კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 შხამიანი სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-31(1022)


 რეზიმ ამოიოხრა და ისევ გახედა ცოლს. სარწეველა სავარძელი ისევ ქანაობდა. სოფის თხელი, ლამაზი პროფილი ნახატივით ჩანდა ჩამავალი მზის სხივებში.
– შეჭამ რამეს?
– არ ვიცი. მადა არ მაქვს. გავალ, დაველაპარაკები.
– კარგი. სცადე, მე ხმა არ გამცა. მანამდე მაგიდას გავაწყობ და ერთად ვივახშმოთ. მერე წავალ. უჩემოდ ხომ გაართმევ თავს.
– როგორ არა. დილით ძიძაც მოვა.
– მეც მოვალ. იცი, რა ვიფიქრე, ხომ არ წავიდეთ და ვნახოთ ის ცენტრი. გადაწყვეტილებას უფრო ადვილად მიიღებ.
– კარგი. მგონი, მართალი ხარ. იცი, რა მიკვირს? ახლა ხომ აღარ იღლება, მთელი დღე ძიძა აქ არის, შენც ეხმარები, შენმა მოტანილმა ძილის წამალმა ძილიც მოუწესრიგა და ნორმალურად სძინავს, გამოკვლევებმაც ვერაფერი აჩვენა და დღითიდღე მდგომარეობა რატომ უმძიმდება, რა ხდება, რა გავაკეთო... საერთოდ ვეღარ ვცნობ. ოფისში საქმეს ვერ ვაკეთებ. ბავშვებიც მეცოდებიან. განიცდიან სოფიას ასეთ მდგომარეობას.
– შენ არ ინერვიულო. მოგვარდება. გადი, დაელაპარაკე.
ქალს თავი არ აუწევია და ქმრისთვის არ შეუხედავს. რეზი ვერ მიხვდა, იგრძნო თუ არა სოფიამ მისი იქ ყოფნა. ცოტა ხანს დაელოდა. მერე ფრთხილად დაადო მხარზე ხელი...
– მითხარი, ასე რატომ ვარ, რას ამბობენ ექიმები. სულელი არ ვარ, ვხვდები, რომ საქმე ცუდად არის, თავის ტვინის სიმსივნე მაქვს და მიმალავთ? მითხარი, მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე.
რეზიმ ცოლის ხელი აიღო და ლოყაზე მიიხუტა.
– აბა, რას ამბობ? საიდან მოიტანე ეს სისულელე? არანაირი სიმსივნე არ გაქვს და საერთოდაც, ავად არ ხარ.
– მაშინ, რა მჭირს? გეკითხები. ვეღარც ბავშვებს ვეთამაშები, სხეული, აზრები არ მემორჩილება, საკუთარ თავზე კონტროლი მაქვს დაკარგული. როცა მძინავს, კოშმარებს ვხედავ. ადამიანების ხმა სადღაც შორიდან მესმის, სხვა განზომილებაში გადავდივარ. დამეხმარე, მეშინია...
– სოფია, ძალიან მიყვარხარ. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე. მე და მარიშამ კარგი კლინიკა ვიპოვეთ. გვინდა, ცოტა ხანი იქ წაგიყვანოთ. მარიშკა დარწმუნებულია, რომ რეაბილიტაციის კურსი ყველა პრობლემას მოაგვარებს და ძველებურად კარგად იქნები.
– ეგ კლინიკა შეშლილებისთვის არის? – საწყლად გაიღიმა ქალმა. სიფრიფანა კანზე ლურჯი სისხლძარღვები ამოიბურცა და ტუჩები აუკანკალდა.
– საყვარელო, ამას რატომ ამბობ? მე არ ვფიქრობ, რომ შენ შეშლილი ხარ. არც მიფიქრია შენი სპეციალიზებულ კლინიკაში გამოკეტვა. უბრალოდ, მინდა, ვსინჯო... მინდა, კარგად მყავდე.
სოფიამ ცრემლიანი თვალები მიაპყრო ქმარს და ჩაილაპარაკა:
– კარგი. ასე იყოს, წამიყვანე.
