კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა პასუხი მისწერა სტალინმა ბრიტანეთის მონარქს, გეორგ მეექვსეს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მავანნი სტალინს სისხლიან ტირანს უწოდებენ და ამ მოსაზრებას იმით ამყარებენ, რომ საბჭოთა ბელადი სამშობლოს მოღალატეებს უმკაცრესად სჯიდა... პროფესორი ეროფეი კონკოვი წერს: „ყირიმის კონფერენციის ხელშეკრულების მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანელებსა და ამერიკელებს საბჭოთა კავშირისთვის ყველა ის კაზაკი მებრძოლი უნდა გადაეცათ, ვინც ჰიტლერის მხარეზე იბრძოდა. ძირითადად ესენი იყვნენ, ეგრეთ წოდებული, „კაზაკური“ გვარდია, კაზაკთა მე-15 საკავალერიო კორპუსი, აგრეთვე, ისინი, ვინც გერმანელებთან ერთად გაიქცნენ ქვეყნიდან – თერგის, ყუბანისა და დონის კაზაკები. მათი საერთო რაოდენობა 60 ათასი ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ ცნობილი თეთრგვარდიელი გენერლები – კრასნოვი, შკურო, დოშმანოვი და ნაუმენკო. აგრეთვე, 2 ათასზე მეტი მეფის ოფიცერი, რომლებსაც ხელები საბჭოთა ადამიანების სისხლში ჰქონდათ გასვრილი. ნიშანდობლივია, რომ კაზაკთა ნაწილები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ გამორჩეულები და „ესესელებზე“ არანაკლებ სასტიკ მხეცობებს სჩადიოდნენ... 1945 წლის 2 მაისს კაზაკური გვარდიის ნაწილებმა გერმანიიდან ავსტრიისკენ დაიწყეს გადაადგილება აღმოსავლეთ ტიროლის მიმართულებით, რათა ბრიტანელებს ჩაბარებოდნენ. ალპებზე გადასვლისას მათ გზა გადაუკეტეს იტალიელმა პარტიზანებმა და დანებება მოსთხოვეს. თუმცა მათ პარტიზანები გაანადგურეს და დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე ბრიტანელებს ჩაბარდნენ. ერთი სიტყვით, ყირიმის ხელშეკრულების მიხედვით 1945 წლის ივნისის მეორე ნახევრისთვის, საბჭოეთმა 60 ათასი კაზაკი მიიღო. მათ შორის 15 ათასი მოხუცი, ქალი და ბავშვი იყო. ქალებსა (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, თუ ქალები ჯაშუშები ან საბჭოთა ჯარისკაცების მკვლელი სნაიპერები იყვნენ) და ბავშვებს ხელი არავინ ახლო და ისინი მოხუცებთან ერთად სპეციალურ დასახლებებში განათავსეს. 45 ათასი მოღალატე მებრძოლი კანონის სრული დაცვით გაასამართლეს. მათგან 3 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს, დანარჩენებს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა გამოუტანეს და გააციმბირეს.
