კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 გამჟღავნებული საიდუმლო

ოლივია დარნელი   

  ჯერომი ენინგტონის ბიძა მოულოდნელად მოკლეს, თანაც, გაურკვეველ გარემოებაში. გაზეთებში ასეთი ინფორმაცია გამოჩნდა. „მოკლულია მისტერ ლეის ენინგტონი. შეძლებული, შუახნის ჯენტლმენი“. მან ქონება უცხოეთში დააგროვა. ცოლი არ შეურთავს და მისი ერთადერთი მემკვიდრე ჯერომი  ენინგტონია. ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ჯერომი და მისი ცოლი ვალების გამო ხელმოკლედ იყვნენ და ბიძა მათ ყველანაირად ეხმარებოდა. მონადირის სახლიც, სადაც მკვლელობა მოხდა, მისტერ ლეისმა იყიდა. სწორედ, იქ გარბოდა ხოლმე, როცა მაღალი წრის ხმაურიანი წვეულებები ბეზრდებოდა. პატრონების არყოფნის პერიოდში სახლს ეკონომი ქალი უვლიდა. ლეისი მეგობრებსაც ხშირად ეპატიჟებოდა სანადიროდ. ტრაგედიის დღეს სახლში მხოლოდ ენინგტონ ლეისი, მისის ენინგტონი და ეკონომი ქალი იყვნენ. ჯერომი ენინგტონი იმ დილით ადრიანად გაემგზავრა ლონდონში. მეორე დილას კი ცოლისგან შეტყობინება მიიღო: „სასწრაფოდ ჩამოდი. გუშინ საღამოს ბიძია მოკლეს. თუ შეძლებ, იპოვე კარგი დეტექტივი. ნებისმიერ შემთხვევაში, სასწრაფოდ დაბრუნდი. ზოი“. შემთხვევის ადგილზე  სკოტლანდიარდელი  ინსპექტორი  ჩამოვიდა  და პირველად  ეკონომი ქალი და მისის ენინგტონი  დაჰკითხა. ახალგაზრდა ენინგტონი კიდევ არ იყო ჩამოსული. როგორც კი ჯერომი დაბრუნდა, გვერდზე გაიხმო. ენინგტონმა გააპროტესტა – ჯერ ცოლი უნდა ვნახოო, მაგრამ, ინსპექტორმა არ გაუშვა.  
  ეკონომი თმაშევერცხლილი, შუახანს მიტანებული, წელგამართული ქალი იყო. შავ, სადა  კაბაში გამოწყობილი. სავარაუდოდ, მკვლელი პირისპირ მან ნახა.  ქალმა მოყვა, რომ ის კაცი სადილის მერე მოვიდა და თქვა, რომ მისტერ ლეისის ნახვა უნდოდა. თავისი ვინაობა არ დაუსახელებია. ბატონი მისის ზოისთან ერთად ბიბლიოთეკაში ჩაის  სვამდა. ეკონომი ქალი მისტერ ლეისის დასაძახებლად გაემართა, მერე კი ქალბატონთან ერთად სამზარეულოში ჩავიდა. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, სრულ სიჩუმეში გასროლის ხმა გაიგონეს. ხმა იარაღების ოთახიდან გაისმა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ეკონომმა ქალმა და მისის ენინგტონმა ოთახს ეზოს მხრიდან შემოურბინეს. ფანჯარა ღია იყო. ბატონი იატაკზე ეგდო და სისხლში ცურავდა. კედელზე ჩამოკიდებული იარაღების კოლექციას ერთი დამბაჩა აკლდა. მკვლელი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ვერც ეკონომმა ქალმა და ვერც მისის ენინგტონმა, რომლის სილამაზემაც ინსპექტორი მაშინვე მოხიბლა,  იდუმალი სტუმრის გარეგნობა ვერ აღწერა. ინსპექტორი  ეკონომი ქალის და მისის ენინგტონის ჩაცმულობით დაინტერესდა.
