კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი და ცხვირის პლასტიკური ქირურგი დავით მამისაშვილი – თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ოტორინოლარინგოლოგი და ცხვირის პლასტიკური ქირურგი, ბატონი დავით მამისაშვილი გამორჩეული პროფესიონალია, რომელიც  კარგი განათლებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, პაციენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
  დავით მამისაშვილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ
სწავლის გასაგრძელებლად უკრაინაში წავედი, კიევში გავიარე რეზიდენტურა და საქართევლოში 2012 წელს ჩამოვედი. იქ ბევრი პერსპექტივა მქონდა და შემეძლო, კარგად ამეწყო კარიერა, მაგრამ დაბრუნება ჩემი ქვეყნის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მქონია, დედას უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი და ბავშვობიდან სხვა პროფესიაში ვერც წარმომედგინა ჩემი თავი. გადავწყვიტე, ვიწრო სპეციალობა ამერჩია და ჩემი საქმე ნაკლებ სტრესთან ყოფილიყო დაკავშირებული.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– პირველი ოპერაცია უკრაინაში გავაკეთე, ტონზილექტომია იყო, ახალგაზრდა გოგონას გავუკეთე. რა თქმა უნდა, იყო შიში და ხელის კანკალი, მაგრამ მღელვარებას წარმატებით გავუმკლავდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ სად და როგორ გააგრძელეთ თქვენი პროფესიული საქმიანობა?
– ჩამოვედი და ბატონი თენგიზ კვიციანის ხელმძღვანელობით ბორის ყიფიანის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით კი კლინიკის დირექტორი გავხდი, სამწუხაროდ,
წლების შემდეგ ის კლინიკა დაიკეტა და გუნდის გარკვეული ნაწილი „ჯანმრთელობის სახლში“ გადმოვედით, სადაც დღეს ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ.  პარალელურად, ვმუშაობ გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“, სადაც შაბათობით მაქვს ოპერაციები და ყოველ პარასკევს ჩავდივარ. გარდა ამისა, ვარ „ნიუ ჰოსპიტალშიც“, სადაც უცხოეთიდან ჩამოდიან გამოცდილი კადრები და თავიანთ
ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებენ. კონკრეტულად, ჩვენს განყოფილებას ხშირად სტუმრობს ლიტველი პროფესორი, ბატონი საულიუს ვაიტკუსი. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ამ ადამიანთან მოვხვდი, რომელიც  აქტიურად მიზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.
– რა ტიპის ოპერაციები კეთდება „ჯანმრთელობის სახლში“?
– „ჯანმრთელობის სახლში“ გვაქვს  თანამედროვე აპარატურა  და  ვაკეთებთ ყველა სახის ოპერაციას, როგორც რეკონსტრუქციულ, ისე ფუნქციურ და პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არც ერთი პაციენტი უკმაყოფილო არ წავიდეს. ჩვენთან ასევე მუშაობს ფიზიოთერაპიის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია ლაზერის გაკეთება,
ცხვირის დანამატი წიაღების გამორეცხვა და სმენის გამოკვლევა.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ახლახან შევიძინეთ ენდოსკოპი, რომლის მეშვეობითაც სექტემბრიდან დავიწყებთ ცხვირის დანამატ წიაღებზე (სინუსიტებზე) მუშაობას. რაც შეეხება აპარატურას, ასევე, გვაქვს ამბულატორიული ენდოსკოპი,
რომლის საშუალებითაც ხდება უცხო სხეულების აღმოჩენა, ადენოიდების დადგენა და იოგების დათვალიერება.  
– რა ასაკიდანაა რეკომენდებული ცხვირის პლასტიკური ქირურგია და რამდენად მაღალია ამ ოპერაციის ფასი თქვენს კლინიკაში?
– ზოგადად, პლასტიკური ოპერაციის ჩატარება სასურველია 17-18 წლიდან. რაც შეეხება ოპერაციის ფასს, ამჟამად პლასტიკურ ქირურგიაზე ფასდაკლება გვაქვს და ოპერაციის ფასი 3 000 ლარიდან იწყება, სირთულეს გააჩნია.
– როგორც ვიცით, პირველადი კონსულტაცია თქვენთან უფასოა.
– დიახ. მოდის პაციენტი, ვიღებთ სურათებს, ვაკეთებთ ჩანახატს და ერთად ვჯერდებით ცხვირის ვიზუალზე. პირველი კონსულტაცია აბსოლუტურად უფასოა. გარდა ამისა, უფასო კონსულტაციებს რეგიონებშიც ვატარებთ, რაც მოსახლეობაში დიდ დაინტერესებას იწვევს.
– ხშირად გიწევთ პაციენტის დარწმუნება, თუ როგორი ცხვირი იქნება მისთვის უკეთესი?
– ძალიან ხშირად. უმეტეს შემთხვევაში მოდიან ფოტოსურათებით და ამბობენ, რომ ასეთი ცხვირი უნდათ, მაგრამ თუ მათი სახის ნაკვთები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფოტოს იდენტური ცხვირი გავაკეთოთ, მე მიწევს ამ ყველაფრის ახსნა, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია. ვფიქრობ, ამ პროფესიაში ფსიქოლოგიც უნდა იყო, რომ  შეძლო პაციენტის დარწმუნება, მისი სახის ფორმიდან და ნაკვთებიდან გამომდინარე რა იქნება უკეთესი.

скачать dle 11.3