კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 7 აპრილს. გოგონების მიმართ ძალიან პრეტენზიული ვარ. გთხოვთ მირჩიოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ვიქნები ბედნიერი და თუ შეიძლება, ამიხსენით ჩემი პრეტენზიულობის მიზეზი.
პასუხი: თქვენ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. ვერძები ძალიან პრეტენზიულები არიან პარტნიორების მიმართ. ქალის მიმართ თქვენი მოთხოვნათა ნუსხა ძალიან დიდია. ამიტომ, თუ პარტნიორი ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ანუ ვერ არის კარგი დიასახლისი, კარგი გარეგნობის და ასე შემდეგ ცხადია, თქვენ ქვეცნობიერად უგულვებელყობთ მას. თუ რაიმეს მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ. აქედან გამომდინარე, უნდა შეძლოთ და თქვენი მოთხოვნილებები ცოტათი შეარბილოთ. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი თქვენთვის კარგია ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან: ვერძთან, ტყუპებთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან. ასევე, არა უშავს ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობასაც, რადგან ის კარგი დიასახლისია და შარმიც აქვს. მოერიდეთ ურთიერთობას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, რათა პრობლემებს აარიდოთ თავი.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 16 ოქტომბერს, 15 საათზე. მაინტერესებს იუპიტერისა და თეთრი მთვარის მდებარეობა ჩემს ზოდიაქოში. იქნებ მიპასუხოთ?
პასუხი: თქვენ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. იუპიტერი მდებარეობს მესამე გრადუსში ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და ასევე, თეთრი მთვარეც. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც მეტად იქნებით ქალწულივით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ნებისყოფიანი და პრაქტიკული, ასევე, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი, საქმეში უღალატო, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამსჭვალული, მით მეტად გააძლიერებთ წარმატების მიღწევის შანსს.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 25 ნოემბერს, დილის 5 საათზე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებას?
პასუხი: მისთვის კარგია ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, მთარგმნელობითი საქმე, ფილოლოგია, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი. ამ სფეროებში წარმატების მიღწევის შანსი ძალიან დიდი აქვს.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 5 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან. მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კი კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები სასიკეთოდ წაგადგებათ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ ხასიათში გამოავლენთ ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, დახარჯავთ ფულს ყაირათიანად, მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ასევე, იყავით მიზანდასახული, რომ შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით, მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. იყავით დიპლომატიური ურთიერთობების დროს, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვეთ, იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები. სადაც საჭიროა, იმოქმედეთ იმპროვიზებულად. ესენი თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორები და წარმატების მომტანი თვისებებია.
скачать dle 11.3