის შეგრძნება აუცილებლად გამოიწვევს პასუხისგებას და გეცოდინება, რატომ აგე პასუხი. მე ჩემს ყველა შეცდომაზე ვაგებ პასუხს. ღმერთი კი არ გსჯის, შენივე სინდისი გაგებინებს პასუხს და შეცდომასაც გაღიარებინებს. ასე რომ, მინანია კიდეც და პასუხიც მიგია.
– ბედისწერის გჯერა? თუ ადამიანი თავად ქმნის თავის ბედს და როგორია შენი ბედის ხაზი?
– ბედისწერის მჯერა. საკუთარი ბედის ხაზი ყველა ადამიანს აქვს, რომლითაც უნდა იაროს. ჩემი ბედის ხაზი კი ძალიან იღბლიანია. სხვათა შორის, ბავშვობიდან მახსოვს, მშობლები სულ ამბობდნენ: მაკა იღბლიანი გოგოაო. ხშირად ამ სიტყვების თქმით, სწორედ, მათ ჩადეს ჩემში წარმატებების კოდი და ამან იმოქმედა კიდეც. როცა გეუბნებიან: შენ იღბლიანი ხარ, შენ წარმატებული ხარ, კარგი ბედი გაქვს... ეს ტვინში იდება, ილექება და ზუსტად ასე მოქმედებს მთელი ცხოვრება. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა მშობელს, ნუ დაენანებათ, აქონ თავიანთი შვილები, ხშირად უთხრან, რომ წარმატებული ბედი დაჰყვათ. ზუსტად, ასეთი კოდი ჩავდე ჩემს შვილში. თანანო 13 წლისაა და არასოდეს დამნანებია მისთვის საქებარი სიტყვები. ტყუილია, ადრე რომ იცოდნენ თქმა: ბავშვი არ შეაქო, თორემ გათამამდებაო. პირიქით, ქებით ადამიანში წარმატების კოდს დებთ. მე სწორ შექებაზე ვამბობ, დაუმსახურებლზე არა. ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, უჭირთ, უთხრან მეორე ადამიანს, რომ კარგად წაიკითხა ლექსი, კარგად ითამაშა და ამის მაგივრად, იყენებენ სიტყვებს: როგორ აფრენ, რა გიჟი ხარ, რა მაგრად გაკლია... გეკითხებიან: უბედური ხარ? მაგრამ  მე, ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, წავიკითხე ლექსი და წამომივიდა ცრემლები. სრულიად უცხო ადამიანებმა, უამრავი საქებარი სიტყვა მითხრეს და დამიწერეს, არ დაენანათ. ზოგადად, თუ ლექსი წაიკითხე და ცრემლი მოგდის, ადამიანები ვერ იჯერებენ,  რომ ბედნიერი ხარ. ფიქრობენ – ესე იგი, არ გაქვს საქმე კარგად. იმას კი არ აანალიზებენ, რომ ეს განცდის ცრემლია და არა ტკივილის. თუ ემოციური ხარ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აფრენ ან ავად ხარ? მოკლედ, ადამიანებს შეუძლიათ, ყველაფერი დაგაბრალონ, ოღონდ არ გითხრან: ბრავო, რა მაგარი ხარო. მე რომ კარგად ვარ, ჩემს მიკროსამყაროში და ვიღაც სადღაც ცუდადაა,  ადამიანი ვარ და მაწუხებს, განვიცდი. ლექსის თქმის დროს კი, პატარა სპექტაკლს დგამ, თამაშობ და განცდა გეძალება. ამ დროს მხოლოდ შენს თავზე ხომ არ საუბრობ?
– მაკა, არასდროს ლაპარაკობ პირადზე. რატომ?