  სასამართლო პროცესები მოღალატე კაზაკებზე „ცივი ომის“ დაწყების მერეც გაგრძელდა და რადგან სტალინი და საბჭოთა კავშირი უკვე აღარ მოიაზრებოდნენ ანგლო-ამერიკელების მოკავშირეებად, ყოფილმა „მეგობრებმა“ „კაზაკური კარტის“ გათამაშება გადაწყვიტეს და სტალინზე პოლიტიკური შეტევა განახორციელეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „კაზაკთა ძალებმა მეორე მსოფლიო ომში არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ ჩვენს მაშინდელ მოკავშირეებსაც დიდი ზიანი მიაყენეს. კაზაკები განსაკუთრებული სისასტიკით იყვნენ გამორჩეულები და სწორედ ამიტომ დაგვთანხმდნენ ბრიტანელები და ამერიკელები მათ გადმოცემაზე ომის დამთავრების მერე. ამაში არაფერი იყო უჩვეულო და უკანონო, თუმცა სავსებით სამართლიანი სასჯელი, რომელიც კაზაკების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირმა გამოიყენა და ადრე მასზე სიტყვასაც არავინ სძრავდა, „ცივი ომის“ დაწყების შემდეგ სცადეს, ჩვენს წინააღმდეგ შემოებრუნებინათ. ამერიკელებმა ჟურნალ-გაზეთებში ააგორეს ანტისაბჭოური კამპანია და წერდნენ, რომ კაზაკების უფლებები ირღვეოდა და ათასობით ადამიანს ხვრეტდნენ. ამ კაზაკების დანაშაულზე კი (მათ შორის, თვით ამერიკელების წინააღმდეგ) სიტყვასაც კი არავინ ძრავდა და ისე გამოდიოდა, რომ საბჭოთა კავშირის მთავრობა და პირადად სტალინი „უცოდველ“ კაზაკებს ანადგურებდა. ბრიტანელებმა კი ამ პროცესს (კაზაკების დაცვას) ოფიციალური ელფერი შესძინეს და მაშინდელმა მონარქმა გეორგ მეექვსემ (ამჟამინდელი დედოფლის, ელისაბედ მეორის მამა) პირადად სტალინს გაუგზავნა სამეფო ტიტულიან ფურცელზე დაბეჭდილი წერილი, რომელშიც ეწერა: „ყოვლად აღმაშფოთებელი და გაუგონარი უზნეობაა ის, რასაც თქვენის ნებართვით ახორციელებენ კაზაკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად გადმოგეცით და მათ ყოვლად უმოწყალოდ ანადგურებთ. კატეგორიულად მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ მსგავსი სისასტიკე და მკაცრად დაიცვათ ადამიანთა უფლებები...“
  მონარქის ეს წერილი დიდი ბრიტანეთის ყველა მოწინავე ჟურნალ-გაზეთში გამოქვეყნდა, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტი იყო. თანაც, ძალიან ბინძური. სტალინმა ბრიტანეთის მონარქს ამ წერილის მეორე გვერდზე ინგლისურად, საკუთარი ხელით მოკლედ მიაწერა: „ვინ ვინ, მაგრამ თქვენ რომ გმობთ ვითომდა ჩვენს უზნეობას, რაც სიცრუეა, გირჩევნიათ, გაიხსენოთ ის ჭეშმარიტი უზნეობა, რაც მისმა აღმატებულებამ, დიდი ბრიტანეთის მონარქმა გეორგ მეხუთემ ჩაიდინა, როდესაც თავის ბიძაშვილს, იმპერატორ ნიკოლოზ მეორესა და მის ოჯახს არ მისცა თავშესაფარი, რითაც ისინი, ფაქტობრივად, გაწირა და რასაც მე იმთავითვე ვეწინააღმდეგებოდი...“ ეს პასუხი და სტალინის მიერ მინაწერი წერილის ფოტო ჯერ საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა, შემდგომ კი ისინი მოწინავე ევროპულმა პრესამ გადაბეჭდა და დასავლეთმა უკუეფექტი მიიღო...“
  სტალინმა, რომ იტყვიან, ათიანში მოარტყა, როდესაც ბრიტანელ მონარქს საკუთარი ხელით დაწერილი წერილი გაუგზავნა და შეახსენა, თუ როგორ გაწირა ჯორჯ მეხუთემ თავისი ბიძაშვილი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას გარეგნულად. ისიც ცნობილია, რომ მხოლოდ სტალინი იყო წინააღმდეგი მეფის ოჯახის დახვრეტისა, თუმცა ეს საკითხი უმრავლესობით გადაწყდა. ამას გარდა, ბრიტანულ მხარეს, სწორედ, სტალინის ინიციატივით გადასცეს იმ სხდომის (პოლიტბიუროს) ოქმების ასლები, სადაც მკვეთრადაა გამოხატული სტალინის პოზიცია, რომელიც ყოფილი იმპერატორის დახვრეტის წინააღმდეგი იყო... ამგვარად, სტალინის მორიგი „გაშავების“ მცდელობა ამ ოპერაციის მონაწილეებს უკან მიუბრუნდათ.“

скачать dle 11.3