კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№33 მემკვიდრე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #31-32(1023)


კუკიანის სანქციიდან მესამე დღეს, შუადღეზე ბესო ქობულაძე საკუთარ კაბინეტში ტელეფონით დაავადებათა სტატისტიკას ისმენდა და სიგარეტს აბოლებდა. უცებ ოთახში ქეთო შანიძე შემოვარდა და ქობულაძეს უთხრა:
– ბესო, ბესო, ჩქარა წამოდი, ვასო კვდება.
– რა დაემართა? – იკითხა ბესომ.
– ბავშვებთან თამაშობდა ეზოში, უცებ ჰაერში შეხტა და მიწაზე დაენარცხა. საშინელი კანკალი აუვარდა და პირიდან წითელი დუჟი გადმოსდის. ალბათ, დაცემისგან ფილტვები გაუსკდა და სისხლს აღებინებს, – გაჰკიოდა ძიძა.
– კანკალებს და პირიდან წითელი დუჟი გადმოდის? – აუღელვებლად იკითხა ბესომ.
– ჰო, ჰო, სისხლს აღებინებს. ბესო, ადექი, რას უზიხარ, ჩქარა წამოდი! – ხმას აუწია ქეთომ.
ბესომ მობილური გათიშა, ჯიბეში ჩაიდო, წამოდგა, კარიკენ გაემართა და ძიძას უთხრა:
– მოვდივარ, ქეთო. შენ კი დამშვიდდი. ვასო ისეთი კაჟია, რომ  არაფერი მოუვა.
სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, ბესო თაროზე დადებულ პლასტმასის თეთრ ბოთლს დასწვდა, ჯიბეში ჩაიდო და დერეფანს გაეუყვა. ეზოში რომ გავიდა, ვასო კვლავ მიწაზე იწვა და კანკალებდა, მაგრამ პირიდან უკვე ლურჯი დუჟი გადმოსდიოდა. ტყუპები თვალებგაფართოებულები უყურებდნენ ამ სცენას. ბესომ ქეთოს ანიშნა – ბავშვები გაიყვანეო. შემდეგ ჯიბიდან პლასტმასის ბოთლი ამოიღო, გახსნა, ორი წითელი აბი ხელის გულზე დაიდო და მოკანკალეს გვერდით ჩაიცუცქა. შემდეგ ყბაზე ხელი მოუჭირა და პირი ბოლომდე გააღებინა, აბები ჩაუყარა და წამოდგა. როგორც კი ვასომ ორივე აბი გადაყლაპა, კანკალი და დუჟი შეუწყდა, თუმცა თვალებდახუჭული უძრავად იწვა და სახეზე მიტკლის ფერი ედო.
ბესო ჩაფიქრებული მისჩერებოდა ვასო ჯორბენაძეს. ამ დროს ჩქარი ნაბიჯით მომავალი ქეთო გამოჩნდა და ეს სურათი რომ იხილა, იფიქრა – ვასო მოკვდაო და სანამ აკივლდებოდა, თავში ხელები წაიშინა, მაგრამ ბესომ არ დაანება:
– არ იკივლო, ცოცხალია.
– ცოცხალია? – გაიმეორა ძიძამ.
– ჰო. ცოცხალია, ახლა მას სიმშვიდე სჭირდება. ოთარსა და გიგილოს დაუძახე და უთხარი, სტუმრების საძინებელში აიყვანონ და დააწვინონ. მეც მალე მოვალ, – უთხრა ბესომ ძიძას და კაბინეტისკენ გაემართა.
ოთარი მებაღე იყო, გიგილო კი – „ზავხოზი“, რომლებიც ფაქტობრივად, ბესოს ვილაში ცხოვრობდნენ და დიდად ეხმარებოდნენ მას. ორივე საკმაოდ პატიოსანი ადამიანი იყო და რაც მთავარია, ენაზე კბილის დაჭერა იცოდნენ. მათ ვასო სტუმრების საძინებელში მოათავსეს. მალე ოთახში ბესოც შევიდა და მათ მიმართა:
– ხვალამდე შეგიძლიათ, დაისვენოთ. დილას გელოდებით. აი, თქვენი ბონუსები, გამომართვით.
– ბესომ ოთარსა და გიგილოს მოზრდილი კონვერტები გადასცა, რომლებშიც ხუთას-ხუთასი დოლარი იდო და გაისტუმრა.
***
ვასო ჯორბენაძის პირიდან დუჟდენის მესამე, ხოლო გულიკო კუკიანის სანქციიდან მეექვსე დღეს, მაიორ ანზორ ხიდაშელმა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლებიც „ჭანჭიკასა“ და ბესო ქობულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის აუთენტიკურობას ცალსახად და მყარად ადასტურებდნენ. მაიორმა ეს დასკვნა მინისტრს მიუტანა და ჰკითხა:
– რას მიბრძანებთ, ბატონო გენერალო, რა ვქნა?