მარიშკა შეეცადა, კარი ჩუმად დაეკეტა, რომ მძინარე მშობლები არ გაეღვიძებინა. ფრთხილად გადაატრიალა საკეტში გასაღები. ფეხსაცმელებიც უჩუმრად გაიხადა და ფეხაკრეფით შევიდა მისაღებ ოთახში. დივანზე ჩამომჯდარი დედის დანახვამ გააკვირვა და შეაშფოთა.
– გღვიძავს? რამე მოხდა? მამა როგორ არის? დედა, წნევა გაქვს? ასე რატომ მიყურებ?
– ნუ ყვირი. ცოტა ჩუმად ილაპარაკე. მამაშენი არ გააღვიძო! – მკაცრად თქვა ანამ და შვილს უკმაყოფილოდ შეუბღვირა, – არ იცი, ხომ, რა მოხდა. ისევ იქ იყავი, იმათთან. არ მომატყუო, იცოდე.?
მარიშკამ ჩაიცინა და ხელი უდარდელად ჩაიქნია.
– დედა, რა უცნაური ქალი ხარ, არაფრისგან იქმნი პრობლემებს. რატომ ნერვიულობ და ათენებ ღამეს, თითქოს ჯერ არ ვყოფილვარ სოფიასთან და რეზისთან.
– მერე, როდის მიხაროდა ეს ამბავი? შენს ოჯახზე უნდა იფიქრო და არა სხვისაზე. მაგრამ მე ვიცი, რატომაც დადიხარ იქ. კარგად არ დამთავრდება ეს ამბავი.
– რომელი ამბავი? – მხრები აიჩეჩა მარიშკამ. ფეხსაცმელები იქვე მიყარა. დივანზე მოიკეცა და დედას გაუღიმა.
– ძალიან საყვარელი ხარ, ასე რომ შფოთავ და ნერვიულობ ჩემზე. თუმცა, სჯობდა, მაშინ გენერვიულა, როცა სოფიას საკუთარი შვილივით უვლიდი, ჩემს ტანსაცმელს აცმევდი და ანებივრებდი.
ქალი გაშრა და შვილს გაოცებით შეხედა.
– რას ლაპარაკობ, მარიშკა, მე მადანაშაულებ? რაში?
– იმაში, რომ დღეს სოფიას მიმართ თბილი გრძნობები მაქვს. არადა, უნდა მძულდეს, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული წამართვა.
– მარიშკა, არ შეიძლება, ასეთი ბოღმით ცხოვრება. წარმოუდგენელია, რასაც შენ ახლა ამბობ.
– მართლა? ის წარმოსადგენია, რომ ვიღაც უპატრონო გოგოს ჩემ გვერდით აყენებდი? შენ, დედაჩემი, ისე ზრუნავდი მასზე, ერთხელაც არ დაფიქრებულხარ, მომწონდა მე ეს თუ არა.
– მარიშკა, რას ამბობ? ის ხომ შენი ყველაზე ახლობელი მეგობარი იყო, დასავით გყავდა, – ხმა აუთრთოლდა გაფითრებულ ანას.
– ჰმ, დასავით... მაგ დამ ბედნიერება მომპარა. მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს, არ გადარდებს. კიდევ სოფიაზე ნერვიულობ, რომ შემთხვევით ჩემმა იქ ხშირმა სიარულმა ტკბილი ბუდე არ დაუნგრიოს, სიმშვიდე არ დაურღვიოს. ამ ყველაფრის მერე რა უფლება გაქვს, ჭკუა დამარიგო ან ის მიმტკიცო, რომ ძალიან ღელავ ჩემზე.
– ღმერთო, ეს რა მესმის? – ყურებზე ხელი აიფარა ანამ, – ასე მგონია, ჩემი გაზრდილი შვილი კი არა, სრულიად უცხო ქალი დგას ჩემ წინ. მარიშკა, შვილო, გეხვეწები, გონს მოდი.
– ძალიან კარგ გონზეც ვარ და მინდა, გითხრა, რომ როგორც არასდროს, ისე მივუახლოვდი ჩემს მიზანს, – მარიშკა გაიბადრა.
