კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 სად აქვს ადამიანს მესამე თვალი და რა მძიმე დაავადებებს იწვევს ბიოლოგიური საათის დარღვევა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  კიბო, დიაბეტი, ჭარბი წონა – ამ დაავადებების გამომწვევი შეიძლება, თქვენი საძინებლის წინ ანთებული ქუჩის ფანარი გახდეს...
  ადამიანის ორგანიზმი ევოლუციის შედეგად სრულყოფილ მექანიზმად ჩამოყალიბდა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ადაპტაცია მოვახდინოთ ყველაზე რთულ, აუტანლად მძიმე სიტუაციებში. ერთნი ორგანიზმის ამ თვისებას დიდი წარმატებით იყენებენ. სხვანი კი – პირიქით და როგორც უვიცი მექანიკოსი, ცდილობენ, ყველა ღილაკს ერთდროულად დააჭირონ თითები, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. თუმცა, ადამიანის ორგანიზმს, ისევე როგორც მანქანას ან რომელიმე მექანიკურ აგრეგატს, კომპიუტერს და ასე შემდეგ, თან ახლავს დაწვრილებითი ინსტრუქცია, რომელიც საათობრივადაა გაწერილი... აი, მაგალითად: ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე საუკეთესო დროა, რომ ადამიანი დაიბადოს და გარდაიცვალოს. ღამის პირველი საათი ყველაზე ცუდი დროა ფიქრისთვის. დილის 6 საათიდან დღის 11 საათამდე ინფარქტებისა და ინსულტების განვითარების საუკეთესო დროა. შუადღე დროა სტრესების გასაძლებად. დღის 2 საათზე ყველაზე ნაკლებად გრძნობ ტკივილს. დღის 3-დან 4 საათამდე საუკეთესო დროა სპორტული რეკორდის დასამყარებლად. საღამოს 7-დან 9 საათამდე დასაშვებია, სპირტიანი სასმელების მიღება და არ შეიძლება ბურღულეული და ქონიანი საკვები. ღამის 10 საათზე კი თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოს მიწევისა და მარტოობისგან.
  ჩვენი ორგანიზმის ყველა პროცესს მართავს უნიკალური მექანიზმი, რომელიც გვკარნახობს, თუ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ დღის ამა თუ იმ მონაკვეთში. ცხოველების მაგალითი რომ ავიღოთ, თუკი ფერმაში მომვლელი დროზე არ მიუტანს მათ საკვებსა და წყალს, მაშინ ფერმის მობინადრეები ბღავილსა და შფოთს იწყებენ, რაც თავისთავად მოქმედებს, მათი წონის მატებაზე, რაც ხორცის რაოდენობაში აისახება, ძროხების შემთხვევაში კი მათ წველადობაზეც – თითქმის 10 პროცენტით იკლებს. თუკი ადამიანი სისტემატურად დაარღვევს ცხოველების ბიოლოგიურ რიტმს, ისინი ავადდებიან. ამიტომ საჭიროა ზუსტად მივყვეთ იმ ბიოლოგიურ ქრონომეტრს, რომელიც მათშია. სწორედ  მის მიხედვით აწვდის ტვინი კუჭს სიგნალს, შედეგად კი წარმოიშობა კუჭის წვენი, აგრეთვე, ნივთიერება კორტიზოლი, რაც ორგანიზმზე ჭიქა მაგარი ყავასავით მოქმედებს. აფხიზლებს მას და ითხოვს საკვებს. მატულობს სხეულის ტემპერატურა და იწყება დღის სასიცოცხლო პროცესები. ანუ ბიოლოგიური საათი ყველა ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო ციკლის გენერაციას ახორციელებს და საუკეთესო ვარიანტია, რომ ეს ციკლი არ დავარღვიოთ. თუმცა, ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი მუდმივად ივიწყებს ამას და არღევს ბიოლოგიური რიტმის გრაფიკს, რაც ყველაფერში გამოიხატება. მაგალითად, ჩაატარეს ექსპერიმენტი და ცნობილ სპორტსმენს შესთავაზეს, ველორბოლაში საკუთარი რეკორდი დილით გაემეორებინა, თუმცა მისთვის ამ წარმატების მისაღწევი ოპტიმალური დრო დღის 3-4 საათი იყო. დილით, ანუ ბიოლოგიური რიტმის დარღვევით მან ეს ვერ შესძლო და რეკორდი მხოლოდ და მხოლოდ დღის 3-4 საათზე დაამყარა, ანუ მაშინ, როდესაც ამას მისი ბიოლოგიური დრო უჩვენებდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენ ბიოლოგიური დრო გვმართავს. საინტერესოა, თუ რა მართავს თავად ბიოლოგიურ დროს?
