კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩავიდინე ცოდვა, რომელიც ძალიან მაწუხებს. მოძღვართან ერთი სიტყვით ვთქვი მის შესახებ, მაგრამ წვრილმანები არ დამიკონკრეტებია და მასაც არ უკითხავს. როგორ გავიგო, შემინდო თუ არა ღმერთმა ეს ცოდვა, მით უმეტეს, რომ ისევ მაწუხებს მასზე ფიქრი.
პასუხი: თქვენი ცოდვა შენდობილია, რადგან მოძღვართან აღსარებაზე თქვით, მაგრამ დაუფიქრდით, თავად რატომ არ დააკონკრეტეთ დეტალები – ეს იყო სირცხვილის გამო თუ მისი მიჩქმალვა გინდოდათ. მონანიე ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ყალბი სირცხვილის გრძნობისგან და ისე თქვას აღსარება. მართალია, არ არის აუცილებელი ყველა დეტალის აღწერა, თან თუ მოძღვარი არ გეკითხებათ, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩადენილი ცოდვის რომელიმე ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ის აუცილებლად უნდა თქვათ, რათა მოძღვრის რჩევამ სარგებელი მოგიტანოთ, მით უმეტეს, თუ მისი უთქმელობა შემდგომში სინდისის ქენჯნას გამოიწვევს.
კითხვა: ძალიან მაინტერესებს რელიგიური ლიტერატურა. სულ ვცდილობ, შევიძინო სასულიერო თემაზე დაბეჭდილი წიგნები, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვიცლი, რომ წავიკითხო და სხვა დროისთვის გადავდებ ხოლმე. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, როდესაც რელიგიურ წიგნებს ვყიდულობ და მათი კითხვისთვის დროს ვერ ვპოულობ?
პასუხი: გასაგებია, რომ დღევანდელი დაძაბული ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად არ გვრჩება დრო, წიგნები ვიკითხოთ. მაგრამ თუ ვიძენთ ჩვენთვის საინტერესო წიგნებს, ამ შემთხვევაში რელიგიურ თემაზე და მათ წაკითხვას საპენსიო ასაკამდე გადავდებთ, ეს არასწორია, რადგან უფალს ჩვენთვის არ მოუცია პირობა, რომ ხვალ-ზეგ ცოცხლები ვიქნებით, შესაძლოა, ბევრად მალე დავტოვოთ ეს წუთისოფელი, ვიდრე ჩვენ გვგონია და მაშინ რატომღა ვყიდულობთ ამ წიგნებს? ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება მოითხოვს არა მარტო ლოცვების კითხვას, არამედ სულიერი საკითხავებისასაც. განსაკუთრებით მარხვის დროს  არის აუცილებელი რელიგიურ თემებზე კითხვა, მათ შორის სახარებისა და სხვა მართლმადიდებლური წიგნების.
კითხვა: უნდა შევწყვიტოთ თუ არა ლოცვა, თუ გვეძახიან, სტუმარი მოდის ან სხვა მიზეზების გამო?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, თუ ლოცვის დროს ვინმე გეძახის, უნდა მოუსმინო მას. იმიტომ კი არა, რომ რაც იმ ადამიანს სჭირდება,  ღმერთზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფალი ადამიანში იმ სიყვარულს აფასებს, რასაც მოყვასისადმი ვიჩენთ. ლოცვა სათნოებაა, მაგრამ მოყვასისადმი სიყვარული ყველაზე დიდი სათნოებაა. ლოცვით შესაძლოა, სულიერად დაეხმარო განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს, ხოლო მოყვასისადმი უშუალო გაწეული სიკეთით, დახმარებით ხელშესახებ სიკეთეს ახორციელებთ. თუ ვინმეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება და ამ დროს ვლოცულობთ და უარს ვამბობთ დახმარებაზე, ასეთი ლოცვა უფასურდება. დახმარებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ლოცვა ვერ გაგვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
скачать dle 11.3