ანა გაფითრდა.
– ანუ, ეს რას ნიშნავს?
– დედა, არაფერს ისეთს, შენ რომ წარმოიდგინე. ჩემს მომავალზე ვლაპარაკობ, ჩემს ბედნიერებაზე. ხომ გინდა, ბედნიერი ვიყო?
– უცნაური წარმოდგენა გაქვს ბედნიერებაზე, შვილო. ეგოისტური და მესაკუთრული, – ამოიოხრა ქალმა.
– უი, მართლა? არამესაკუთრული ბედნიერება როგორია? სხვა რომ ბედნიერია და შენ რომ გიხარია უკანასკნელი დებილივით? რამდენი ხანია, ასე ვცხოვრობ და უკვე ძალიან დავიღალე. ყელში ამომივიდა. საკმარისია! დრო მოვიდა, მე ვიყო ბედნიერი და სხვამ  მიყუროს. ხელს ვერავინ და ვერაფერი შემიშლის.
– ძალიან მაშინებ, შვილო, გთხოვ, დამშვიდდი და რამე სისულელე არ ჩაიდინო.
– მე სისულელე მაშინ ჩავიდინე, როცა ქათმისტვინა ქალს ჩემი კუთვნილის მითვისების უფლება მივეცი. ვერც შეიფერა. ვერც მიხვდა, როგორ გაუმართლა ცხოვრებაში. მე უნდა ვიყო რეზის ცოლი, მე და არა ის უფერული არსება!
– სოფიაზე ამბობ ამას? მარიშკა, შეუძლებელია, სხვის უბედურებაზე ააგო შენი ბედნიერი ცხოვრება, არ გამოვა. ყველაფერი ცუდად იქნება, ძალიან, ძალიან ცუდად.
– მართლა? ესე იგი, ამიტომ არ არის სოფია ქმართან ბედნიერი? მან ხომ ჩემს უბედურებაზე დააშენა თავისი ოჯახი. ჰოდა, ახლა რაც ხდება, მე არაფერ შუაში ვარ. ცხოვრებისეულ კანონზომიერებას ვემორჩილები. მის წინააღმდეგ არ წავალ. მოხდეს, რაც მოსახდენია. ამდენი ხანი მისი ქმარი იყო, ახლა ჩემი ჯერია.
  ანამ ორივე ხელი გაიწოდა შვილისკენ, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია დედისთვის. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა ამაყად ასწია თავი, ოთახში შევიდა და კარი მოაჯახუნა. ანა ცოტა ხანს კიდევ იჯდა და ფიქრობდა. ძილი გაუტყდა. იგრძნო, დედის ინტუიციამ უკარნახა, რომ მარიშას გონებაში რაღაც ძალიან ცუდი იხარშებოდა. ის, რაც მარტო მათი ოჯახის ცხოვრებას არ დააყენებდა თავდაყირა. რაღაც უნდა გაეკეთებინა. რაღაც უნდა მოემოქმედა. მარიშკასთვის ხელი უნდა შეეშალა. გადაერჩინა სირცხვილისგან, იმ წარმოუდგენელი სისაძაგლისგან, რაც განზრახული ჰქონდა. მაგრამ ანამ ჯერ არ იცოდა, ვინ გამოადგებოდა თანამზრახველად. მარიშკა საშიში იყო. აშკარად და პირდაპირ ვერ დაუპირისპირდებოდა. ქმარსაც ვერ გაიხდიდა მოკავშირედ. ვახტანგი მუდმივად თავისი კომპანიის საქმეებით იყო დაკავებული, ოჯახისთვის იშვიათად ეცალა. გარდა ამისა, ვახტანგი ყოველთვის შვილის მხარეს იყო. ბავშვობაშიც, როცა მარიშკა რამეს დააშავებდა და ეს ამბავი მამამისის ყურამდე მიაღწევდა, გოგონამ ზუსტად იცოდა, რომ დედა მას ვეღარ დასჯიდა. ანამ შუბლზე მიიდო ხელი. იცოდა, ასეთი აფორიაქებული ვერ დაიძინებდა. დაელოდა და როცა იფიქრა, რომ მარიშკას უკვე ეძინა, ფრთხილად შევიდა მის საძინებელში. თან გული უკანკალებდა, საკუთარი თავის რცხვენოდა. მარიშკას ზუსტად ისე ეძინა, როგორც ბავშვობაში. სახე საკუთარ ხელისგულზე ედო, მსხვილი ტუჩები ოდნავ გაეხსნა და იღიმებოდა. მობილური იქვე იდო. ქალმა ფრთხილად აიღო ტელეფონი, ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. რამდენიმე წუთში მობილური ისევ თავის ადგილას იდო. ანას კი სერგის მობილურის ნომერი ჰქონდა. ანას შვილთან რამდენიმე თვის წინანდელი საუბარი გაახსენდა. მაშინ მარიშკა ამტკიცებდა, რომ რეზი და სოფია მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები იყვნენ, რომ ორივე უყვარდა და სიამოვნებდა მათი ბედნიერების ყურება. ამ საუბარმა კი ანა დაარწმუნა, რომ მაშინ მარიშკა ცრუობდა, რამდენიმე საათის წინ კი ყველაფერი სიმართლე თქვა.
  ***
  დიდი ჭიშკარი ნელა გაიღო და როგორც კი მანქანა ეზოში შევიდა, დაიკეტა. ეზო უფრო უზარმაზარ პარკს ჰგავდა, კარგად იყო მოვლილი. ფიჭვებსა და ნაძვებზე ციყვები დახტოდნენ. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ. რამდენიმე შადრევნიდან წყალი იღვრებოდა. მოზაიკით მოპირკეთებულ ბილიკებზე პანსიონატის ბინადრები სეირნობდნენ. სპეციალურ უნიფორმებში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი ნელ-ნელა, დისტანციაზე მიაცილებდნენ პაციენტებს. რეზიმ და მარიშკამ ყველაფერი დაათვალიერეს. ოთახები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის სტილში იყო მოწყობილი. საპროცედუროები, ჯაკუზები, საცურაო აუზი, მასაჟისა და სარელაქსაციო კაბინეტებიც ბოლო თაობის აპარატურით იყო აღჭურვილი. კლინიკის მენეჯერმა ორივე კაბინეტში მიიპატიჟა და ყავაც მიართვა.
– დარწმუნებული იყავით, აქ თქვენს მეუღლეს ყურადღება არ მოაკლდება. ორი კვირის შემდეგ კი ახალი ენერგიებით აღსავსეს ჩაგაბარებთ, – გაუღიმა რეზის, რომელსაც აშკარად ეტყობოდა მღელვარება.
მარიშკამ მრავალმნიშვნელოვნად აათამაშა ლამაზი თითები მაგიდის ზედაპირზე.
– მეც ვუთხარი, რომ აქ საუკეთესო პირობებია. თან, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. გოგა და მე ერთ ფირმაში ვმუშაობდით, – თქვა მარიშკამ.
– ეს მე ვმუშაობდი მარიშკასთან იურისტად და ბევრი რამეც ვისწავლე. საოცარი ქალბატონია და არაჩვეულებრივი უფროსი.
– გოგა, ხომ იცი, არ მიყვარს, როცა მაქებენ, – წარბი ასწია მარიშკამ, – მაგრამ შენი იმედი მაქვს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა. ერთი წუთითაც არ უნდა დატოვოთ მეთვალყურეობის გარეშე.
– რა თქმა უნდა. ხვალ ჩამოიყვანთ, ხომ ასეა? მასზე საუკეთესო ექიმი იზრუნებს.
– რამე ხომ არ არის საჭირო? – იკითხა რეზიმ, – დამატებითი ნივთები, საკვები, მედიკამენტები.
– არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფრით უზრუნველვყოფთ.
რეზიმ თავი დაუქნია და მარიშკას შეხედა. რომელმაც გამამხნევებლად გაუღიმა. როცა პანსიონატს ტოვებდნენ, მარიშკამ მოახერხა და გოგასთან მარტო დარჩა. კაცმა წელზე მოხვია ხელი და ყელზე აკოცა.
