კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ ავირიდოთ თავიდან ეპილეფსიური შეტევა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, როცა დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს, გონებასაც კარგავს ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა, იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (ძირითადად, კრუნჩხვითი გულყრა).
  ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს. ახალი შემთხვევები განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით ხშირია ჩვილებსა და ასაკოვნებში, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გვიან ბავშვობასა და ადრეულ მოზარდობაში, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია ჩვილობისა და ბავშვობის ეპილეფსიების გაქრონიკულებულობით (არასწორი მართვის გამო).
   ერთჯერადი გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას. მხოლოდ 2 არაპროვოცირებული გულყრის შემთხვევაში ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება.
  ვინაიდან ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა, დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. გულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად, თვითშეჩერებადი) სიმპტომებით:
* კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში);
* მეტყველების შეჩერება;
* არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები ხელებსა და ფეხებში;
* ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა;
* ფსიქიკური სიმპტომები (ქცევისა და აზროვნების შეცვლა).
  სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გულყრის ტიპზე. უმეტეს შემთხვევებში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს აქვს ერთი და იმავე ტიპის გულყრები, შესაბამისად, ყოველ შემდგომ ეპიზოდში სიმპტომები მსგავსია.
  ეპილეფსიური შეტევების თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: უნდა გქონდეთ სრულფასოვანი ძილი. მოერიდეთ კაშკაშა შუქს. ტელევიზორის დიდხანს ყურებას, სინათლის ეფექტით დატვირთულ ადგილებს: დისკოთეკებს, ღამის კლუბებს, მგზავრობისას ფანჯრიდან ცქერას, მზიან ადგილას დიდხანს ყოფნას. თავი აარიდეთ უარყოფით ემოციებს. ცხელ, დაორთქლილ სააბაზანოში დიდხანს ყოფნას. ადამიანმა, რომელსაც ეპილეფსია აქვს, აბაზანაში ან შხაპის ქვეშ დიდხანს არ უნდა ინებივროს.
  გულყრების ხშირი და ზოგჯერ ერთადერთი მიზეზი პარაზიტული ჭიებით დასნებოვნებაა. ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთა უმეტესობას გულყრები აცრის შემდეგ უხშირდება. ასეთი ბავშვის მშობლებმა იმუნიზაციის ჩატარებამდე კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ. გულყრების გახშირებას ხელს უწყობს ზოგიერთი არაეპილეფსიური მედიკამენტი, ამიტომ სტომატოლოგიური, ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა პრობლემების შემთხვევაში ეპილეფსიით დაავადებულმა ექიმს აუცილებლად უნდა აუწყოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რათა სპეციალისტმა მედიკამენტის დანიშვნის დროს სათანადო სიფრთხილე გამოიჩინოს. საკვებში უნდა შეიზღუდოს შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები, კოფეინი და ალკოჰოლი.
скачать dle 11.3