კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 როგორ ხდება ადამიანის ბარაქის კოდის ჩაკეტვა

  თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, დაგეგმოს და რაღაც საფეხურამდე წინასწარ განჭვრიტოს მომავალი მოქმედებები. ამაში კი მას საკუთარი მეხსიერება ეხმარება. წარსულსა და მომავალს შორის არსებობს ჩვენი აწმყო. ანუ, დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს დღევანდელ დღეს, ვერ ამჩნევს, რომ ნებისმიერი სერიოზული მოვლენა შემთხვევით კი არ მოხდა, არამედ მომავალი საქმის სასარგებლოდ მომზადდა და ჩაეყარა საფუძველი. ასეთი ცხოვრების წესით კი საკუთარ კარმას კეტავთ და აბინძურებთ.
  თუ ვერ გაგირკვევიათ, რის მიღება არ გსურთ ან რას გაურბიხართ ცხოვრებაში, კარგად დაფიქრდით და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ. თუ ეს რაღაც უკვე თქვენი ცხოვრების რეალური ნაწილია, მისი მიღება მაინც მოგიწევთ და კოსმოსს თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით. ამიტომ, უმჯობესია, ამას თავიდანვე შეეგუოთ.
  როცა ადამიანი სინამდვილესთან წყვეტს კონტაქტს, ამ დროს სხეულს რაღაც ემართება, თითქოს მის შეგრძნებას კარგავთ. ქრება მოხერხებულობა, ცხოვრების ჩვეული რიტმი და სხეულთან ჰარმონია ირღვევა. ფიზიკური შეგრძნება კი ჩვენზე უფრო შორსმჭვრეტელია და ჩვენს ქვეცნობიერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სინამდვილესთან კონტაქტის არქონა წარსულში გვაბრუნებს და ჩვენი ცხოვრება რაღაც უგრძნობი სიტუაციების შემადგენლობას ემსგავსება.
  ხშირად დროის შეჩერება გვინდა, მაგრამ ეს არარეალურია. სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი, ყური დაუგდეთ, რას გვთავაზობენ ყოველდღიურად ვარსკვლავები, გაითვალისწინეთ მათი პროგნოზები და რჩევები, დაიზღვიეთ თავი და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო და მარგებელი აღმოჩნდება. თუ ხელმოცარული ხართ ცხოვრებაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მარტო თქვენი ბრალია. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ბედმა გაგიღიმოთ ან, უბრალოდ, არ იცით, როგორ მოიქცეთ. თუ წარმატებული ხართ, მაშინ გარშემო ბევრი შურიანი თვალით გიყურებთ და საჭიროა თავი დაიცვათ, რომ ბარაქის არხი არ ჩაიკეტოთ.
  ზოგადად, უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი, სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. ბედნიერების გახსნაში კი, უბრალოდ, მცენარეები დაგეხმარებიან. შეიძინეთ ისინი, დადგით თქვენს ბინაში და მათგან წამოსული დადებითი ენერგია იმოქმედებს ბარაქის კოდის გახსნაზე, შეძლებთ, ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ასეთი მცენარეებია: მონსტერა, გვიმრა, ჯუჯა ხეები. მაგრამ, დააკვირდით, სად ყიდულობთ მათ. თუ ისინი გაზარდეს და იდგა ისეთ ოჯახში, სადაც უფულობასა და სიდუხჭირეს განიცდიან, და, მათ სპეციალურად, გასაყიდად ზრდიდნენ, მაშინ ასეთი მცენარის ყიდვა და სახლში შეტანა სახიფათოა. უმჯობესია, მცენარეები მაღაზიაში შეიძინოთ და ასე დაიზღვიოთ თავი უსიამოვნებისგან.

скачать dle 11.3