  ძველი ინდოელები ფიქრობდნენ, რომ ყველა ადამიანს აქვს აღქმის საგანგებო ორგანო – მესამე თვალი. მითების მიხედვით, ღმერთები მისი მეშვეობით იყურებოდნენ სამყაროში, ადამიანები კი ღმერთებისგან იღებდნენ მითითებებს. ასევე, მიაჩნდათ, რომ ადამიანი მესამე თვალით იღებდა სიგნალებს კოსმოსიდან, რომლის შედეგადაც ირთვებოდა და იწყებოდა ყველა ფსიქოლოგიური პროცესი...
  სინამდვილეში მესამე თვალი სულაც არაა მითი ან ტყუილი. ძველად ხვლიკებს შუბლზე მართლა ჰქონდათ ჩვეულებრივი მესამე თვალი, რომელიც ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს არეგულირებდა. ევოლუციის პროცესში ეს ორგანო თავის ტვინში შევიდა და გადაიქცა ჯირკვლად, რომელსაც ეპიფიზი ეწოდება. მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს მუხუდოს ზომის ჯირკვალია ბიოლოგიური საათის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. დღეს ის იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც მილიონობით წლის წინ – მესამე თვალი. ის (ეპიფიზი) ორგანიზმის დღიურ და სეზონურ რიტმებს არეგულირებს. ეპიფიზი დღემდე შეიცავს იმ პიგმენტურ უჯრედებს, რომლებიც ჩვენს თვალს აქვს. ეს უჯრედები იღებენ რა თვალისგან სიგნალს, რეაგირებას ახდენენ სინათლისა და სიბნელის პერიოდებზე, ანუ ხელს უწყობენ ან წყვეტენ ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას.
  ჰორმონი მელატონინი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი პრეპარატია, აგრეთვე ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორია, ანუ ჰორმონია, რომელიც ჩვენს იმუნოსისტემას ინახავს. როგორც კარგ მექანიკურ საათს სჭირდება დაზეთვა მუშაობისთვის, ასევე მელოტონინი სჭირდება ჩვენს ბიოლოგიურ საათს. სიბნელის დადგომასთან ერთად, ის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს და ჩვენს ორგანიზმს აძლევს სიგნალს, რომ ძილის დროა. ღამის 2-3 საათისთვის მელოტონინის გამოყოფა პიკს აღწევს. დილისთვის კი მისი გამოყოფა მცირდება და საღამოსთვის მისი რაოდენობა ორგანიზმში ძალიან მცირეა. სინათლის რეჟიმის დარღვევა მელოტონინის გამომუშავების დარღვევას იწვევს. ეს კი მრავალი დაავადების რისკია, რადგან ირღვევა ბიოლოგიური საათის რიტმი. საკმარისია, ღამით, მძინარეს სულ რაღაც 15 წამით ჩაურთოთ სინათლე, რომ მელოტონინის გამომუშავება წყდება, ხოლო ეს თუ კვირაში 4-ჯერ მაინც მეორდება, ადამიანის ორგანიზმში მძიმე დაავადებების გაჩენის რისკი ოთხჯერ იზრდება.
  ღამის ქალაქის რეკლამის შუქი, ფანრები და განათება ჩვენი ორგანიზმისთვის სხივური დაბინძურებაა. ხოლო თქვენი საძინებლის წინ ქუჩაში ანთებული ფანარი კი ნელი მოქმედების ბომბია, რადგან ეს ყველაფერი მელოტონინის გამომუშავებას აფერხებს. დიდი რისკის ქვეშ არიან პოლარული წრის იქით მცხოვრები ადამიანები, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგელებიც. იქ ხომ წელიწადში სამი თვე თეთრი ღამეებია და ეს დამღუპველად მოქმედებს ადამიანებზე. სწორედ სანკტ-პეტერბურგის ონკოლოგიურ ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც ორწელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. ერთნაირი ასაკის თაგვებს ორგანიზმში შეუყვანეს ნივთიერება კანცეროგენი, რომელიც კიბოს იწვევს. შემდეგ ისინი სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი ცხოვრობდა მუდმივი განათების ქვეშ. მეორე ჯგუფი ჩვეულებრივი შუქის რეჟიმში. მესამე კი – სიბნელეში. პირველი ჯგუფის თაგვების ორგანიზმში მელოტონინის შემცველობა მიზერული იყო და ისინი კიბოთი მალე დაიხოცნენ. მეორე ჯგუფის თაგვებს მელოტონინის ნორმალური შემცველობა ჰქონდათ და კიბოთი იშვიათად ავადდებოდნენ. მესამე ჯგუფის თაგვები კი საერთოდ არ ავადდებოდნენ და მელოტონინის შემცველობა ორგანიზმში მაღალი ჰქონდათ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ორგანიზმში მელოტონინის შემცველობის გასაზრდელად სულაც არ არის საჭირო სიბნელეში ცხოვრება და საკმარისია მივიღოთ მელოტონინის აბები.

скачать dle 11.3