კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ტუბერკულოზის მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
* ხველა ნახველით;
* სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა;
* წონის კლება;
* სისხლიანი ნახველი;
* ტკივილი გულმკერდის არეში;
* უმადობა;
* საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;
* ქოშინი.
  ტუბერკულოზი უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ტუბერკულოზით დაავადებული ყველა ადამიანი გადამდები არ არის. ინფექციის წყაროა მხოლოდ ბაცილაგამომყოფი პაციენტი, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერთან ერთად თვალით უხილავი, უმცირესი წვეთების სახით გამოყოფს ტუბერკულოზის მიკრობაქტერიას. თუ ის ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაისუნთქა, შესაძლოა, დაინფიცირდეს. მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საზოგადოდ, ტუბერკულოზი არ არის ისეთი მწვავე ინფექცია, როგორიც, მაგალითად, გრიპი, რომლით ინფიცირებისთვის ზოგჯერ ერთი კონტაქტიც კი საკმარისია. ინფიცირების რისკი მაღალია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულთან გვაქვს ხანგრძლივი კონტაქტი დახშულ, ცუდად ვენტილირებულ გარემოში და როდესაც არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები: არასასურველი ყოფითი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების გამოყენება, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ფილტვების ქრონიკული სნეულებები).
  ფილტვების დაავადებისას და ტუბერკულოზის დროს კარგ შედეგს იძლევა ხალხური რეცეპტებით მკურნალობა. გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც გაგიადვილებთ გამოჯანმრთელებას:
  230 გრამი თაფლი, 200 გრამი გადამდნარი ბატის ქონი, 15 სადილის კოვზი ალოეს წვენი, 150 გრამი კაკაოს ფხვნილი, 1,5 ჩაის კოვზი დანაყილი ცარცი, 3 ჭიქა გარჩეული კედრის თხილი გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ. მიღებული მასა მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ 4-ჯერ დღეში - 1 სადილის კოვზი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ რძეში.
  ფილტვების ანთების დროს:  ერთმანეთში აურიეთ 50 გრამი კარგად გაქნილი ნიორი და 250 გრამი ბატის ქონი და რამდენიმე წუთით ორთქლის აბაზანაზე მოათავსეთ. მიღებული ნაზავი სქლად წაუსვით პერგამენტის ქაღალდს და დაიდეთ გულმკერდის არეზე, ოღონდ მოერიდეთ გულის არეს. ზემოდან დაიფინეთ კომპრესის ქაღალდი (შეგიძლიათ, ცელოფანიც გამოიყენოთ), კარგად დააფიქსირეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით.
  მრავალძარღვა შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების დროს. ის აქრობს ანთებით პროცესს, არის კარგი ანტისეპტიკური საშუალება, ახორცებს ჭრილობებს, კარგად მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე, ხსნის ტკივილს, კარგი ამოსახველებელი და სისხლის გაწმენდის საშუალებაა. მრავალძარღვას ფოთლების ნაყენით შესაძლებელია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხველების ან რესპირატორული დაავადების მოშორება, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ფილტვების ტუბერკულიოზი და პლევრიტი.
скачать dle 11.3