– რა უნდა ქნა, ის, რასაც ასეთ შემთხვევებში კანონი ითვალისწინებს. მის წინაშე ყველა ერთნაირები ვართ და მან არ იცის არც გენერალი, არც მაიორი, არც მილიონერი და არც მათხოვარი, – მიუგო მინისტრმა.
– დავაპატიმრო? – იკითხა ხიდაშელმა.
– სასწრაფოდ დაკითხვაზე გამოიძახე და მერე, ალბათ, დაპატიმრებაც მოგიწევს, – თქვა მინისტრმა.
მაიორი თავის კაბინეტში დაბრუნდა და ბესოს დაურეკა.
– გისმენთ, ბატონო ანზორ, – უპასუხა ბესო ქობულაძემ.
– ბატონო ბესარიონ, თქვენთან სასწრაფოდ გასაუბრება მინდა და სამინისტროში უნდა გამოცხადდეთ, ჩემს კაბინეტში, – უთხრა მაიორმა.
ბესო ქობულაძემ პაუზა გააკეთა, შემდეგ ჩაეცინა და ხიდაშელს უთხრა:
– ბატონო ანზორ, ერთი თხოვნა მაქვს და უარს ნუ მეტყვით.
– დიახ, გისმენთ.
– მოდი, ჩემთან შევხვდეთ და აქ ვისაუბროთ.
– არა, ბატონო ბესარიონ, თქვენთან არ გამოვა. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ ჩემს კაბინეტში ვისაუბროთ, – მტკიცედ უთხრა მაიორმა.
– ბატონო ანზორ, მერწმუნეთ, რომ სწორედ, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ჯობია, რომ ერთმანეთს ჩემს კაბინეტში შევხვდეთ. გარწმუნებთ, რომ უსაფრთხოება გარანტირებული გექნებათ და აქ ცუდი არაფერი გემუქრებათ.
– ცუდი რა უნდა მემუქრებოდეს ვითომ? – ირონიით თქვა ხიდაშელმა.
– არც არაფერი. მით უმეტეს, რომ თქვენებიც აქ არიან, რომლებიც უკვე ერთი კვირაა, პერიმეტრს მიმაგრებენ და თუკი სადმე გავდივარ, კუდზე მასხედან. შეგიძლიათ, ისინიც შემოიყვანოთ. ადგილი აქ ბევრია და ყველანი დავეტევით, – თქვა ბესომ.
ანზორ ხიდაშელი მიხვდა, რომ უარყოფას აზრი არ ჰქონდა და მას თავის მართლება გამოუვიდოდა. ამიტომ ბესოს მიუგო:
– კარგი, მაქსიმუმ, ერთ საათში თქვენთან ვიქნები.
***
მაიორს ბესო ქობულაძე ეზოში შეეგება, კაბინეტში აიყვანა და როცა ორივე სავარძელში მოკალათდა, საუბარი ბესომ წამოიწყო:
– გისმენთ, ბატონო მაიორო. ბრძანეთ, ჩემთან შეხვედრა რატომ გსურდათ.
ხიდაშელმა მაგიდაზე თაბახის ფურცლებიანი ფაილი დადო და მასპინძელს უთხრა.
– ესაა რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა იმ სატელეფონო საუბრის აუთენტიკურობაზე, რომელიც ამ ათიოდე დღის წინ გაიმართა თქვენსა და უცნობ, ძიებით დაუდგენელ პირს შორის. ამ ფაილში ასახულია საუბრების სრული ტექსტი. თუმცა მე აუდიოჩანაწერიც მაქვს და შემიძლია, მოგასმენინოთ.
მაიორის ხმაში საზეიმო-მოიერიშე ტონი იყო გამოკვეთილი. ანზორ ხიდაშელი ფიქრობდა, რომ ამგვარი საუბრით „ათიანში მოარტყამდა“ და ბესო ქობულაძის თავდაჯერებულობას წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად აქცევდა. ერთი სიტყვით, დამნაშავეს ბოროტმოქმედებაში ამხელდა და ცოლის მკვლელობას აღიარებინებდა. თუმცა, ბესომ მაიორს მშვიდად უთხრა:
– რა საჭიროა თვალებისა და ყურების ზედმეტი გადაღლა. მე ამ საუბრის ყველა დეტალი მახსოვს.
მასპინძლის პასუხმა მაიორს აფიქრებინა, რომ ქობულაძე ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე ან მასპინძელი თავს ისულელებდა და უთხრა:
– თქვენ ხვდებით მაინც, რა მოჰყება ამ საუბარს?
– რა? – იკითხა ბესომ.
