კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: შეგიძლიათ, მასწავლოთ სახლში მოსამზადებელი უსაფრთხო და იაფი, თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი სითხის რეცეპტის მომზადება?
პასუხი: მინის ჭურჭელში ჩაასხით სუფთა წყალი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი (პროპორციები – 3:1) – ეს საუკეთესო საშუალებაა, რომელიც თვალების მიდამოებიდან მაკიაჟს ძალიან ეფექტურად აშორებს და არ იწვევს თვალების გაღიზიანებას. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
კითხვა: თვალის ქვემო მიდამოებში კანი გამიმუქდა და საოცრად ცუდი შესახედია. არის რაიმე საშუალება, რომ ეს პრობლემა გადავჭრა?
პასუხი: ერთ ჭიქა ცხელ ჩაიში ან წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. როდესაც ნარევი გაგრილდება, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკები და დაიფინეთ ისინი თვალებს ქვემოთ. მოიშორეთ, დაახლოებით 10-15 წუთში და შემდეგ, წაისვით თვალის დამატენიანებელი კრემი.
კითხვა: მაქვს ძალიან წვრილი თმის ღერი. შესაძლებელია თუ არა, სახლის პირობებში, თმის მოცულობის გაზრდა?
პასუხი: ნახევარ ჩაის ჭიქა მუქი ფერის ლუდს დაამატეთ ერთი მწიფე ბანანი, ერთი კვერცხი და მცირეოდენი თაფლი, კარგად აურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთი საათით და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. დამატებითი მოცულობა და ბზინვარება გარანტირებულია.
კითხვა: ტუშის გამოყენება არ მინდა. რას მირჩევთ, წამწამებს რომ უფრო მეტი სიგრძე შევმატო?
პასუხი: ნახევარ ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ჩაალბეთ ამ მასაში ბამბის დისკი და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ წამწამები. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა წამწამების ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდეს.
კითხვა: მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გავდივარ. განსაკუთრებით ტონალურს ვხმარობ. უარყოფითად ხომ არ მოქმედებს  ის კანზე ზაფხულის ცხელ დღეებში?
პასუხი: გირჩევთ, ზაფხულის ცხელ დღეებში უარი თქვათ ტონალურზე. მძიმე მაკიაჟი ზაფხულში არ არის რეკომენდებული, რადგანაც კანისთვის საზიანოა. როცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები მძიმე მაკიაჟზე ზემოქმედებს, ამან შეიძლება ცუდ შედეგამდე მიგიყვანოთ.


скачать dle 11.3