კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როდის ექმნება ქალს ქმრის მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ფსიქოლოგიაში ამას კაზუალურ ატრიბუციას უწოდებენ – დაადანაშაულონ ყველაფერში სხვა, გარე ფაქტორები და არა საკუთარი თავი. ჩვენს პატრიარქალურ სამყაროში ქალი სუსტ და დაუცველ არსებად ითვლება. ამას კი თავისი შედეგები მოაქვს: ქალი, რომელიც იზიარებს ამ შეხედულებებს, ყველაფერში დამნაშავედ ძლიერს მიიჩნევს – ანუ მამაკაცს.  არადა, მხოლოდ ისეთი ქალი ახერხებს დაალაგოს თავისი პირადი ცხოვრება, რომელსაც თავად შეეძლება საკუთარ შეცდომებზე პასუხის გაცემა.  გარდა ამისა, ქალებს ეჩვენებათ, რომ თუ მოეშვებიან და ყველაფრით კმაყოფილი იქნებიან, აუცილებლად რაღაც ისე არ იქნება, როგორც სურთ. ისიც აღსანიშნავია, რომ ქალების უმეტესობა პერფექციონისტია და „კმაყოფილების მდგომარეობა“ უცხოა მათთვის. ესეც  არის  ხელის    შემშლელი ფაქტორი პარტნიორთან ურთიერთობაში.
  მარი (32 წლის): სამი  წელია, გათხოვილი ვარ. შვილიც მყავს. ჩემი ქმარი მუშაობს და შინ ძალიან დაღლილი ბრუნდება. რამდენიმე თვეა, მის ყურადღებასა და ალერსს ვეღარ ვგრძნობ. როცა მე თვითონ ვცდილობ მის მოფერებას, დაღლილობას იმიზეზებს. ასე გაგრძელება კი აღარ შემიძლია. ვხვდები, ეს რაღაც ცუდის  ნიშანია, მაგრამ სრულიად უუნარო  ვარ. ვერაფერს ვაკეთებ.    ჩემი  მეგობრები უარესად მიხეთქავენ გულს. როგორც ჩანს, თქვენი ქორწინება კრიზისს განიცდისო.  ძალიან ვნერვიულობ
– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ურთიერთობის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. რომლის   გადალახვა მოგიწევთ, რათა კვლავ გაგიჩნდეთ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა და ფაქიზი გრძნობები.
– შეიძლება, მაგრამ ფიქოლოგები იმასაც გვეუბნებინ, რომ ამისთვის ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. შევხედოთ ერთმანეთს სხვა თვალით, აღმოვაჩინოთ ერთმანეთის უცნობი მხარეები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? მე ჩემ გარშემო არ ვიცნობ ქალს, რომელიც ამას შეძლებდა. სანამ ოჯახის ვალდებულებები მოგაწვება, კიდევ შეიძლება, გამოგივიდეს, მაგრამ როგორც კი ბავშვი გაჩნდება, მერე სადაა ამ ყველაფრის დრო.
– ოჯახური პრობლემების გადაჭრაში თანაბრად უნდა იყოს ჩართული ცოლიც და ქმარიც, საქმეების გადანაწილება უნდა მოხდეს.
– ესეც მხოლოდ საუბრის დონეზე რჩება. რეალურად კი, ვერ ისაუბრებთ გულახდილად, საყვედურების გარეშე. ვერც   ცხოვრების წესს შეიცვლით. ერთმანეთისთვის მეტი დრო  უნდა დაგრჩეთ  –  ეს ცალსახად ასეა, მაგრამ როგორ?!
– ქალი და მამაკაცი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ გრძნობებს და ინფორმაციასაც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
– დიახ და ქალებმა უნდა ისწავლონ მეუღლის გონებამდე სათქმელის მიტანა, აზრის, რაც შეიძლება, მოკლედ და ნათლად გამოხატვა. საყვარელ ადამიანზე დაქორწინება, მასთან ცხოვრება  დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც არის.  სანამ გათხოვდები, მანამდე უნდა იცოდე, რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეს  ცოლქმრული ცხოვრების გზაზე და როგორ გადაარჩინო შენი  ოჯახური ბედნიერება. უნდა გაუფრთხილდე  თქვენს ურთიერთობას ისე, როგორც, მაგალითად, ჯანმრთელობას და არასოდეს წამოიწყოთ საუბარი განქორწინებაზე – ეს თქვენც და თქვენს მეუღლესაც ქვეცნობიერად ასეთი ნაბიჯისკენ გიბიძგებთ. ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ეს უკვე ზუსტად ვიცი. შეძახილი ხეს ახმობს და  სერიოზული პრობლემა შეგექმნებათ. ოჯახის ფორმირების გზაზე მრავალი დაბრკოლება გვხვდება, რომლებიც ართულებს ოჯახის სრულფასოვან ცხოვრებას და მისი დანგრევაც კი შეუძლია.
