კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 რისი მოყოლა შეუძლია პიცას

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს მხიარული ტესტი თქვენი პიროვნული თვისებების გამოცნობაში დაგეხმარებათ.  მთავარია, იცოდეთ, რომელ პიცას   მიანიჭებდით უპირატესობას. წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული   ასორტიმენტი, აირჩიეთ სასურველი და ნახეთ შედეგი.  
1. ჩვეულებრივი პიცა;
2. პიცა სოკოთი;
3. პიცა „პეპერონე“;
4. პიცა ძეხვითა და წიწაკით;
5. პიცა „4 ყველი“;
6. ხორცის პიცა;
7. ვეგეტარიანული პიცა;
8. პიცა „ყველაფრით“.
შედეგები:
1. მშვიდი, საიმედო, თავდაჯერებული ადამიანი ყოფილხართ, იცავთ საკუთარ მოსაზრებებს. გარშემო მყოფებს შეუძლიათ, თქვენი იმედი ჰქონდეთ. თუმცა, შეიძლება, ისიც ვივარაუდოთ, რომ ხშირად გრძნობთ თავს არაკომფორტულად.
2. თავდაჯერებული, მოხერხებული ხართ, იშვიათად განიცდით ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნებებს. სიტუაციას იღებთ ისეთს, როგორიცაა. გარშემო მყოფები ტკბებიან თქვენთან ურთიერთობით.
3. ჯიუტი, უშიშარი, უჩვეულო ადამიანი ხართ, რომელიც არაფერს უშინდება და შეუძლია, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს. თუმცა დაფიქრდით – ღირს კი  მსხვერპლის გაღება. გამოავლინეთ დიპლომატია.
4.  გულუხვი, უბრალო, ურთიერთობისთვის გახსნილი ადამიანი ხართ. შეგიძლიათ, ნებისმიერთან გამონახოთ საერთო ენა. ადამიანები ისწრაფვიან თქვენკენ, რადგან მათთვის არ გენანებათ არც დრო, არც ენერგია და არც სიყვარული.
5. მხიარული, მზრუნველი, საყვარელ ადამიანებზე გადაყოლილი ხართ. სხვებისგან განსხვავებით, მომხდარისგან დრამას არ ქმნით. თუ სიტუაცია მწყობრიდან გამოვა, მშვიდად აგვარებთ ყველაფერს. იუმორის გრძნობა გაქვთ და შეგიძლიათ, საკუთარ წარუმატებლობაზეც კი გაიღიმოთ.
6. გაწონასწორებული, გამგები ხართ. ცდილობთ, ცხოვრება დააბალანსოთ. კრიტიკასა და ახალ შემოთავაზებებს ადეკვატურად იღებთ. დღითიდღე ახალ-ახალი იდეები გებადებათ და ახლობლებიც ხშირად გაკითხავენ რჩევისთვის.
 7. მიზანდასახული, შემწყნარებლური ხართ. საკუთარი თავისგან მაქსიმალურ შედეგს ითხოვთ. იცით, რა გსურთ და დაუბრკოლებლად მიიწევთ მიზნისკენ. საკუთარ თავს ხშირად ანებივრებთ.  ცდილობთ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
8. გულახდილი, ხმაურიანი და ამაყი პიროვნება ხართ. თამამად აცხადებთ საკუთარ მოთხოვნებსა და ემოციურად გამოხატავთ გრძნობებს. ამაყობთ საკუთარი ოჯახით, ეროვნებით, მიღწევებით. გიყვართ საკუთარი თავი და ყველაფერი ის, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ.

скачать dle 11.3