კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ უნდა გამოაცოცხლოთ გამომშრალი თმა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზაფხულის სიცხეში თმა ძალიან ბევრ მინერალს კარგავს და მარტივად ზიანდება. გარდა ამისა, სხვა დამატებითი პროცედურები, რომლებსაც ჩვენს თმას ვუტარებთ, საკმაოდ აზიანებს მას. ყველაზე კარგ თმის მოვლის საშუალებად, ნატურალური პროდუქტი ითვლება. სწორედ ის, რაც სახლში ყველას გვაქვს. ამიტომ, გაცილებით მარტივია თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა და მისი მოვლა. გთავაზობთ, რამდენიმე ნატურალური და ბუნებრივი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან, აღადგენს მის ბუნებრივ ბზინვარებას და საუკეთესოდ დაატენიანებს მას:
  ზეითუნის ზეთი – ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. კარგი ეფექტისთვის, ზეითუნის ზეთი, სასურველია შეათბოთ. თბილი ზეთი, წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. თავზე დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს, ნახევარი საათის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ შამპუნი. პროცედურა, რეგულარულად გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
  ძმარ–  საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გამომშრალ და დაზიანებულ თმას ეხება. ნუ შეგაშინებთ ძმრის უსიამოვნო სუნი, ის თმაზე არ რჩება. სამაგიეროდ, ყოველი პროცედურის შემდეგ, თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე ხდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ, სველ თმაზე ან ერთი სუფრის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ დაახლოებით, 5-დან 10 წუთამდე. თუ ამ მეთოდს კვირის განმავლობაში ორჯერ გამოიყენებთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ.
  კვერცხი – კვერცხის გული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი.
  ლიმონი და თაფლი – თმის დაზიანების წინააღმდეგ, ლიმონისა და თაფლის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ, შამპუნით ჩამოიბანეთ.
  მინერალური წყალი – მინერალური და გაზიანი წყალი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან მასში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ნახშირორჟანგი. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას, აღიდგინოს ტენიანობა.
  მაიონეზი – მაიონეზი კვერცხითა და ცხიმით მზადდება, რაც თქვენს თმას არა მარტო შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს, არამედ შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. ნიღბის დასამზადებლად მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. დაიფარეთ თავზე საშხაპე ქუდი და გაიჩერეთ, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  ლუდი – გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, როგორ დარბილდება და იბზინებს თქვენი თმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისთვის დაგჭირდებათ: 4 სუფრის კოვზი ლუდი, 3 სუფრის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შამპუნით.
скачать dle 11.3