– რა? – მხრები აიჩეჩა გაოცებულმა მაიორმა, ბესოს ფაილზე მიანიშნა და დააყოლა, – თქვენ თუ ამ საუბრის შინაარსს აღიარებთ, გამოდის, რომ თქვენი მეუღლის მკვლელობას აღიარებთ და ისღა დაგრჩენიათ, სწორი და დეტალური ჩვენება მომცეთ. დანარჩენს კი სასამართლო გადაწყვეტს.
ბესოს გაეცინა. ფაილისკენ გაიშვირა ხელი და მაიორს უთხრა:
– თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ თქვენ ჭეშმარიტებას ღაღადებთ და დამნაშავე ვარ, მაგრამ ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩანს ხოლმე. მაშინაც კი, როდესაც სიმართლის ცალსახა ბეჭედს ერთდროულად რამდენიმე ექსპერტიზა სვამს.
– გეყოფათ დემაგოგია, ბატონო ბესარიონ. ამ ექსპერტიზებს წყალი არ გაუვა. ჩვენ თქვენი დაპატიმრება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეგვეძლო, მაგრამ ბატონმა მინისტრმა არ ქნა და ექსპერტიზების დასკვნას ველოდებოდით. აი, სწორედ, ამიტომ დაგიწესეთ თვალთვალი.
– მე ექსპერტიზებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, – ხელები ასწია ბესომ.
– აბა, რა გინდათ?
– მოდი, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. მეთანხმებით?
– მივყვეთ, – თქვა ხიდაშელმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ამ დემაგოგიით ქობულაძე თავის დაძვრენას ცდილობდა და გამორიცხული არ იყო, რომ მისთვის ქრთამიც კი შეეთავაზებინა.
– ვადასტურებ, რომ ამ საუბრის ერთ-ერთი მონაწილე მე ვარ, მაგრამ მეორე ვინაა იცით? – თქვა ბესომ.
– მის დადგენაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – მშრალად თქვა მაიორმა.
– კეთილი და პატიოსანი, მიმდინარეობს დადგენის პროცესი. თავდაპირველად მეც არ ვიცოდი, ვინ იყო ის გარეწარი, მაგრამ მაინც მოვახერხე ამის დადგენა და ამაში იმ ნაძირლის შეცდომა დამეხმარა. იმ გარეწარმა ჩემთვის თავგზა რომ აებნია და ცრუ კვალზე დავეყენებინე, გამოსასყიდი ასი ათასი დოლარი მომთხოვა. მე, რა თქმა უნდა, ეს თანხა იქ მივუტანე, სადაც მიმითითა და იმ კრეტინს ეგონა, რომ მაჭამა, თუმცა თავად ჭამა და „ჭანჭიკა“ მახეში გაება, – თქვა ბესომ.
– „ჭანჭიკა“ ვინღაა?
– ვინ და ის წვრილხმიანი უცნობი, ვისი პიროვნების დადგენაზეც პოლიცია ინტენსიურად მუშაობს. ამ ნაძირალას მთელი კუშის ხელში ჩაგდება უნდოდა, თუმცა ერთი კაპიკიც არ ეკუთვნოდა.
– უფრო კონკრეტულად, ბატონო ბესარიონ? – თქვა მაიორმა, რომელიც ჯერჯერობით ვერაფერს ხვდებოდა და კვლავ იმ აზრზე იყო, რომ მასპინძელი თაღლითობდა.
– კი ბატონო, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ. როგორც იცით, მე არც თუ ისე ცუდი ფარმაცევტი ვარ და ქიმიაში ვერკვევი. სხვაგვარად წამლებს ვერ დავამზადებდი. თუმცა, შემიძლია, ასევე დავამზადო საწამლავი, ნახევრად საწამლავი, მათი გამანეიტრალებელი და ასე შემდეგ. მოკლედ, ის ასი ათასი დოლარი, „სკოჩი“, ტელეფონიც გველის ბალახის ხსნარით გავჟღენთე, რომელიც ამ ყველაფერს შეახმა. საქმე კი ისაა, რომ ამ ხსნარით გაჟღენთილ ნივთებს ხელს თუ შევახებთ, კანის მეშვეობით ორგანიზმში აღწევს და სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში ადამიანს კონვულსიები, პირიდან ჯერ წითელი, შემდგომ კი ლურჯი დუჟი გადმოდის. ეს სანახავადაა ეფექტური, თორემ ადამიანისთვის სასიკვდილო ზიანი არ მოაქვს. ის შეშდება და მკვდარს ემსგავსება, თუმცა ფიზიოლოგიურად არაფერი მოსდის. თუ გინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში შეინარჩუნო, მაშინ ძაღლბალახას წვენისგან დამზადებული აბები უნდა მისცე. ხოლო თუკი გინდა, რომ ის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, მაშინ მას თხის რძეში ამოვლებული ველური ყურძნის ქიშმიში უნდა გადააყლაპო და ჩიტივით იქნება. ამას მე თქვენ მოგვიანებით გაჩვენებთ. ის ნაძირალა ჩემი მეუღლის ნახევარძმა ვასო ჯორბენაძეა, რომელიც თავს მის ბიძად, დედის ძმად ასაღებდა და სიმართლეს ძველი საარქივო დოკუმენტებით მივაგენი. ეს ვიგინდარა უკვე სამი დღეა, ჩემთანაა და სულ მალე წარმოგიდგენთ.
