კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 29 ოქტომბერს, დილის ექვსი საათიდან შვიდ საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. სამომავლოდ ამ სფეროებში გელით წარმატებები.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 1 იანვარს, დილის 5 საათსა და 15 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოს აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. არ უნდა შეეშინდეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. სადაც საჭიროა, უნდა გამოავლინოს უშიშარი სულისკვეთება. დაეყრდნოს კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. ასევე, უნდა შეძლოს სტაბილური სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. გამოავლინოს ინტუიცია, ურთიერთობების დროს კი – დიპლომატია. ჯერ ნაბიჯი გადადგას და შემდეგ გათქვას ჩანაფიქრი. ეს მისი კარმული მისიაა და ცხოვრებაში წარმატებების მომტანი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 15 ივლისს, საღამოს 9 საათზე. გვაინტერესებს, რომელ დარგს დაეუფლოს და რა პერსპექტივები ექნება ცხოვრებაში?
პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ რაღაც დროით იქ წასვლა მისთვის აუცილებელია. იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, შეუძლია, სამშობლოშიც მიაღწიოს წარმატებას. პროფესიებიდან კი კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტის სფერო, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი ძალიან დიდია.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 18 მარტს. რომელ სფეროში ვიქნები მეტად წარმატებული და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი?
პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ამიტომ, სასიყვარულო პარტნიორებიდან მოერიდეთ კუროს, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თქვენთვის, ამ მხრივ, მისაღებია თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის, მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, სასწრაფო დახმარება, რეანემატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინის სფეროები, კონტროლის პალატა, საგადასახადო საქმე, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, პარაფსიქოლოგია, ფილოსოფია, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება. თუ პრობლემებს დაძლევთ, წარმატების შანსი გაქვთ, ასევე, პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნების ფართო სპექტრში.
скачать dle 11.3