– მომენატრე.
– მე – არა, ხომ იცი, არ მიყვარს ძველი რომანების ქექვა. მით უმეტეს, რომ ჩვენ რომანიც კი არ გვქონია. რამდენჯერმე ვიწექით ერთად, სულ ეს იყო.
– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმო. თუმცა, მე ყოველთვის უფრო მეტი მინდოდა.
– გოგა, ცოტა სერიოზულობა არ გაწყენდა. ახლა ამის დრო არ არის და მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო იმას, რომ ამ პაციენტთან დაკავშირებით რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს.
– შეგიძლია, მშვიდად იყო. არაფერს მოვაკლებთ.
– მთავარია, დამამშვიდებელი მიიღოს, რომელიც გამოწერილი აქვს და ძალიან არ გაერთოს. ჰო, ვიზიტორებიც არ არის სასურველი.
– ქმრის გარდა არავის შევუშვებ.
– ძალიან კარგი, – მარიშკა ახალგაზრდა კაცს გამომცდელად მიაშტერდა, – გოგა, ყოველდღე დამირეკავ და მომიყვები ამბებს.
– რა თქმა უნდა. კარგად მახსოვს, ჩემი ამ სამოთხეში ყოფნა ვისი დამსახურებაა. ისე, რომ არ გენატრები, ძალიან ცუდია.
– რა იცი, იქნებ, მომენატრო კიდეც. იმედი ბოლომდე არ გადაიწურო, – გადაიკისკისა ქალმა მაცდურად და კაცს გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია.
მანქანაში მთელი გზა ორივე დუმდა. რეზი აშკარად არ იყო გუნებაზე. გაფითრებული ტუჩებს იკვნეტდა. რამდენჯერმე შეხედა გვერდით მჯდომ ქალს, მაგრამ არაფერი უთქვამს. ქალაქში რომ შევიდნენ, ისევ მარიშკამ ჰკითხა:
– ცოტა არ დამშვიდდი? ხომ ნახე, როგორი კარგი პირობებია. მეც კი არ ვიტყოდი უარს, რამდენიმედღიანი რელაქს-ტურის მოწყობაზე. სოფიასაც მოეწონება.
– უკვე აღარ ვიცი, სოფიას რა მოეწონება, მაგრამ ესეც უნდა ვცადოთ.
მარიშკამ მეგობრულად მოუჭირა ხელი ხელზე.
– ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ. ორ კვირაში სულ სხვანაირი სოფია დაგვიბრუნდება, უფრო სწორად, ძველი სოფია.
რეზიმ გაუღიმა.
– მადლობელი ვარ შენი.
– რეზი, მადლობას ნუ მიხდი. ჩემთვის შენი ოჯახი სულერთი არ არის. ხომ იცი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა.
– სახლში მიგიყვანო?
– ჰო. დღეს დავისვენებ, გამოვიძინებ და ხვალ მოვალ. ბავშვებთან მეც ვიქნები. ძიძა ახალია, ჯერ ვერ მიეჩვივნენ. დედასაც რომ ვერ დაინახავენ, გაუჭირდებათ.
– ძალიან ბევრს მოვითხოვთ შენგან. არ გვაქვს ამისი უფლება, – რეზიმ დამნაშავესავით გაიღიმა, – ბოროტად ხომ არ ვსარგებლობთ შენი სიკეთით.
– არა. მე თავად მინდა ეს. მიყვარს შენი შვილები. ძალიან საყვარლები არიან და რაც ყველაზე ძალიან მომწონს, შენ გგვანან, განსაკუთრებით ნიტა.
– ჰო, ნიტა მგავს. ნიკა კი სულ სოფიას ასლია. ღმერთო, როგორ უნდა გავძლოთ ორი კვირა სოფიას გარეშე. წარმოდგენაც კი მიჭირს.
მარიშკას უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
– მალე გავა ეგ ორი კვირა, არ იდარდო. მთავარია, ის, რაც მაგ ორი კვირის მერე იქნება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3