– „ჭანჭიკა“ ეგაა? – იკითხა ხიდაშელმა.
– დიახ. ეგ ბრძანდება, – მიუგო მაიორს ბესომ და ოთახში შემოსულ ოთარს თავით რაღაც ანიშნა. ორიოდე წუთის შემდეგ ოთარმა და გიგილომ კაბინეტში გორგოლაჭებიანი საკაცე შემოაგორეს, რომელზეც გაშეშებული „ჭანჭიკა“ იწვა.
– აი, ეს ნაძირალა, – თქვა ბესომ და წამოდგა. ვასოს პირში გარეული ყურძნის ქიშმიში ჩაუდო და დაელოდა.
სულ რაღაც ორიოდე წუთში „ჭანჭიკა“ გონს მოვიდა, მიმოიხედა და ბესო და პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მაიორი რომ დაინახა, იკითხა:
– რა ხდება, ბესო, ხომ მშვიდობაა?
– გააჩნია, ვისთვის, შე ნაძირალა, – ბრაზით მიუგო ბესომ და დაამატა, – აბა, ყველაფერი მოყევი. რისთვის ჩაჩორტე ეს ყველაფერი და რატომ ასაღებდი თავს ბიძად?
„ჭანჭიკას“ არც კი უცდია თავის დაძვრენა, წამოდგა და პირდაპირ თქვა:
– დედაჩემმა ძალიან მცირეწლოვანმა, 16 წლისამ გამაჩინა და მისმა დედ-მამამ მე მის ძმად გამაფორმეს. მაშინ სირცხვილი იყო მარტოხელა დედობა და მას არავინ ითხოვდა ცოლად. ხოლო რაც შეეხება ჩაჩორტვას, მინდოდა, რომ მარიკას სიკვდილისა და შენი დაპატიმრების შემდეგ ტყუპების კურატორი გავმხდარიყავი და ქონება ჩამეგდო ხელში. აი, მთელი ამბავიც.
– მარიკას ამბავი საიდანღა გაიგე? – ჰკითხა ბესომ.
– დედაჩემისგან. მე ის ხელში ჩამაკვდა და სანამ სულს დალევდა, მითხრა, მარიკას მიხედე, არ აწყენინო, ის შენი დააო. შემდეგ ორსულობის ამბავი მომიყვა და მოკვდა კიდეც, – თქვა ვასომ, – შემდეგ ირონიით დაამატა, მე, რა თქმა უნდა, დავაშავე, მაგრამ სად მე და სად შენი დანაშაული. მე სიხარბემ მძლია, შენ კი – ეჭვმა დაგიბნელა გონება და ცოლი მოკალი, ტყუპები დააობლე და გააუბედურე.
ბესომ „ჭანჭიკას“ სილა გააწნა და იატაკზე დაანარცხა, შემდეგ მაიორს მიუბრუნდა და უპასუხა:
– სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მართლა გამიელვა თავში, მოვკლავ და მერე თავსაც მოვიკლავ-მეთქი. თუმცა, რომ დავფიქრდი და ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი, რომ მარიკა სიკვდილს არ იმსახურებდა და ჩემი გამოძიებისთვის ხელი რომ არ შეეშალა, ის, უბრალოდ, დავაძინე. გუშინწინ კი ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოდიშიც მოვუხადე.
ოთახში მოღიმარი მარიკა გამოჩნდა, რომელიც მაიორს მიესალმა, მეუღლეს კი გვერდით მიუჯდა.
მხოლოდ ამის შემდეგ აღიქვა სრულად მაიორმა ანზორ ხიდაშელმა, რა მოხდა სინამდვილეში. ტელეფონი მოიმარჯვა და ვილის პერიმეტრზე მდგომ ოპერჯგუფის უფროსს დაურეკა.
– მანქანა გაამზადეთ და პატიმარი წაიყვანეთ, გელოდებით!
– ვინ პატიმარი, ბატონო მაიორი? – იკითხა ოპერჯგუფის უფროსმა.
ხიდაშელმა ზიზღნარევი მზერა ესროლა იატაკზე მჯდომ „ჭანჭიკას“ და ტელეფონში ირონიით თქვა:
– ვინ და ერთი შეუმდგარი მემკვიდრე...
დასასრული
скачать dle 11.3