კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 რატომ ჩამოსვა „კაგებემ“ რეზო ლაღიძე და თენგიზ არჩვაძე პარიზული რეისიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  თენგიზ არჩვაძე ასეთ ისტორიას ყვება: „გაგანია კომუნიზმის დროს მე და რეზო ლაღიძეს გვითხრეს: პარიზში მიემგზავრებით ფესტივალზე, პრიზები და ჯილდოები უნდა ჩამოიტანოთო. მოკლედ, „კაგებეში“ ვართ, თან ერთი ჩვენი მეგობარი გვახლავს. ვიღაც პოლკოვნიკი ანკეტებს ავსებს. ჩანდა, საკმაოდ უვიცი და უზრდელი იყო, ისე დაიწყო გამოკითხვა, სკამიც არ შემოგვთავაზა.. რეზოს ჯერ სახელი ჰკითხა, შემდგომ გვარი და ბოლოს პროფესია. ჩვენმა მეგობარმა ვერ მოითმინა და უთხრა:
– კომპოზიტორია. ნუთუ „თბილისო“ მაინც არ მოგისმენიაო...
პოლკოვნიკმა ყური არ ათხოვა და უკვე ჩემზე გადმოვიდა. ანკეტები რომ შეგვივსეს, მერე სამედიცინო შემოწმება ჩაგვიტარეს, ბოლოს 200-200 დოლარი მოგვცეს და თვითმფრინავში ჩაგვსვეს. აფრენამდე წუთებია დარჩენილი. ტრაპი ლაინერს მოაცილეს და ძრავები გუგუნებს. მე და რეზო კი უკმაყოფილოები ვართ, რომ სულ რაღაც 200-200 დოლარი გვაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ პარიზში ჩვენი თანამემამულეები (ემიგრანტები) მოვლენ და გვიპატრონებენ. ამ საუბრის გაბმა იყო და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს კვლავ მოადგეს ტრაპი. მე და რეზო ჩამოგვსვეს და ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
აშკარა იყო, რომ არაკეთილსაიმედოებად ჩაგვთვალეს, მაგრამ „ჟუკებით“ გვისმენდნენ თუ ვინმემ ჩაგვიშვა, დღემდე არ ვიცი...“

скачать dle 11.3