კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ჩემზე უმცროსი კაცის ცოლობა თუ ასე დამტანჯავდა, სულ არ გავთხოვდებოდი

  ამბობენ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ენერგეტიკულად იზიდავენ ერთმანეთს, იქ ასაკი მხოლოდ ციფრებია და არაფერს ნიშნავსო. მეც ასე მეგონა, თუმცა შევცდი. ბექა რომ გავიცანი, ვიცოდი, ჩემზე პატარა იყო და მისთვის სხვა თვალით არ შემიხედავს, თუმცა, ურთიერთობაში მივხვდით, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და როცა გრძნობა გაგვიჩნდა, ვერც კი ვამჩნევდით, რომ ის ჩემზე 12 წლით პატარა იყო. არც დამიმალავს, რომ მიყვარდა და ისიც ყველას ეუბნებოდა: ჩემი საცოლეაო. მისი ოჯახი, რასაკვირველია, არ იყო თანახმა, თუცა, ბექა საკმაოდ დამოუკიდებელი ბიჭია და ისე მოაგვარა საკითხი, არც ჩამრია და ვერც ცუდი ენები შემეხო მისი ოჯახისა თუ ნათესავების მხრიდან. არც ჩემს ოჯახს ჰქონდა სურვილი, რომ ცოლად მას გავყოლოდი – ეს კავშირი დიდხანს ვერ იარსებებსო. თუმცა, არ უნდოდათ უშვილოდ დავრჩენილიყავი და ფიქრობდნენ: მისგან შვილს გააჩენს, მერე თუ დაშორდებიან, დედობის სიხარულს მაინც შეიგრძნობსო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ხელი მოვაწერეთ და ჯვარიც დავიწერეთ. ერთი წელი, სანამ პატარა გაჩნდებოდა, მართლა იდილიური, მშვიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი გვქონდა. ბავშვის დაბადების მერე კი საშინლად ეჭვიანი გავხდი. სულ მეგონა, ვიღაც გოგოს სწერდა მესიჯებს, ვიღაცას ურეკავდა, ხვდებოდა, საყვარელი გაიჩინა... მე ხომ დავიტანჯე და ისიც დავტანჯე. ფსიქოლოგთანაც ვიყავი და მითხრა, მშობიარობის შემდგომი სიმპტომია, გაივლის, ოღონდ შენც თავი ხელში უნდა აიყვანოო. მოკლედ, უკვე ხუთი წელი გავიდა და არც ამ სიმპტომმა გაიარა და ვერც თავი ამყავს ხელში. ბოლო სამი წელია, ხან ვშორდებით, ხან ვრიგდებით, ხან გაბუტულები დავდივართ სახლში და ერთმანეთს ხმას არ ვცემთ. მეუბნებიან: ასაკით პატარას რომ მიყვებოდი, აბა, რა გეგონა. ეგრეც ვიცოდით, რომ ბოლოს ეჭვიანობა დაგინგრევდა ოჯახსო. ოჯახი არ დანგრეულა, მაგრამ ფსიქიკა ნამდვილად დამენგრა და ნერვებიც პიკზე მაქვს. ყველა მის დაქალსა თუ ნათესავზე ვეჭვიანობ. თუ ნაცნობ გოგოს თბილად მიესალმა და გაუღიმა, თმა ყალყზე მიდგება, ათასგვარ სცენას წარმოვიდგენ. ეჭვი მკლავს, რომ ჩემს დასანახად ექცევიან ერთმანეთს „შენიღბულად“ და როგორც კი მარტო დარჩებიან, ჩემს ქმარს მე აღარც კი ვემახსოვრები და ასე შემდეგ. ხშირად მიფიქრია, ხომ არ ჯობია, გავშორდე. იქნებ, ასე მეც დავწყნარდე და შვილიც სიმშვიდეში გავზარდო-მეთქი. მაგრამ, ისე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. მასაც ვუყვარვარ, ვგრძნობ. როცა შერიგებულები ვართ, ხან როგორ მანებივრებს და ხან როგორ. ამას წინათ, თმას რომ ვივარცხნიდი, ჭაღარა შევამჩნიე და გადავირიე. ასე მეგონა, დავბერდი და ზედაც აღარ შემომხედავს-მეთქი. ხან წლებს ვითვლი, მე რომ ამდენის ვიქნები, ის მაშინ ამდენის იქნება-მეთქი და დეპრესიამდე მივდივარ. დაქალები მეუბნებიან: ვის წლოვანებაშიც ამხელა განსხვავებაა, ყველა წყვილი ასეა, უბრალოდ, შენ აზვიადებ და თუ პრობლემა იქმნება, მიზეზი შენ ხარ. სულ კარგ ხასიათზე და ფორმაში უნდა იყო, ეფერო და ეალერსო, რომ სხვისკენ არ გაიხედოსო. სანამ ბავშვი გაჩნდებოდა, ვცდილობდი, ყოველდღე სხვადახვანაირად გაპრანჭული ვყოფილიყავი, ათასგვარი სიურპრიზი მომეწყო, სუფრა სანთლებით გამეწყო. ახლა კი ბავშვი იმდენ დროს მართმევს, ხანდახან თმის დავარცხნაც მავიწყდება. ძალიან მიყვარს და მარტო ბავშვის გამო და იმისთვის, რომ დედობის სიხარული განმაცდევინა, ყოველ წამს მადლობა უნდა ვუთხრა, მაგრამ რომ მცოდნოდა, ასაკში განსხვავება ამხელა ტანჯვას მომიტანდა, მართლა არ გავყვებოდი ცოლად.
ნინო, 44 წლის.
скачать dle 11.3