– თქვენი აზრით, ყველა  წყვილს  ერთნაირი პრობლემები აქვს?
– დიახ.  პრობლემები უმთავრესად ასეთია: მეუღლეთა ურთიერთობის, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სირთულეები.
– არცთუ იშვიათად კონფლიქტი ოჯახურ მოვალეობათა განაწილებისა და ფინანსური პრობლემების გამო წარმოიშვება.
– ნამდვილად ასეა. რთული ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან, მის მეგობრებთან, გატაცებებთან და ასე შემდეგ. ქალები და მამაკაცები ოჯახისადმი დამოკიდებულების კუთხით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ჩემი დაკვირვებით მამაკაცებისთვის მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მხარე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, ქალებისთვის – ემოციური. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამაკაცებს მიაჩნიათ, თუ შინ ფული საკმარისია, ოჯახში ყველაფერი წესრიგშია. სინამდვილეში ასე არ არის. იმიტომ რომ, ქალებს ხშირად მოდურ ტანსაცმელზე მეტად  სიყვარული, ყურადღება, სინაზე გვჭირდება. ამის დეფიციტმა შესაძლოა, საგრძნობლად გაამწვავოს სხვა მიზეზებით გამოწვეული სირთულეები. როცა მამაკაცს ყურადღების გამოხატვის თავი არ აქვს და დაღლილობას იმიზეზებს, უნდა გაირკვეს, მართლა ასე იღლება თუ არა. იქნებ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვს, ან იქნებ სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში.
–  ამას ცხოვრების წესის შეცვლა სჭირდება. როცა მეუღლე მისგან მეტ ყურადღებას და ალერსს ითხოვს, ის თვითონაც უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით და შეწუხდეს.
– გეთანხმებით, აუცილებელია სიტუაციის ანალიზი და გამოსავლის პოვნა. ამით ორივე მხარე ერთნაირად უნდა იყოს დაინტერესებული. იქნებ პრობლემა ურთიერთთავსებადობაა? ეს  ვლინდება მაშინ, როცა ერთმანეთს ემთხვევა ცხოვრებისეული პოზიცია, ძირითადი ღირებულებები, შეხედულებები. ცოლქმრული ურთიერთობა მოიცავს თავსებადობის ყველა სახეს. წყვილის ურთიერთობაში პრობლემას ერთმანეთის არ მოსმენა და ვერ გაგება ქმნის. გვეუბნებიან, რომ ცოლი მამაკაცის თანამოაზრედ, თანამებრძოლად უნდა იქცეს. მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რად უნდა გადაიქცეს ცოლისთვის მამაკაცი. ცოლზე ვკიდებთ ყველაფერს – მთელ პასუხისმგებლობას და ქალებსაც მეტი აღარ შეგვიძლია. რაღაცამ ხომ უნდა დააბალანსოს ჩვენი ფსიქოემოციური ფონი. ეს „რაღაც“ ჩემთვის და ბევრი ქალისთვის, სწორედ, ყურადღება და სითბოა.   დანაშაულია  პარტნიორის დაცინვა და მასხრად აგდება – ეს ხელს უწყობს კომპლექსის  ჩამოყალიბებას.  
– ადამიანები ოჯახში იცვლებიან, მათ გრძნობებს დრო ცდის.
– მეც ვფიქრობ, რომ  ნამდვილი გრძნობა არ ქრება – შესაძლოა მხოლოდ ადრინდელი მგზნებარება განელდეს. მაგრამ მარტო მე ხომ ვერ მივეშველები. თუ ამ საფეხურსაც მოთმინებით გადალახავთ, მიხვდებით, რომ გაიმარჯვეთო –  მარტო მე გადავლახო? გამარჯვება ხომ ორივეს მიზანი უნდა იყოს. ცხოვრების რთულ გამოცდას გავუძლებ, თუ გვერდით მეყოლება ადამიანი, რომელსაც ესმის ჩემი, ვუყვარვარ, მენდობა და ვენდობი.  დიახ,  მთავარია, სიყვარული გადავარჩინოთ.  მაგრამ ამას  ვერ შეძლებ,  თუ  არ  დარწმუნდებით იმაში, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა პარტნიორი არ არსებობს.
– ანუ, თქვენ ქმარზე ეჭვიანობთ?
– რა თქმა უნდა. ვეჭვიანობ და ძალიან ვიტანჯები. მინდა, დაველაპარაკო ამ ყველაფერზე. მომისმინოს და დამამშვიდოს. არ უნდა, გამირბის. მე კი აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.  რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ ცოლებს მოფერება და ალერსი აღარ სჭირდებათ. რატომ უნდა ვეხვეწებოდე ყურადღებას და სითბოს. ეს  ისეთი დამთრგუნველი და დამანგრეველია, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ.  


скачать dle 11.3