– მართლია, ჩემს პირადზე არ ვსაუბრობ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემს პირადში ყველაფერი შესანიშნავადაა. და, კიდევ გეტყვით, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში, არის ერთი მთავარი ადამიანი – თინათინი, იგივე თანანო, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია. მის მიმართ სუბიექტური ვარ და მომწონს ისეთი, როგორიც არის, თავისი ხასიათით და თვისებებით. კარგი დედაშვილური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ხშირად ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ და ამბობს: დედიკო, შენ ჩემი „ბესტ ფრენდი“ ხარო (იცინის). თანანო ძალიან დამემსგავსა. ერთხელ, სარკეში რომ ვიხედებოდი, გავიფიქრე: რა ნაცნობი მზერა მიყურებს, სად მინახავს-მეთქი... მერე მივხვდი, რომ იგივე მზერა ჩემს შვილში მინახავს. თვალებში რომ ჩავხედავ, ჩემს სახეს ვხედავ.  ახლახან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მე და ჩემმა შვილმა დუეტში ვიმღერეთ და მეუბნებოდნენ: განსაკუთრებული დედაშვილობა გაქვთო. არ მესმის, რას ნიშნავს განსაკუთრებული დედაშვილობა. ყველა დედაშვილობა განსაკუთრებულია.
– ახლა, რა გზას გადიხარ ცხოვრებაში?
– ძალიან კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყველა მსახიობს უნდა, სადაც ცხოვრობს, თეატრიც იქვე ჰქონდეს, მაგრამ მე გორის თეატრში წასვლა მომიწია. შესაბამისად, ყოველდღე მიწევს დედაქალაქიდან გორში მგზავრობა, ხან მანქანით, ხან „მარშუტკით“ და ხან ავტობუსით. საშინლად ვწვალობ. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, რადგან რეალიზებული და დაკავებული ვარ. მე ჩემს ცხოვრებაში იმდენი ჩემზე და ბევრ სხვაზე ნიჭიერი სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი მინახავს, რომელთა ნიჭსაც, უბრალოდ, ვერ იყენებენ, რომ მიფიქრია: მე როგორ უნდა წამომცდეს დღეს და  რამეზე დავიწუწუნო, გამოვთქვა უკმაყოფილება ამ რეალობაში, ამ ქვეყანაში, სადაც ამდენი დაკარგულ-ჩაკარგული მარგალიტია, ვინმემ როლი არ მომცა და არ დამაკავა-მეთქი. მე იმხელა სიყვარულს ვგრძნობ ხალხისგან, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ, და არ ვიკეთებ სათვალეს იმის გამო, რომ დავემალო პოპულარობას, სითბოს და სიყვარულს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასული, იმდენ ბედნიერებას ვიღებ, ვერც კი წარმოიდგენთ. მიხდიან ფულს, მეფერებიან, მიღიმიან... ზოგს არ სჯერა, როგორ შეიძლება, მაკა შალიკაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდეს და მეუბნებიან: როგორ ჰგავხართ მაკას. მე კიდევ, ვეუბნები: არ ვიცი, ვინ არის მაკა, მე კარგი გოგო ვარ-მეთქი (იცინის).
– ყოველთვის გამოირჩევი არაორდინარული, განსხვავებული ჩაცმულობით, ეს შენი შინაგანიდან მოდის თუ, უბრალოდ, მოდას მიჰყვები და უსწრებ წინ?
– განსხვავებულად და უცნაურად ვიცვამდი ბავშვობიდან და შემთხვევით არ მოვხვდი ხათუნა კობახიძის ბრენდის სახედ. ასეთივე გოგოა ხათუნაც და ზუსტად ვიპოვეთ ერთმანეთი. ყოველთვის მიყვარდა განსხვავებული, ჩემებური ჩაცმა და მიხარია, რომ ნიჭიერი დიზაინერის სამოსის სახე ვარ. ზოდიაქოთი ლომი ვარ და ეს ნიშანი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. ასე რომ, განსხვავებულობაც მიყვარს, ყურადღების ცენტრში ყოფნაც და  ადამიანებთან კონტაქტიც. მიყვარს, როცა პოზიტივს გავცემ და უკან იგივე მიბრუნდება. ხშირად ვიღლები და ისევ პოზიტიურ ადამიანებთან კონტაქტით ვივსებ ჩემს ენერგიას. ძალიან გამიმართლა, რომ იმ ოჯახში დავიბადე, სადაც დავიბადე, რომ მყავს ასეთი მშობლები და წინაპრები და არ მიწევს ბრძოლა ჩემს თავთან ვიყო კეთილი, არ შემშურდეს სხვისი წარმატების. ეს თვისებები მათგან გენეტიკურად მერგო.

скачать dle 11.3