ულამაზეს  ქალბატონს  საცხენოსნო შარვალი და ტანზე მომდგარი თეთრი ჯემპრი ეცვა, თავზე კი ტყავის პატარა, მხედრული ქუდი ეხურა. მისტერ ენინგტონის ალიბი ეჭვს არ იწვევდა – ის ნამდვილად გაემგზავრა ლონდონში. ჯერ ბანკში იყო, მერე მთელი საღამო დახურულ კლუბში გაატარა.   ინსპექტორის ინტერესის არეალში უფრო ეკონომი ქალი იყო. მან იკითხა კიდეც: რა ტრანსპორტით ჩავიდა ეკონომი ქალი მონადირის სახლში და რომელი საშუამავლო კომპანიის საშუალებით იქირავა ის ოჯახმა. დილით ადრე კი ეკონომი ქალი უკვალოდ გაქრა – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა. მონადირის სახლიდან დასახლებულ პუნქტამდე მხოლოდ ორი ძველისძველი  ტაქსით – „ფორდით“ შეიძლებოდა მისვლა. ორივე „ფორდი“ იმ ღამით სადგურზე მორიგეობდა. ამ აღწერილობის ქალი იქ საერთოდ არ უნახავთ, არც უცხო მამაკაცი შეუნიშნავს ვინმეს წინა დღის განმავლობაში. იმედგაცრუებული ინსპექტორი უმწეო მდგომარეობაში იყო. ენინგტონები სასოწარკვეთილები იყვნენ. ინსპექტორი ნანობდა, რომ ეკონომი ქალი მაშინვე არ დააპატიმრა... დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი ეკონომი ქალი იყო და ის  ხელიდან გაუსხლტა. მან ამის შესახებ თანამეწყვილეს მოუყვა და გამოძიების დეტალები გაუმხილა.
– ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სამარცხვინო ამბავი დამემართა.
– ნუთუ? –  თვალები მოჭუტა მან.  მე  კი ზუსტად ვიცი, მკვლელი ვინ არის. ერთადერთი სხვა რამ მაფიქრებს – მტკიცებულებები.  
– რა მტკიცებულებები, დევიდ?    ეკონომი ქალი უკვალოდ გაქრა-მეთქი.
– ეკონომი ქალი ვერ გაქრებოდა, იმიტომ, რომ არც არასოდეს არსებობდა, – თქვა მოულოდნელად  დევიდმა. ინსპექტორმა  გაოცებისგან პირი დააღო:
– მაგით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ მკვლელი მისის ენინგტონია. ასე ნუ მიყურებ, მაცადე, ყველაფერი ვთქვა. მოტივი, რა თქმა უნდა, ქონებაა, რომელიც მათ ამ მკვლელობით დარჩათ. რა ფუნქცია ეკისრებოდა ეკონომ ქალს? ერთადერთი – მას უნდა გაემყარებინა მისის ენინგტონის ალიბი. მკვლელობის მომენტში ის ქალბატონის გვერდით იყო. უცნობსაც, ანუ მკვლელსაც, კარი მან გაუღო. დაფიქრდი, ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ მისტერ ლეისს ტყვია ზურგიდან ესროლეს კეფაში.
– ჰო, მაგრამ მე ვნახე ის ქალი. შემიძლია, დავიფიცო, – აღშფოთდა ინსპექტორი.
– ჩემო მეგობარო, ქალებისადმი თქვენი დამოკიდებულება, ერთხელაც იქნება, დაგღუპავთ. მარტო ახალგაზრდებს აკვირდებით, ხანში შესულებს კი ზედაც არ უყურებთ. არც გაზეთებიდან ამონაჭრებს კითხულობთ. სხვათა შორის, მშვენიერი კოლექცია დამიგროვდა.
– ეგ ამ საქმესთან რა კავშირშია?
– იმ კავშირში, რომ ზოი, იგივე ზოია ენინგტონი, სანამ ბარონესა გახდებოდა, მსახიობი იყო. იმ სახლში მარტო ერთი ქალი იყო. ზოი ენინგტონი. მან, უბრალოდ, კარგად შეასრულა ეკონომი ქალისა და გულდათუთქული ჭირისუფლის როლი. ტანზე შემოტმასნული ჯემპრი საკმარისი აღმოჩნდა შენი ეჭვის ბოლომდე გასანეიტრალებლად, თუმცა, მაინც ვერაფერს ვიზამთ, მტკიცებულებების არქონის გამო. იდეალურად დაგეგმილი მკვლელობაა და  მკვლელი შეძლებს თავისი ნამოქმედარით დატკბობას.
ცოლ-ქმარმა ენინგტონებმა სრულად მიიღეს მემკვიდრეობა. მაგრამ, ხუთი თვის შემდეგ ცოლ-ქმარი ენინგტონები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როცა რივიერაზე თავიანთ ვილაში მიფრინავდნენ. სამართალი მაინც აღსრულდა.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3